სოციალური პროექტები

                                   სოციალური პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:   ,, ჩვენ - მრავალფეროვან სამყაროსათვის’’  
საფეხური/კლასი : დაწყებითი, საბაზო და საშუალო

პროექტის განხორციელების დრო: 2 კვირა

პროექტის მიზანი:
სოფელში, თემში, ქართველი და არაქართველი, მოსწავლე ახალგაზრდების დაახლოვება, ტოლერანტული უნარ -ჩვევების განვითარება და ურთიერთთანამშრომლობა.
მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული პროექტი  ხელს შეუწყობს ტოლერანტული უნარჩვეების  განვითარებას. ეფექტური კომუნიკაცის განვითარებასა და მომავალში სხვა და სხვა ეროვნების მოსწავლეთა ინტეგრაციას სამოქალაქო საზოგადოებაში.

 პროექტის მდგრადობა:
პროექტი იქნება სიცოცხლისუნარიანი ,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ქართველი მოსწავლეები, მჭიდროდ დამეგობრდებიან და გააგრძელებენ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას

 შესაძლო რისკები:
 შესაძლოა იყოს პროექტის განხორციელება ქაოსური
პროექტის განხორციელების აქტივობები:
1.      შეხვედრის  ორგანიზება  სკოლაში,  პროექტის იდეიის გაცნობა სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებისა  და მოსწავლეებისათვის.
2.      საინიციატივო ჯგუფების დაკომპლექტება
3.       ქსნის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდება პრეზენტაცია ,,ეთნოსები და მათი ტრადიციები’’
4.      ნაციონალური კულტურების წარმოჩენა ( გამოფენა სააქტო დარბაზში)
5.      ნაციონალური სამზარეულოს დაგემოვნება
6.      ნაციონალური სიმღერების და ცეკვების წარმოდგენა
  1. სკოლის სტენდის მოხატვა ტოლერანტობის თემაზე
  2. ასფალტზე ხატვა
  3. მეგობრობის ნიშნად  სიმბოლოებით სახის მოხატვა
  4. მეგობრობის წრე
  5. გასართობი  ენერჯაიზერები
  6. ფილმის ,, ახლა საით წავიდეთ ?’’  ჩვენება/განხილვა
  7. ბუკლეტების გავრცელება თემში
  8. ჩატარებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება


პროეტის ხელმძღვანელი: თამარ კასრაძე


              სოციაური  პროექტის  სახელწოდება:  ,,ჩვენ- მრავალფეროვან სამყაროსათვის ‘’
                                                     
                                                             რეფლექსია

      პროექტი - ,,ჩვენ- მრავალფეროვან სამყაროსათვის ‘’ქსნის საჯ არო სკოლაში განხორციელდა 26.04  დან  -8.05 ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლიის დაწყებითი საბაზო და საშუალო  საფეხურის 200 მოსწავლე,მშობლები,პედაგოგები.
     პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც   მოსწავლეები,  რომლებიც  ჩვენს სკოლაში დადიან წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს.აქვთ  განსხვავებული შეხედულებები რწმენის,ტარადიციების,კულტურის შეხახებ ; მათი ინტეგრაციის მიზნით საჭიროებს ტოლერანტულ გარემოს შექმნას ,რადგანაც შესაძლოა უმცირესობების ნაწილმა ხშირად განიცდიან  დისკრიმინაციას და საკუთარი უფლებეის შელახვას.
   პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც  რეალურ  ცხოვრებაში  მათ  გაიაზრონ და თავი იგრძნონ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და თემის  ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
    პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
   პირველ ეტაპზე შევხვდი პროექტის იდეის რეალიზებისათვის  სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებსა  და მოსწავლეებს. მოსწავლეებთან ერთად დავაკომპლექტე საინიციატივო ჯგუფი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.დაიგეგმა აქტივობები,პროექტის ვადები და საჭირო რესურსების მომზადება.
    პროექტის ფარგლებში ჩატარდა სკოლის ბიბლიოთეკაში  პრეზენტაცია ,,ეთნოსები და მათი ტრადიციები’’; შემდეგ  დღეს  , მოეწყო ნაციონალური კულტურების წარმოჩენა გამოფენა სააქტო დარბაზში , მოსწავლეებმა წარმოადგინეს ტრადიციის ამსახველი ნივთები სამოსი,საყოფაცხოვრებო ნივთები ,სიმბოლოები.
  შემდეგ ეტაპზე, გაიმართა ნაციონალური სამზარეულოს მომზადება/ დაგემოვნება ;
   მოეწყო  ნაციონალური   სიმღერების და ცეკვების წარმოდგენა;
    სკოლის ტერიტორიაზე მოხატვა სტენდი  ტოლერანტობის თემაზე ,რომელიც მოსწავლეებს შეახსენებს თანასწორ უფლებიან გარემოს აუცილებლობას.
   პროექტის ფარგლებში ასფალტზე მოეწყო ხატვა და მოსწავლეებმა თანამეგობრობა გამოხატეს სიმბოლოებით. აგრეთვე ,მეგობრობის ნიშნად  სიმბოლოებით სახის მოხატვა;
   მოსწავლეტა ინტეგრაციის მიზნით  მოეწყო  მეგობრობის წრე და საკუთარ ენაზე ეთნოსი მოსწავლეები წარმოთქვამდნენ ,, ჩვენ -ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ’’.
მათი ინტეგრაციის მიზნით მოეწყო სკოლის ეზოში გასართობი  ენერჯაიზერები,სადაც სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა,მშობლები და პედაგოგები ჩაერთვნენ და იმხიარულეს.  აგრეთვე ,პროექტის ფარგლებში მოეწყო ფილმის ,, ახლა საით წავიდეთ ?’’  ჩვენება/განხილვა და ეს ფილმი კიდე ერთხელ შეახსენებდა მოსწავლეებს ,მშობლებს ერთმანეტის რელიგიის პატივისცემას და მეგობრობას.
პროექტის ბოლოს ეთნოსი მოსწავლეების დამეგობრების ,მათი ინტეგრაციის მიზნით მომზადა   ბუკლეტებიდა  გავრცელდა თემში.
პროექტის დასასრულს  მოხდა პროექტის დახურვა  , ჩატარდა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება. პროექტში მონაწილე აქტიურ წევრებს სიმბოლირად გადაეცათ მადლობის სერთიფიკატები.
    პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო გამოფენების და ნაციონალური კულტურის გაცნობის დროს. პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოთ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.






