თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პედაგოგიური ოსტატობა ლექციის მაღალ დონეზე ჩატარების გარანტიაა. ლექციის მეთოდური საკითხების დამუშავების დროს პედაგოგი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მასალის გადაცემის თანმიმდევრობაზე, ლექციის სტილზე, აუდიტორიასთან კავშირზე. ლექცია უნდა მიმდინარეობდეს მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, მეთოდურ საშუალებათა და თვალსაჩინოების ფართო გამოყენებით.
თეორიული მასალა, რომელიც ლექციაზე გადაიცემა მოიცავს ფართო თემას და მისი მიზანია დიდი მასალა მოკლე დროში გადავცეთ მოსწავლეებს.სამოქალაქო განათლებისთვისაცმნიშვნელოვანი მეთოდია, . ლექციის წარმართვისას მოისმინება მოხსენებები, იმართება დისკუსია, კეთდება დასკვნები. პედაგოგი კოორდინაციას უწევს ამ პროცესების მიზანმიმართულად წარმართვას.
No comments:
Post a Comment