Sunday, February 10, 2019

მეთოდი ,, იდეების წრე ''

ეს მეთოდი ეფექტიანია მწვავე საკამათო საკითხების გადაწყვეტისას და სასარგებლო
იდეების ჩამონათვალის შედგენისასმეთოდი შესაძლებლობას იძლევადისკუსიაში ყველა
მონაწილე ჩაერთოსეს მეთოდი კარგია საკითხის საერთო განხილვისას ან როდესაც
მომხსენებლები მცირე ჯგუფების წარმომადგენლები არიან.
მეთოდის მიზანია საკითხის განხილვაში ყველა მონაწილის ჩაბმაიგი საშუალებას
იძლევათავი დააღწიოთ სიტუაციასროდესაც პირველი ჯგუფი გამოდის და საკითხის ირგვლივ ინფორმაციას ისე წარმოადგენსრომ დანარჩენი ჯგუფები შესრულებული სამუშაოს შესაძლებლობას კარგავენ.

მუშობის თანმიმდევრობა:
•          მოსწავლეები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად – 3-4 კაცი.
•          მასწავლებელი აცნობს სადისკუსიო თემას და სთავაზობსის თითოეულ ჯგუფში
განიხილონშემდეგ შეადგინონ განხილვის პროცესში გაჩენილი იდეების ჩამონათვალი,
(მაგალითადრა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვება ქვეყანაში ვიზა ლიბერალიზაციას ? მსჯელობისას მონაწილეები ქმნიან ორ სიას – ვიზა ლიბერალიზაციის „დადებითი“ და „უარყოფითი“ შედეგები).
•          განხილვის დასრულების შემდეგ ყოველი ჯგუფი წარმოადგენს საკითხის მხოლოდ
ერთ დადებით და ერთ უარყოფით ასპექტს.
•          ჯგუფები მოსაზრებებს რიგრიგობით (წრეზემანამ გამოთქვამენსანამ პასუხებს
არ ამოწურავენამასთანავემონაწილეები თვალყურს ადევნებენრომ უკვე გამოთქმული
იდეები აღარ გამეორდეს.
•          მასწავლებელი გამოთქმულ იდეებს დაფაზე ან ქაღალდის ფურცელზე იწერს.
•          შესაძლებელია შეგროვებული იდეების განხილვამნიშვნელოვნების მიხედვით

დაწყობაგადაწყვეტის ვარიანტების შეთავაზება და .

No comments:

Post a Comment