პროექტის  სახელწოდება:  ,,თანაბარი უფლებები’’

პროექტის  მიზნები   და    მოსალოდნელი    შედეგები:
    პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება  მოსწავლეებში ინკლუზიური განათლების არსის და მიდგომების შესახებ.  მიღებული ცოდნით აღმოიფხვრას სასკოლო სივცეში  დისკრიმინაციული გამოვლინების ფაქტები და ჩამოყალიბდეს პოზიტიური , თანასწორუფლებიანი გარემო.
   პროექტი  მისცემს  მოსწავლეებს ,მშობლებს,თემს შესაძლებლობას  გაიაზრონ  პრობლემის არსი,გაეცნონ კონკრეტული  სიტუაციებს  ,ყურადღებით შეაფასონ  დისკრიმინაციის  უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება.

პროექტის მნიშვნელობა :

    პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც   მოსწავლეები,  რომლებიც არინა განსხვავებული შესაძლებლობებით  მქონე მოსწავლეები   ხშირად განიცდიან  დისკრიმინაციას და საკუთარი უფლებეის შელახვას. ინკლუზიური განათლება გამორიცხავს ბავშვების ნებისმიერ ფორმის დისკრიმინაციას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი გავრცელებული საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, ბავშვების გარკვეული ნაწილიგარიყულია საზოგადოებისგან და  რჩება სასწავლო პროცესის მიღმა, ვინაიდან სისტემა არ არის მზად საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
   პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც  რეალურ  ცხოვრებაში  მათ  გაიაზრონ და თავი იგრძნონ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და თემის  ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.

პროექტის აღწერა და განხორციელება :
თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა;
პრობლემის შესწავლა და კვლევითი დავალებები (თემატური პრეზენტაციები);
როლური თამაში,
ფილმის ჩვენება -განხილვა
შეხვედრა სკოლის ექიმთან (საუბარი დაუნის და აუტიზმის სინდრომის შესაებ)
კონფერენცია,, გამიგე,მიმიღე,შემიყვარე;
საუბარი სპეც.პედაგოგებთან აღნიშნულ საკითხებზე
მშობლების შეხვედრა და ინფორმირება ინკ.უზიური განათლების მიდგომებზე,
 ნახატების გამოფენა
ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტების )  და გავრცელება თემში;

  

     მოსალოდნელი შედეგილი:
  მეტი ინფორმირებულობა ცნობიერების ამაღლება;პრობლემის არსის ადეკვატური შეფასება-გააზრება; პრევენციული მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობა;


         პროექტის ბენეფიციარები:  
      სკოლის მოსწავლეები ( 30 მოსწავლე),მშობლები,მასწავლებლები, თვითმმართველობის მოსწავლეები ან მოსწავლეთა კლუბი, ადგილობრივი სტუდენტები,თემი.

          პროექტის რისკები: 

   პროექტის განხორციელებისას  დროს შესაძლებელია შეიქმნას  ქაოსური მდგომარეობა.
სამიზნე ჯგუფი:
IX-X-XI  კლასის მოსწავლეები

       პროექტის რესურსები:
პროექტორი,კომპიუტერი,აუდიო მოწყობილება,ფლივჩარტები,საღებავები,,მუყაოს ყუთები, ინტერნეტი,პრინტერია, ადამიანური რესურსები  და  სხვა .

                            პროექტის  სახელწოდება:  ,,თანაბარი უფლებები ‘’
                                                     
                                                             რეფლექსია

       პროექტი - თანაბარი უფლებები ქსნის საჯ არო სკოლაში განხორციელდა 21.03  დან  -3.04 ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლიის საბაზო და საშუალო  
საფეხურის 40 მოსწავლე,მშობლები,პედაგოგები.
        პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც   მოსწავლეები,  რომლებიც არინა განსხვავებული შესაძლებლობებით  მქონე მოსწავლეები   ხშირად განიცდიან  დისკრიმინაციას და საკუთარი უფლებეის შელახვას. ინკლუზიური განათლება გამორიცხავს ბავშვების ნებისმიერ ფორმის დისკრიმინაციას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი გავრცელებული საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, ბავშვების გარკვეული ნაწილიგარიყულია საზოგადოებისგან და  რჩება სასწავლო პროცესის მიღმა, ვინაიდან სისტემა არ არის მზად საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
   პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც  რეალურ  ცხოვრებაში  მათ  გაიაზრონ და თავი იგრძნონ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და თემის  ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
    პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
 პირველ ეტაპზე  შევქმენი თემატური სამუშაო ჯგუფი. შევისწავლეთ პრობლემები. 
მოსწავლეებმა  ითამაშეს როლებში,მოირგეს უსინათლოს ,ყრუ-მუნჯის და ეტლითმოსარგებლე ადამიანის  როლი,ხოლო შემდეგ გამოთქვავდნენ საკუთარ აზრს და მსჯელობდნენ რა გრძნობა გაუჩნდათ შექმნილი სიტუაციის დროს. შემდგომ ,მოეწყო ფილმის ჩვენება -განხილვა.შეხვედრა მოხდა სკოლის ექიმთან (საუბარი დაუნის და აუტიზმის სინდრომის შესაებ). მოსწავლეთა ჩართულობით ჩატარდა კონფერენცია                  ,, გამიგე,მიმიღე,შემიყვარე’’. შემდეგ მოხდა მოსწავლეებთან  გასაუბრება სპეც.პედაგოგებთან აღნიშნულ საკითხებზე.  ცნობიერების გაზრდის მიზნით პრეზენტაცი მოეწყო მშობლებთან და თემის ახალგაზრდებთან  ინკლუზიური განათლების მიდგომების შესახებ. გამოიფინა მოსწავლეთა მიერ  შესრულებული  ნახატები. მოსწავლეების მიერ მომზადა უკლეტები   და გავრცელება თემში.
    პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო კონფერენციის დროს,როდესაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. აგრეთვე ფილმ როლური თამაშის და  წამოჭრილ დისკუსიის დროს. პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოთ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.









