ინკლუზიური
განათლების
პრინციპები
რა არის ინკლუზიური განათლება?
ინკლუზიური განათლება არის მიდგომა, რომელიც
ცდილობს ყველა ასაკის ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი
შესაძლებლობებისა და სირთულეებისა სწავლაში;
ინკლუზიური განათლება აღიარებს მრავალფეროვნებას
და განსხვავებულობას მოსწავლეების სწავლების პროცესში.
ინკლუზიური განათლების მიზანი: საკოლაში ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად
სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლე იყოს სკოლის სრულფასოვანი წევრი, სრულად მონაწილეობდეს სასკოლო
აქტივობებში.
ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის
სკოლის ამოცანები:
1. სკოლაში ინკლუზიური განათლების
ხელშემწყობი გარემოს შექმნა;
·
რესურს ოთახის
მოწყობა – აღჭურვა აუცილებელი თვალსაჩინოებით და ტექნიკური საშუალებით.
2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლისთვის ადეკვატური, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.
ამისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები:
- სპეციალისტის მიერ სსსმმ ფსიქიკური,ფიზიკური და სოციალური უნარების
განვითარების შეფასება;
- სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური
საგანმანათლებლო საჭიროების კვლევა;
- კვლევაზე და საგანმანათლებლო
საჭიროებებზე დაყრდნობით ბავშვის მშობელთან, მასწავლებელთან ერთად სსსმ
მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;
ისგ არის
დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები. ეს პროცესი
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესთან შერწყმულია და პედაგოგს ეხმარება
მოსწავლის მიღწევების გაკონტროლებაში.
ისგ-ს შემუშავების ეტაპებია:
- ი.ს.გ. გუნდის შექმნა; ( მშობელი, მასწავლებელი,
ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, და სხვა.)
- ინფორმაციის შეგროვება;
- მიმართულების განსაზღვრა;
- ისგ
განსაზღღვრა;
- ისგ
შემუშავება;
- ისგ
განხორციელება;
- ისგ
გადახედვა და განახლება.
1. მოსწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება სამედიცინო
დასკვნების და სხვა დოკუმენტების გაცნობით, უშუალო დაკვირვებით მოსწავლეზე, მის
სასწავლო აქტივობაზე, აგრეთვე
მოსწავლის პიროვნული ფაქტორების
შეფასებით.
2. ინფორმაციის შეგროვების
შემდეგ განისაზრვრება ის პირები,
ვინც ჩაერთვებიან მოსწავლის ისგ განხორციელების პროცესში.
ქსნის
საჯარო სკოლის სპეც.პედაგოგი : თამარ
კასრაძე
ი.ს.გ. მუშაობის მიმართულებები:
ა)მონაწილეობის მიღება
მოსწავლის აკადემიური უნარების შეფასების პროცესში;
ბ)პედაგოგის კონსულტირება სწავლების სტრატეგიების თაობაზე;
გ)პედაგოგის კონსულტირება სასწავლო მასალასთან დაკავშირებით;
დ)მოსწავლესთან დამატებითი მეცადინეობების განხორციელება დასახული
მიზნების მისაღწევად.
ე) მასწავლებლის მხარდაჭერა კლასში გაკვეთილების
მსვლელობისას;
ვ) გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა;
ზ) მოსწავლის მშობლებთან რეგულარული კონსულტაციები.
- ისგ
და საკლასო პროგრამა უნდა იყოს ურთიერთ შეთანხმებული
და ურთიერთმორგებული.
- ისგ უნდა მოიცავდეს მოსწავლისთვის ადეკვატურ,
ფუნქციურ და ასაკისთვის შესაბამის მიზნებს;
- მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სწავლის სტრატეგიების განსაზღვრა, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების
განსაზღვრა;
გრძელვადიანი მიზანი
არის დებულება, რომელსაც ისგ–ით მიიღწევა სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლის ძლიერი
მხარეების და არსებული რესურსების გათვალისწინებით,.
მოკლევადიანი მიზანი უფრო
კონკრეტული და სპეციფიკურია. იგი კონკრეტული ნაბიჯებია გრძელვადიანი მიზნების
მისაღწევად.
