როგორც ერთი ხე, ბალახი ან ცხოველი განსხვავდება მეორისგან, ყველა თავისებურ მოვლას მოითხოვს და ყველას ერთნაირად ვერ მოიხმარს კაცი, ასევე განსხვავდება ერთიმეორისგან ადამიანის ათასგვარი ნიჭიც. რასაკვირველია, არსებობს იშვიათად ისეთი ბედნიერიც, რომელსაც ყველაფერი ეადვილება, მაგრამ ისეთიც ბევრია, რომელიც ერთი რომელიმე საგნისადმი საკვირველ სიბრმავეს და გაუგებრობას იჩენს. ზოგი არწივია განყენებულ მეცნიერებათა სფეროში, მაშინ როდესაც პრაქტიკული მოღვაწეობის ასპარეზზე იგი ისეთ ნიჭს იჩენს, როგორსაც ვირი – არღნის დაკვრაში; ზოგი ყველაფერში ნიჭიერია, მაგრამ მუსიკა სრულებით არ ემარჯვება, ან მათემატიკა, ან პოეზია ან ლოგიკა და სხვა” (დ. უზნაძე).
„სწავლა?. რა თქმა უნდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სწავლა ცხოვრებით და მასთან კავშირში.”
მე მჯერა, რომ ნებისმიერი სახის განათლება სათავეს ადამიანთა მოდგმის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ინდივიდის ჩართულობიდან იღებს. ეს პროცესი, გაუცნობიერებლად, თითქმის დაბადების მომენტიდან იწყება და თანდათანობით გამოკვეთს ინდივიდის ძალებს, ჟღინთავს მის ცნობიერებას, აყალიბებს ჩვევებს, ავარჯიშებს იდეებს და აღძრავს მასში გრძნობებსა და ემოციებს.
ჯონ დიუი
No comments:
Post a Comment