  სოციალური  პროექტის  :  ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’

პროექტის  მიზნები   და    მოსალოდნელი    შედეგები:
    პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება  მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების  შესახებ, მოხდეს მავნე დამოკიდებულების  გაანალიზება  და მათი პრევენცია  ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრებით.პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით აღმოიფხვრას  მავნე  ჩვევები  და შეიქმნას ჯანსაღი გარემო.    პროექტი  მისცემს  მოსწავლეებს ,მშობლებს,თემს შესაძლებლობას  გაიაზრონ  პრობლემის არსი,გაეცნონ კონკრეტული  სიტუაციებს  ,ყურადღებით შეაფასონ  მავნე ჩვევების  უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება. სპორტული შეჯიბრებების და ამ თემასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებით,  ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას და თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას .

პროექტის მნიშვნელობა :

პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
  მოსწავლეები,  რომლებიც არინა  მავნე ჩვევებზე დამოკიდებულნი და ვერ აცნობიერებებ პრობლემის სირთულეს,პროექტის ფარგლებში მიეცემათ საშუალება დაფიქრდნენ და გაითავისონ  მავნე -ჩვევებია მავნებლობა და შეიცვალონ ცხოვრების წესი.  შემდგომში , პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და თემის  ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.

პროექტის აღწერა და განხორციელება :
თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა;
პრობლემის შესწავლა და კვლევის ჩატარება ,,როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო’’
შეხვედრა სამართავდამცველთან და  სკოლის ექიმთან (საუბარი სიგარეტის,ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნებლობის  შესახებ)
კონფერენცია  ,, თავად გადაწყვიტე ‘’- სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ მავნე-ჩვევების ურყოფით მხარეებს.
შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სპორტული აქტივობების დაგეგმა თემში .
მხიარული სტარტების ჩატარება თემში ,სადაც მონაწილეობას მიიღბენ მოსწავლეები და თემის ახალგაზრდები.
მოეწყობა ნახატების გამოფენა;
ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტების )  და გავრცელება თემში;

     მოსალოდნელი შედეგილი:  პროექტის განხორციელებისას  მოსწავლეები მიიღებენ   ინფორმაციას მავნე ჩვევების მავნებლობის  შესახებ.   ისწავლიან თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას. მიიღებენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების  დაგეგმვისა  და განხორციელების გამოცდილებას. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში.

      პროექტის ვადები :
      20. 03.2019 . – 15.04.2019.

         პროექტის ბენეფიციარები:  
      სკოლის მოსწავლეები ( 100 მოსწავლე),მშობლები,მასწავლებლები, თვითმმართველობის მოსწავლეები ან მოსწავლეთა კლუბი, ადგილობრივი ხელისუფლება, სტუდენტები,თემი.

          პროექტის რისკები: 

   პროექტის განხორციელებისას  დროს შესაძლებელია შეიქმნას  ქაოსური მდგომარეობა.
სამიზნე ჯგუფი:
IX-X-XI  კლასის მოსწავლეები

       პროექტის რესურსები:
პროექტორი,კომპიუტერი,აუდიო მოწყობილება,ფლივჩარტები,საღებავები,,მუყაოს ყუთები, ინტერნეტი,პრინტერია, ადამიანური რესურსები , სპორტული ინვენტარი  და  სხვა .


                                             სოციალური  პროექტის  :  ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’

           
                                                             რეფლექსია

        სოციალური  პროექტის  :  ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’- ქსნის საჯარო სკოლაში განხორციელდა   20. 03.2019 წ-დან – 15.04.2019წ ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლიის საბაზო და საშუალო  საფეხურის 100 მოსწავლე,მშობლები,პედაგოგები,თემის ახალგაზრდები.
     პროექტის მიზანი იყო  ცნობიერების ამაღლება  მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების  შესახებ,  პროექტის ფარგლებში მოხდა  მავნე დამოკიდებულების  გაანალიზება  და მათი პრევენცია  ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრებით.პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით  ნაწილობრივ აღმოიფხვრა   მავნე  ჩვევები  და  გაჩნდა მოტივაცია შექმნილიყო   ჯანსაღი გარემო.    პროექტმა  მისცა   მოსწავლეებს ,მშობლებს,თემს შესაძლებლობა  კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ  პრობლემის არსი ,ყურადღებით შეეფებინათ  მავნე ჩვევების  უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაესახათ მოზარდის პიროვნული განვითარება. სპორტული შეჯიბრებების და ამ თემასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებით,  მათ  შეძლეს საკუთარი თავის  თვითრეალიზება და თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება .
    პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
  მოსწავლეები,  რომლებიც არინა  მავნე ჩვევებზე დამოკიდებულნი და ვერ აცნობიერებებ პრობლემის სირთულეს,პროექტის ფარგლებში მიეცათ  საშუალება დაფრებულიყვნენ  და გაეთავისებინათ  მავნე -ჩვევებია მავნებლობა.  პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძინა ცოდნა, დამოკიდებულება  და გამოუმუშავა  უნარ-ჩვევები. 
პროექტის  ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობები.
 შეიქმნა თემატური სამუშაო ჯგუფი კლასების მიხედვით;
პროექტის   პირველ ეტაპზე მოხდა პრობლემის შესწავლა და კვლევის ჩატარება მოსწავლეებთან და თემის ახალგაზრდებთან ,,როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო’’ . შემდგომ, მოხდა შეხვედრა სამართავდამცველთან და  სკოლის ექიმთან (საუბარი სიგარეტის,
ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნებლობის  შესახებ).მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და არსებული მასალით ჩაატარეს კონფერენცია  ,, თავად გადაწყვიტე ‘’- სადაც მოსწავლეებმა  წარმოადგენენ მავნე-ჩვევების ურყოფით მხარეებს.
პროექტის ფარგლებში შეხვედრა  მოხდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სპორტული აქტივობები დაიგეგმა თემში . ჩატარდა მხიარული სტარტები ,სადაც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და თემის ახალგაზრდებმა.
 მოსწავლეებმა ეასრულეს ნახატები თემაზე ,,ჯანსაღი გარემო“ და გამოფინეს  ნახატები სკოლის ფოიეში.ვიზუალური მასალით  მომზადა ბუკლეტები  და მოსწავლეებმა გაავრცელსე  თემში  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით.
    