- ისგ უნდა ითვალისწინებდეს ისეთ დამატებითი საკითხებს,
როგორიცაა:
ა)მოსწავლის სასწავლო განრიგი
ანუ რა დროს ატარებს მოსწავლე კლასელებთან;
რომელი გაკვეთილები ჩაანაცვლა რესურს ოთახში მეცადინეობით და რა დრო გაატარა იქ.
ბ) მოსწავლის სასწავლო დატვირთვა- ანუ რამდენ წუთიანი გაკვეთილებია
მისთვის ოპტიმალური და
რა ხანგრძლივობის შესვენებაა
რეკომენდირებული;
გ) ინფორმაცია დამხმარე პირის
შესახებ- რომელ გაკვეთილებზე საჭიროებს მოსწავლე ფსიქოლოგის დამატებით მხარდაჭერას.
5. ისგ-ზე, მის განხორციელებაზე კონტროლი
საჭიროა გამუდმებით;
შეფასების სისტემა ათ
ქულიანია, ოღონდ განსხვავებულია ის მინიმალური ბარიერი, რომელიც მოსწავლემ უნდა გადალახოს.
6. ისგ-ს
გადახედვა-განახლების მიზნით საჭიროა, შეჯამდეს ისგ-ის მიმდინარეობა.
განისაზღვროს, ხომ არ არის საჭირო გარკვეული ცვლილებების განხორციელება გეგმის
ოპტიმიზაციისთვის.
თავი V. ინკლუზიური განათლება
მუხლი 26. ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის
ჩართვას
ზოგადსაგანმანათლებლო
პროცესში
თანატოლებთან
ერთად.
მუხლი 27. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში - სსსმ
მოსწავლე),
რომელსაც,
თანატოლების
უმრავლესობასთან
შედარებით,
აქვს
სწავლასთან
დაკავშირებული
სირთულეები
ვერ
ძლევს
ეროვნული
სასწავლო
გეგმით
გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ,
ეროვნული
სასწავლო
გეგმის
მოდიფიცირებას
ან
ინდივიდუალური
სასწავლო
გეგმის
შემუშავებას.
სსსმ მოსწავლე
შეიძლება
იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური დარღვევა;
ბ) ინტელექტუალური დარღვევა;
გ) სენსორული დარღვევა
(სმენის
და/ან მხედველობის);
დ)მეტყველების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეებით სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ სძლევს
ეროვნულ
სასწავლო
გეგმის
მოთხოვნებს.
მუხლი 28. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული სასწავლო გეგმა
სსსმ
მოსწავლისათვის,
რომელიც
წარმოადგენს
სასკოლო
სასწავლო
გეგმის
ნაწილს.
იგი
მაქსიმალურად
უნდა
ითვალისწინებდეს
სსსმ
მოსწავლის
ყველა
საგანმანათლებლო
საჭიროებას
და
მისი
დაკმაყოფილების
გზებს,
მოსწავლის
ინტერესებსა
და
ინდივიდუალურ
შესაძლებლობებს,
აგრეთვე,
ყველა
დამატებით
აქტივობას,
რომელიც
აუცილებელია
გეგმით
გათვალისწინებული
მიზნების
მისაღწევად.
ინდივიდუალური
სასწავლო
გეგმა
იქმნება
სასწავლო
წლის
დაწყებამდე
არაუგვიანეს
ერთი
კვირისა ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან
ერთი
თვის
ვადაში.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება შემუშავდეს ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში/საგნებში სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის
ფარგლებში
დეტალურად
უნდა
დაიგეგმოს/განისაზღვროს:
ა) რომელ საგანში/საგნებში საჭიროებს
მოსწავლე
ინდივიდუალურ
სასწავლო
გეგმის
შემუშავებას.