        


    პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
 პირველ ეტაპზე  შევქმენი თემატური სამუშაო ჯგუფი. შევისწავლეთ პრობლემები. 
    პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე ,მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო კონფერენციის და მხიარული სტარტების დროს .     პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.






პროექტის  სახელწოდება:  ნაადრევი ქორწინება - ძალადობა ბედნიერების სახელით

პროექტის  მიზნები   და    მოსალოდნელი    შედეგები:
    მოზარდებში ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლება ,შესაძლო რისკების  და უაროფითი მხარეებს განსაზღვრა.
პროექტი  აძლევს მოსწავლეებს ,თემს შესაძლებლობას  გაიაზრონ  პრობლემის არსი,გაეცნონ კონკრეტული  სიტუაციებს  ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით , ყურადღებით შეაფასონ   უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება.

პროექტის მნიშვნელობა :

    პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც   მოსწავლეები,  რომლებიც ჯერ არა არიან 18 წლის და ვერ აცნობიერებენ ნაადრევი ქორწინების რისკებს, რომელიც ცვლის როგორც თავად მოზარდებს, ასევე მათი ახლობლების ცხოვრებას. მოზარდების უმრავლესობას, რომლებსაც  ადრეულ ასაკში ქორწინდება უქმნის  ჯანმრთელობის პრობლემებს ,აგრეთვე  ვეღარ ახერხებს სწავლის გაგრძელებას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას.  პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც  რეალურ  ცხოვრებაში  მათ  გაიაზრონ და თავი იგრძნონ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.

პროექტის აღწერა და განხორციელება :
თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა;
პრობლემის შესწავლა და კვლევითი დავალებები (თემატური პრეზენტაციები);
ანკეტირება;
ევროპული გამოცდილების შესწავლა და შედარებითი ანალიზი (საქართველო-ევროკავშირი);
ფილმების ჩვენება-დისკუსია;
სიმულაციები (იმიტურებული სასწავლო პროცესი).
ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტების )  და გავრცელება თემში;

  





     მოსალოდნელი შედეგილი:
  მეტი ინფორმირებულობა ცნობიერების ამაღლება;პრობლემის არსის ადეკვატური შეფასება-გააზრება;
პრევენციული მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობა;
ევროპული გამოცდილების გაცნობა.


         პროექტის ბენეფიციარები:  
      სკოლის მოსწავლეები ( 30 მოსწავლე),მშობლები,მასწავლებლები, თვითმმართველობის მოსწავლეები ან მოსწავლეთა კლუბი, ადგილობრივი სტუდენტები,თემი.

          პროექტის რისკები: 

   პროექტის განხორციელებისას  დროს ქაოსური
სამიზნე ჯგუფი:
IX-X-XI  კლასის მოსწავლეები

       პროექტის რესურსები:
პროექტორი,კომპიუტერი,აუდიო მოწყობილება,ფლივჩარტები,საღებავები,,მუყაოს ყუთები, ინტერნეტი,პრინტერია, ადამიანური რესურსები  და  სხვა .



პროექტის  სახელწოდება:  ნაადრევი ქორწინება - ძალადობა ბედნიერების სახელით
                                                     
                                                             რეფლექსია

       პროექტი - ძალადობა ბედნიერების სახელითქსნის საჯ არო სკოლაში განხორციელდა 18-23 თებერვალს.  მასში ჩაერთო სკოლიის საბაზო და საშუალო  
საფეხურის 30 მოსწავლე,მშობლები,პედაგოგები.
    პროექტი აქტუალური იყო, რადგანაც  მოზარდებში დაბალი იყო  ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერება და საჭიროებდა  ამაღლებას. პროექტის მიზნიდან გამომდინარე მოსწავლეებმა  გაიაზრეს   პრობლემის არსი,გაეცნონ კონკრეტული  სიტუაციებს  ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით , ყურადღებით შეაფასეს  უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახეს მოზარდის პიროვნული განვითარება. პროექტი მნიშვნელოვანი იყო   მოსწავლეებისთვის,  რომლებიც  ვერ აცნობიერებდნენ ნაადრევი ქორწინების რისკებს, რომელიც ცვლის როგორც თავად მოზარდებს, ასევე მათი ახლობლების ცხოვრებას. მოზარდების უმრავლესობას, რომლებსაც  ადრეულ ასაკში ქორწინდება უქმნის  ჯანმრთელობის პრობლემებს ,აგრეთვე  ვეღარ ახერხებს სწავლის გაგრძელებას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას.
    პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
 პირველ ეტაპზე  შევქმენი თემატური სამუშაო ჯგუფი. შევისწავლეთ პრობლემები  და კვლევითი დავალებები (თემატური პრეზენტაციები);ანკეტირება ჩავატარეთ მოზარდებთან; გავეცანით  ევროპული გამოცდილებას ,გავაანალიზეთ და შევადარეთ საქართველოს. შემდეგ მოვაწყეთ ფილმების ჩვენება-დისკუსია; სიმულაციური თამაშები. იმიტურებული სასწავლო პროცესი).და ბოლოს, მოძიებული მასალით შევქმებით ბუკლეტები  და გავავრცელეთ თემში;
    პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები. 
პროექტი ყველაზე წარმატებული იყო სიმულაციური თამაშების დროს,ავრეთვე ფილმის ,,გრძელი ნათელი დღეების“- განხილვისას წამოჭრილ დისკუსიის დროს. პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოთ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.








 პრობლემა თემა: თვითმმართველობის გაძლერება სკოლაში. მიუხედავად იმასა, რომ სამოქალაქო განათლების სწავლების როლი ფართოდ არის გაზრდილი ჩვენს საგანმანათლებლო სფეროში,ხშირად სკოლაში და თემში არსებობს სამოქალაქო ცნობიერების დეფიციტი და საჭიროა ადექვატური გარემო,ხელშეწყობა მოსწავლეთა თვითმმართველობის გასაძლიერებლად.რაც საფუძველს შეუქმნის სკოლებში გაიზარდოს თავისუფლების ხარისხი ,მოსწავლეებმა გამოთქვან საკუთარი მოსაზრება და მოხდეს სკოლების დემოკრატიზაცია. საჭიროა იმ ღონისძიებების დაგეგმა და განხორციელება, რომელიც სამოქალაქო ცნობიერებას აამაღლებს და ხელს შეუწყობს აქტიურ,კანონმორჩილ მოქალაქისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. ამისათვის საჭიროა სამოქალაქო კლუბის ოთახი მოწყობა,რომელიც საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს, ამასთან გვჭირდება დამატებითი ინვენტარი, რომ კლუბის ტექნიკა მოხერხებულად განთავსდეს. მიზანი პროექტის მიზანია ქსნის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ოთახის მოწყობა და ახალი გარემოს გამოყენება იმ აქტივობებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში და თემში მოქალაქეობრივი შეგნებისა და აზროვნების განვითარებას,მოსწავლეები გაითავისებენ თვითმმართველობის რგოლის ფუნქციებს,მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს.აგრეთვე კარგ მეგზურობას გაგვიწევს დამხმარე სახელმძღვანელო ,,მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“. პროექტის განხორციელება მოსწავლეებს შესძენს დემოკრატიულ მოქალაქისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. პროექტის მოკლე აღწერა სამოქალაქო კლუბი ‘’ გეორგიანა „– არც თუ დიდი ხანია ჩამოყალიბდა, მოსწავლეები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი. გვაქვს გარკვეული შედეგებიც, მაგრამ სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალი რჩება სკოლაშიც და თემშიც. საზოგადოებისთვის პრობლემური და აქტუალური საკითხების საჯარო განხილვა (დებატები, დისკუსია,კონფერენციები,კვლევები ), არც თუ პოპულარული და მიღებული ფორმებია საზოგადოებისათვის; პედაგოგები, მშობლები და თემის მოსახლეობა ნაკლებად არიან ჩართულნი სასკოლო თუ სასოფლო ცხოვრებაში, რადგან ამგვარ საქმიანობას მეორე ხარისხოვნად მიიჩნევენ. სკოლებში სამოქალაქო განათლების საგანი ერთ-ერთი საშუალებაა , რომ მოსწავლე ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ და აქტიურ მოქალაქედ, საგნის მეშვეობით მოსწავლეები ეცნობიან საკუთარ უფლება-მოვალეობებს, უყალიბდებათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში ჩართვის უნარი.სამოქალაქო კლუბი საუკეთესო საშუალება ინოვაციების დანერგვის, მოტივაციის ამაღლების, მეზობელი სკოლების დამეგობრების, მშობელთა და სოფლის ახალგაზრდობის ჩართულობისათვის. კონკურსის შედეგად მივიღეთ ტექნინკის სრული კომპლექტი, მაგრამ გვჭირდება ზოგიერთი რამ, რა უფრო ხელსაყრელ გარემოს შეგვიქმნის შემდგომი აქტივობისათვის. ამისათვის საჭიროა კლუბისათვის სკოლის მიერ გამოყოფილ ოთახში შეიქმნას სამუშაო და წამახალისებელი გარემო, სადაც დაიგეგმება და ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და შეხვედრები. მოსწავლეებს მეტ სტიმულს მისცემს სხვადასხვა აქტივობების დროს მაისურები,რომელსაც ექნება გამოსახული კლუბის სახელწოდება და ლოგო,რაც განასხვავებს სხვა მოსწავლეებისაგან და მათაც გაუჩნდებად მოტივაცია მიბაძონ და ჩაერთონ სხვადასხვა სასკოლო თუ სათემო აქტივობებში. პროექტის დაფინანსების შემთხვევაში სამოქალაქო კლუბში მოვაწყობთ შეხვედრას მშობლებთან, მოსწავლეებთან , სოფლის ახალგაზრდობასთან,მეზობელ სკოლებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან,არასამთვრობო ორგანიზაციასთან. განხორციელების გზები: 1. სამოქალაქო კლუბის ოთახის კოსმეტიკური რემონტი. 2. საოფისე ინვენტარით და საკანცელარიო ნივთებით აღჭურვა. 3. კლუბის წევრთათვის მაისურების შეძენა, რომელზედაც აღბეჭდილი იქნება ჩვენი კლუბის დასახელება და ლოგო. ამით მოვახდენთ ჩვენი სამოქალაქო კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას სკოლაში და თემში. 4. ჩავატარებთ სკოლაში გამოკითხვას ,, რას ფიქრობენ მოსწავლეთა თვითმმართველობაზე“. 5. ტრენინგი მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერების თემაზე. მოვიწვევთ მეზობელ სკოლას. 6. მოვაწყობთ ,, მრგვალი მაგიდა“-ს თემაზე : ,, ადამიანის უფლებები . ‘’ მოვიწვევთ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. 7. ჩავატარებთ კონფერენციას ,,მოსწავლეთ უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.“ 8. მოსწავლეთა ინიციატივით გამოვაცხადებთ აქციას ,, ერთი კარტოფილი ‘’,დაევალებათ მოსწავლეებს შეაგროვონ ერთი კარტოფილი და შეგროვილ პროდუქტს დავურიგებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ტრანსპორტირებისათვის მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას. 9.პროექტის დასასრულს მოვაწყობთ პრეზენტაციას, სადაც მოვიწვევთ ადგილობრივ თვითმმართველობას და პარტნიორ ორგანიზაციებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს მეზობელი სკოლებიდან, მედიას. მდგრადობა პროექტის დასრულების შემდეგ სამოქალაქო კლუბს ექნება განახლებული ოთახი , კლუბის წევრები ახალ გარემოსა და ინვენტარს შემდგომი მუშაობისათვის გამოიყენებენ. ეს შენაძენი მათთვის იქნება წამახალისებელი და დამატებითი სტიმული. იგი ხელს შეუწყობს მათ შესაძლებლობების გამოვლენაში, განუვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ,გაძლიერებული მოსწავლეთა თვითმმართველობა ისწავლის და გამოუმუშავდებათ გადაწყვეტილების მიღების უნარი . ეს პროექტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო კულტურის განვითარებას, გაძლიერდება მოსწავლეთა თვითმმართველობაც . ამ პროექტის შესრულებისას განვითარდება მოსწავლეთა საკომუნიკაციო - სოციალური უნარები,ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის უნარი,. კლუბის საქმიანობით სკოლასა და თემს შორის , მშობლებს შორის ჩამოყალიბდება თანამშრომლობა სამოქალაქო აქტივობებში. რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლებას.





გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამისთვის


1.   ზოგადი ინფორმაცია პროექტისა და მისი წარმომდგენის შესახებ

პროექტის წარმომდგენი იურიდიული პირის სახელწოდება (სრული, იურიდიული)

სსიპ. მცხეთის მუნიციპალიტეტი  ქსნის საჯარო სკოლა

პროექტის წარმომდგენი იურიდიული პირის მისამართი
იურიდიული
ფაქტობრივი
სსიპ. მცხეთის მუნიციპალიტეტი  ქსნის საჯარო სკოლა

პროექტის წარმომდგენი იურიდიული პირის ტელეფონი
სსიპ. მცხეთის მუნიციპალიტეტი  ქსნის საჯარო სკოლა
 
პროექტის წარმომდგენი იურიდიული პირის ელ-ფოსტა (მოქმედი)
qsanidodo@gmail.com
განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირი და
მისი საკონტაქტო ინფორმაცია
სახელი, გვარი
თამარ  კასრაძე
პირადი ნომერი

ტელეფონი

577625790
პროექტის სახელწოდება
ჯანსაღი  მომავლისაკენ !!!





პროექტის ჯამური ბიუჯეტი



___________ ლარი
მათ შორის ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტროს-
გან მოთხოვნილი თანხა


___3400________ ლარი

თანადაფინანსების (მისი არსებობის შემთხვევაში) თანხა


_____ ლარი
2.     ინფორმაცია პროექტის  შესახებ

პროექტის სახელწოდება:   ჯანსაღი  მომავლისაკენ!!!

პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა:
        
      01.05.2015წ. – 15.06.2015წ.
       20.09.2015წ. – 25.010.2015წელი.
 

პროექტის ბენეფიციარები:

 სკოლის  მოსწავლეები  -   200.
პედაგოგები
მეზობელი სკოლის მოსწავლეები.
 დაწყებითი,საბაზო  საშუალო საფეხური.




 პროექტის მოკლე ანოტაცია:
მავნე ჩვევების  გაანალიზება და მათი პრევენცია  ჯანსაღი ცხოვრების წესით,კერძოთ  კი სპორტული თამაშებით.


არსებული სიტუაციის ანალიზი/პრობლემის იდენტიფიცირება:
       დღეს ჩვენს სოფელში ბევრი ადამიანი მავნე ჩვევების დიდ ზეგავლენას   განიცდის. უმრავლესობა ახალგაზრდებისა იზრდება ისეთ გარემოში, სადაც მავნე ჩვევები (ალკოჰოლი, თამბაქო, აზარტული  თამაშები...) ცხოვრების ნორმალურ წესად მიიჩნევა.   სამწუხაროდახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ ასეთი ქმედების საშიშროებას, რადგან მათ არა აქვთ სრულყოფილი ინფორმაცი          მავნე- ჩვევების  მავნებლობაზე.         არასწორმა ფიზიკურმა და სულიერმა აღზრდამ კი შეიძლება მოზარდებს უბიძგოსმავნე ჩვევებისაკენ“. ადამიანი რომ ჯანმრთელი იყოს  უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახე და აქედან გამომდინარეთავისუფალი დრო დაუთმოს სპორტს. საამისოდ საჭიროა  შესაბამისი გარემო და სპორტული ინვენტარი.ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.


 

პროექტის მიზანი ამოცანები: 
   
    პროექტის მიზანია მოხდეს ახალგაზრდების ინფორმირება  ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე. ახალგაზრდებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ მავნე ჩვევების სავალალო  შედეგები, ისწავლონ დროის  სწორი ორგანიზება, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი. სპორტული შეჯიბრებების და ამ თემასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებით,  ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას და თავისუფალი დროის სწორად  ორგანიზებას.

პროექტის ამოცანები:

       პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მოხდება  ჩვენი სკოლის სპორტული მოედნის შეკეთება,სადაც მოზარდები და თემის ახალგაზრდობა სპორტული აქტივობებით დაკავდებია ,მოეწყობა სპორტული თამაშები
( ფრენბურთში,ფეხბურთში, კალათბურთში, მხიარული სტარტებში და ა.შ) ,აგრეთვე მოვიწვევთ ახლო მახლო მეზობელ სოფლების ახალგაზრდებს სპორტულ თამაშებზე. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩავატერებთ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს.



მოსალოდნელი შედეგები:

            პროექტის დაფინანსების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მიიღებენ   ინფორმაციას მავნე ჩვევების შესახებ.   ისწავლიან თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას. მიიღებენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების  დაგეგმვისა  და განხორციელების გამოცდილებას.      პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში. მოწყობილი გარემო და სპორტული ინვენტარი შემდგომ პერიოდშიც იქნება გამოყენებული.