შერჩეულ
საგნებში
განისაზღვრება სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს შერჩეულ მიზანს, აქტივობასა თუ მასალას;
გ) მოსწავლისათვის
საჭირო
დამატებითი
და/ან ინდივიდუალური
მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი
და
ხანგრძლივობა;
დ) დამატებით და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი; სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე
პერსონალის
(სანიტარი,
ძიძა)
საჭიროება;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის
საჭირო
დამატებითი
საგანმანათლებლო
მასალა)
და
მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი
(რომელიც
შეიძლება
იყოს
მშობელიც);
ვ) მოსწავლისათვის
საჭირო
დამატებითი
ტექნიკური
რესურსი
(ავტობუსით
მომსახურების
საჭიროება,
კომპიუტერით
სარგებლობის
აუცილებლობა, მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება
და
სხვ.).
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
უნდა
ითვალისწინებდეს
ინფორმაციას
ბავშვის
ძლიერი
და
სუსტი
მხარეების
შესახებ
აკადემიური,
შემეცნებითი,
სოციალური,
ქცევითი,
ემოციური,
მოტორული
და
სხვა
სფეროების
მიხედვით;
სწავლის
პროცესში
სირთულეების
გამოვლენის
შემდეგ
სკოლამ
უნდა
უზრუნველყოს
სსსმ
მოსწავლის
შესაძლებლობების
სიღრმისეული
შეფასება.
საჭიროების
შემთხვევაში
სსსმ
მოსწავლის
სიღრმისეული
შეფასებისთვის
და
მის
განათლებასთან
დაკავშირებული
რეკომენდაციებისთვის
სკოლას
შეუძლია
მიმართოს
სამინისტროს
ინკლუზიური
განათლების
მულტიდისციპლინურ
გუნდს
(შემდგომში
- მულტიდისციპლინური
გუნდი). თითოეული სსსმ მოსწავლისათვის სკოლამ უნდა განსაზღვროს
ინდივიდუალური
სასწავლო
გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი
(შემდგომში
- ისგ
ჯგუფი),
რომელიც
უზრუნველყოფს
სსსმ
მოსწავლისათვის
ინდივიდუალური
სასწავლო
გეგმის
შემუშავებას
და
ხელს
შეუწყობს
მის
განხორციელებას.
6. ისგ ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ ის პედაგოგები,
რომლებიც
უშუალოდ
ასწავლიან
მოსწავლეს,
აგრეთვე
მშობელი/მშობლები,
სკოლის
ადმინისტრაციის
წევრი/წევრები,
ფსიქოლოგი,
ლოგოპედი
ან
სპეციალური
მასწავლებელი,
თუკი
სკოლას
ჰყავს
ასეთი;
7. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი. კოორდინატორი წარმართავს ჯგუფის
წევრების
მუშაობას
და
პასუხისმგებელია
ჯგუფის
საქმიანობაზე;
ჯგუფის
კოორდინატორი
მიზანშეწონილია
იყოს
სსსმ
მოსწავლის
დამრიგებელი;
8. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი
სემესტრის
ბოლოს
ერთი
შემაჯამებელი
შეხვედრა. შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში
შესატანი
ცვლილებები
(თუკი
ამის
საჭიროება
არსებობს).
გეგმის
განხორციელების
მონიტორინგის
შედეგად
გეგმა
ექვემდებარება
პერიოდულ
ცვლილებებს;
9. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში;
10. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგენისთანავე დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ
საბჭოს.
11. ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალური სასწავლო
გეგმა,
სამედიცინო
დაწესებულების
მიერ
გაცემული
ცნობები
და
სხვ.).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის
ბრძანება
№224/ნ
- ვებგვერდი,
12.10.2012წ.
მუხლი 29. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები
1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, რომლითაც ხდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით,
ფასდება
მის
მიერ
ინდივიდუალური
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
მიზნების
მიღწევის
დონე.
სსსმ
მოსწავლე,
რომელიც
წარმატებით
სძლევს
ინდივიდუალურ
სასწავლო
გეგმას,
ფასდება
მაღალი
ქულით.
2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამოანგარიშება ხდება იმავე
პრინციპით,
როგორც
სხვა
მოსწავლეებისთვის,
ამ
გეგმის
მე-20
მუხლის
შესაბამისად.