დაგეგმილი აქტივობების დეტალური აღწერა:

1.   სემინარი თემაზეალკოჰოლიზმი და მისი გვერდითი მოვლენები.  (სემინარს ჩაატარებს  ექიმი ფსიქოლოგი)
2.        შეხვედრა საპატრულო სამსახურის თანამშრომელთან. (მოწვეული საპატრულო სამსახურის თანამშრომელი)
3. შეხვედრა მოძღვართან.
4.          კონფერენცია  თემაზე : „ როგორ აღმოვფხვრათ მავნე ჩვევები“.
5         . სასკოლო და მეზობელი სკოლების   სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები.   
6.        დებატები თემაზე ,,აზარტული თამაშები გართობა თუ _დანაშაული.
7.     საიფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება




პროექტის მდგრადობა:
    ჩვენს პროექტის ,, ჯანსაღი მომავლისაკენ“  განხორციელებისას შეიქმნება წამახალისებელი გარემო,სადაც მოზარდები დაკავდებიან სპორტით,  სპორტული თამაშები ხელს შუწყობს ჩვენი სკოლის და არა მარტო ჩვენი სკოლის ,არამედ მეზობელი სკოლების   ურთიერთ დამეგობრებას, ისწავლიან დროის სწორად დაგეგმვას და ორგანიზებას, მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება,რადგანაც ცხოვრების ჯანსაღი წესის არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი..
აქტივობების ვადები:

აქტივობის დასახელება
I თვე
II თვე
I კვირა
II კვირა
III კვირა
IV კვირა
I კვირა
II კვირა
III კვირა
IV კვირა
 .   სემინარი თემაზეალკოჰოლიზმი და მისი გვერდითი მოვლენები.  (სემინარს ჩაატარებს  ექიმი ფსიქოლოგი)
 +
 +









  პერიოდული შეხვედრა საპატრულო სამსახურის თანამშრომელთან.  (მოწვეული საპატრულო სამსახურის თანამშრომელი)

 +
 +





. შეხვედრა მოძღვართან




 +
 +


საssსამშენებლო სამუშაოები





+
+
+
 . სასკოლო სპორტული შეჯიბრებები  კლასებს შორის.   






 +
 +

კონფერენცია  თემაზე :
როგორ აღმოვფხვრათ მავნე ჩვევები“.




  +
  +



აქტივობის დასახელება
III  თვე
VI თვე
და ა.შ.
I კვირა
II კვირა
III კვირა
IV კვირა
I კვირა
II კვირა
III კვირა
I კვირა
I           კვირა
  . სასკოლო სპორტული შეჯიბრებები  კლასებს შორის.   
 +
 +







  .  სპორტული შეჯიბრებები  მეზობელ სკოლებს შორის.   


 +
 +





 დებატები თემაზე ,,აზარტული თამაშები გართობა თუ _დანაშაული.
7.    




  +




 საიფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება





  +














მონიტორინგი და შეფასება

N
ამოცანები
ინდიკატორი
გადამოწმების წყაროები (სად და რა დოკუმენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი ამოცანის შესრულების გადამოწმება)
1
შეფასდება დროის ლიმიტი
რამდენად ზუსტად არის პროექტი დროში გაწერილი.
სკოლის    სამეურვეო საბჭო
ოქმის მეშვეობით.
2
  ბიუჯეტის  ფინანსების გადახედვა
რამდენად მიზან მიმართულად  არის პროექტის  ბიუჯეტი  გაწერილი.
სკოლის    სამეურვეო საბჭო
ოქმის მეშვეობით.
სკოლის დირექცია ოქმის მეშვეობით.


3




და. ა.შ.






ბიუჯეტი

ჯამური ბიუჯეტი
(თანხა მიუთითეთ ლარებში)



ხარჯვის სახეობა
სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა
ორგანიზაციის წვლილი
სხვა ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი/ გარანტირებული თანხა


ჯამური
თანხა

კომენტარი
/განმარტება
1.    
3400 ლ




2.    





და ა.შ.





























სულ
(თანხის ჯამური ოდენობა)

3400 ლ


3400 ლ



დეტალური ბიუჯეტი
(თანხა მიუთითეთ ლარებში)



ხარჯვის სახეობა

ერთეული

ერთეულების რაოდენობა

ერთეულის ფასი ლარში
სულ
(თანხის ჯამური ოდენობა)

სამინისტროსგან მოთხოვნილი
თანადაფინანსების ოდენობა
1.    






სამშენებლო ბეტონი
.კვ

16

3000 ლარი



1.2.
საღებავები

ყუთი

4

15 ლარი

60 ლარი



კალათბურთის  ბადეები

ცალი
2

20 ლარი

40 ლარი









2.    






2.1.საკანცელარიო მასალა
ცალი


100ლარი


2.2.სპორტული ინვენტარი



200 ლარი


2.3













და ა.შ.














მთლიანი ბიუჯეტი---3400--------------------- ლარი











3.   ინფორმაცია განმცხადებლის (პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის) გამოცდილების შესახებ

ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები/აქტივობები:

პროექტის სახელწოდება
პროექტის მიზანი
დაფინანსების წყარო
დაფინანსების ოდენობა
ჯანსაღი მომავლისაკენ!
    მოხდეს
მავნე ჩვევების  გაანალიზება და მათი პრევენცია  ჯანსაღი ცხოვრების წესით,კერძოთ  კი სპორტული თამაშებით.

განათლებისა
და მეცნიერების  სამინისტრო
3400 ლარი





განმცხადებლის (პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი

სახელი, გვარი
წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განსაზღვრული ფუნქციების დეტალური აღწერა
განათლება /სპეციალობა

სამუშაო გამოცდილება (თარიღების მითითებით)
წელი
აკადემიური ხარისხი

პროექტის ხელმძღვანელი
2007          ბაკალავრი



ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტერი  ჰუმანიტარული მეცნიერება.
 ქსნის საჯარო სკოლა     
ისტორიის პედაგოგი                2008წ.

2.ისტორია, სამოქალაქო თავდაცვა             2009


3.ისტორია, სამოქ. თავდაცვა, სამოქ. განათლება                2010


4.ისტორია, სამოქ. თავდაცვა, სამოქ. განათლება                2011

5.             ქსნის საჯარო სკოლა                ისტორია, სამოქ. თავდაცვა, სამოქ. განათლება                2012
6.ისტორია, სამოქ. თავდაცვა, სამოქ. განათლება           
2013 წ.

7.ქსნის საჯარო სკოლა
სპეც.პედაგოგიისტორია, სამოქ. განათლება           
 2014წ.
         