3. გამონაკლისის შემთხვევაში
დასაშვებია
სსსმ
მოსწავლეს
არ
ქონდეს
სემესტრული
შეფასება
ერთ
ან
რამდენიმე
საგანში.
გამონაკლისი
დაიშვება
მულტიდისციპლინური
გუნდის
დასკვნის
საფუძველზე.
გამონაკლის
შემთხვევაში
მოსწავლის
საგნის
სემესტრული
ქულა
წარმოადგენს
საგნის
წლიურ
ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს
მომდევნო კლასში.
4. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს
ამის დამადასტურებელი საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ამ გეგმის
22-ე
მუხლის
პირველი
და
მეორე
პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
5. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური
სასწავლო
გეგმით
სწავლობენ,
სკოლამ
უნდა
მოახდინოს
საგამოცდო
მასალის
ადაპტირება
- უნდა
შეიქმნას
ინდივიდუალური
საგამოცდო
პროგრამა,
რომელიც
დაეყრდნობა
ინდივიდუალურ
სასწავლო
გეგმას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის
ბრძანება
№224/ნ
- ვებგვერდი,
12.10.2012წ.
მუხლი 30. სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება
იმ შემთხვევაში, თუ სსსმ
მოსწავლეს
ესაჭიროება
ხანგძლივი
ჰოსპიტალიზაცია,
ან
ჯანმრთელობის
გაუარესების
გამო
ვერ
დადის
სკოლაში,
სკოლა
მიმართავს
მულტიდისციპლინურ
გუნდს,
რომლის
დასკვნის
საფუძველზეც
სსსმ
მოსწავლის
განათლების
მიღება
უზრუნველყოფილ
უნდა
იქნეს
შინ
სწავლების
მეთოდით.
ამ
შემთხვევაში
მოსწავლე
ირიცხება
სკოლაში,
მაგრამ
არ
ესწრება გაკვეთილებს; სკოლა უდგენს
მას
სწავლების
სპეციალურ
გეგმას,
რომლის
მიხედვითაც
მოხდება
სსსმ
მოსწავლის
შინ სწავლება.
2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან
და
მშობელთან
ათანხმებს
იმ
საგნების
ჩამონათვალს,
რომელიც
შინ
სწავლებით
უნდა
დაძლიოს
სსსმ
მოსწავლემ.
3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო
გეგმა
მაქსიმალურად
უნდა
იყოს
მიახლოებული
ეროვნულ
სასწავლო
გეგმასთან.
სკოლა
ვალდებულია
დაადგინოს
განრიგი,
რომლის
მიხედვითაც
საგნის
და
აგრეთვე
სპეციალური
მასწავლებელი
განახორციელებენ
სსსმ
მოსწავლესთან
ვიზიტებს.
სკოლამ/ისგ ჯგუფმა
უნდა
განახორციელოს
შინ
სწავლების
პროცესის
მონიტორინგი.
4. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც
დაეხმარება
მოსწავლეს
ყოველდღიური
დავალებების
შესრულებაში.
5. შინ სწავლების პროცესში ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების გამოყენება,
თუკი
სკოლას
ამის
შესაძლებლობა
აქვს,
ეფექტურია
დროისა
და
ფინანსების
დაზოგვის
მიზნით.
ვიდეოკონფერენციის
გამოყენება
საშუალებას
მისცემს
მასწავლებელს,
ვიზიტების
შუალედში
სკოლიდან
გაუსვლელად
აწარმოოს
სსსმ
მოსწავლის
სახლში
მეცადინეობის
პროცესზე
დაკვირვება; გაუწიოს კონსულტაცია სსსმ მოსწავლესა და მის მშობელს, მეურვეს ან სხვა პირს, რომელიც მოსწავლის სახლში მეცადინეობაზეა პასუხისმგებელი და ა.შ.
6. მინიმალური დატვირთვა სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში:
კლასი
|
I-IV
|
V-VI
|
VII-IX
|
X-XII
|
მინიმალური
(ასტრონომიული)
საათები
კვირის
მანძილზე
|
5
სთ
|
6
სთ
|
8
სთ
|
8
სთ
|
No comments:
Post a Comment