                                                 პროექტი ,, მასწავლებელი მეგზური- ევროპისკენ"



სახელი -თამარ
გვარი-კასრაძე
მობილურის ნომერი: 577 62 57 90 
ელ-ფოსტა tamkasradze@gmail.com.
 პირადი ნომერი    
 რაიონი                   მცხეთა
 სკოლა   ქსნის საჯარო   
კლასი (კლასები)               I X-X
 საგანი                 სამოქალაქო განათლება ,სპეც.პედაგოგი
პროექტის მონაწილე პედაგოგები  :
სახელი -      სოფიო                                                                           სახელი - ნანა
გვარი-   მირესაშვილი                                                                      გვარი- ქუმსიაშვილი
კლასი   I-X -ჩთ.კლასი- V                                                               საგანი- ქართული ენა და ლიტერატურა
სკოლა-   ქსნის საჯარო
საგანი -    ხელოვნება                                                                              

სახელი      გვარი : ნუგზარ   მწელიშვილი
კლასი -  I-VII-ჩთ.
სკოლა -  ქსნის  საჯარო
  დრამ. წრის ხელმძღვანელი.

       მცხეთის   მუნიციპალიტეტის:  ციხისძირის,ძველი ქანდის,  საგურამოს; თიანეთის- ახალსოფლის;  დუშეთის მუნიციპალიტეტის-  ბულაჩაური;   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის- ქვემო  აკეთის; ქარელის  მუნიციპალიტეტის-  სოფ . მოხისის  სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
 პროექტის  სახელწოდება:,,  გზა ევროპის დიდ სამყროში ‘

პროექტის  მიზნები   და    მოსალოდნელი    შედეგები:

 პროექტის მიზანია მოსწავლეებში გაიზარდოს  სამოქალაქო ცნობიერება ევროპული ღირებულებების შესახებ,  ჩამოუყალიბდეთ სწორი ხედვები  საქართველოსა  და ევროპული   ინტეგრაციის პროცესის მიმართ,ასევე მიიღონ  მეტი  ინფორმაცია ევროპის   როლზე ,რათა დაიმსხვრეს     საზოგადოებაში     არსებული    მითები ამ  საკითხთან  დაკავშირებით.   მათ  თანატოლებს    ჩამოუყალიბდეთ    რეალური მიზანი ევროკავშირის    მიმართ. მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ   ადამიანის ღირსების , პატივისცემის,თავისუფლების,თანასწორობის,სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების ,მათ შორის ეთნიკური  უმცირესობების ,უფლებების დაცვის, შემწყნარებლობის,დისკრიმინაციის დაუშვებლობის, პლურალიზმის, მომხმარებლის უფლებების ,სამართლიანობის განცდა და უნარ-ჩვევები.

პროექტის მნიშვნელობა :
პროექტი მნიშვნელოვანია ჩემი სკოლის მოსწავლეებისათვის და თემისათვის.   ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ  ქსნის საჯარო სკოლაში სწავლობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები (აზერბაიჯანელები ),რომელთაც აქვთ განსხვავებული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, აქვთ სამოქალაქო ცნობიერების დაბალი დონე ,შესაბამისად ,საჭიროა მოსწავლეთა ჩართულობა,აქტიურობა, ევროპულ ღირებულებებზე  და მიდგომებზე ყურადღების გამახვილება, რადგანაც  რეალურ  ცხოვრებაში  მათ თავი იგრძნონ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. საჭიროა აქცენტის გაკეთება იმ ღირებულებებზე ,როგორებიცაა:    ტოლერანტობა,ქალთა მიმართ ძალადობა,ბავშვთა უფლებები,კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარება . პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.

პროექტის აღწერა და განხორციელება :
პროექტი ხორციელდება 2015 წლიდან - 2017 წლის მაისის დასაწყისის ჩათვლით, მოსწავლეებს აქვთ სხვადასხვა  ფუნქციები განაწილებული.
 ქალთა ძალადობაზე        ქსნის     საჯარო   სკოლაში   ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე  : " შეაჩერე    ძალადობა",სადაც    მონაწილეობა   მიიღეს : ქსნის,ციხისძირის,ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.  აღნიშნულ სკოლებში სწავლობენ ეთნიკური უმცირესობები (ასირიელები და აზერბაიჯანელები). აგრეთვე , კონფერენციაში     ჩაერთნენ    და მოხსენება გააკეთეს ევროკავშირის    წარმომადგენლებმა , მცხეთის სადამკვირვებლო მისიისა  და   ძალადობისაგან   დაცვის ეროვნული   ქსელის  მცხეთა-მთიანეთის  კომიტეტის წარმომადგენლებმა.აღნიშნული სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლად  დაამუშავეს  თემები    ოჯახურ ,ფსიქოლოგიურ,   და   ბავშვთა   ძალადობაზე და წარმოადგინეს   პრეზენტაციების   სახით.
    ჩემი ინიციატივით  სკოლაში  სტუმრად მოვიწვიეთ  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა  მცხეთა- მთიანეთის ფორუმის თავმჯდომარე და პროექტის ,,მოდი გავიცნოთ ევროპას’’  წარმომადგენლები,რომლებმაც   ისაუბრეს   თემაზე:,,ერთად   შევეგებოთ   ევროპას."
     ადამიანთა უფლებათა  დაცვის საყოველთაო  დეკლარაციის  დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ევროკავშირის წევრები ,მოვაწყეთ ასფალტზე ხატვა.  სტუმრებმა   ისაუბრეს    ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისა და მათი  აღმოფხვრის  გზების შესახებ. კერძოდ, ბულინგისა   და    ოჯახური ძალადობაზე.
   საინტერესოდ   წარიმართა  სკოლაში  ჩატარებული   ღონისძიება  ,  თემატიკა მოიცავდა ბავშვთა უფლებს და მხიარული სტარტებს,  სადაც   სტუმრად    მყოფი     ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები  ,რომლებიც  ჩაერთნენ მხიარულ სტარტებში და  დადებითი   განწყობა   გამოხატეს   აღნიშნულის  მიმართ.
    ჩავატარე   ღია   გაკვეთილი    სამოქალაქო    განათლებაში ( IX კლ) თემაზე: ,, სკოლაბულინგი ". განხილული  იყო   სკოლა,როგორც   საზოგადოებრივი    მოდელი.  (თემა: ირღვევა    თუ   არა    სკოლაში    მოსწავლეთა    შორის     უფლებები) . მოსწავლეებმა  დაამზადეს    პლაკატი,  ასევე   საინტერესოდ    წარიმართა   დისკუსია   ამ  საკითხზე.
     მნიშვნელოვანი   აღმოჩნდა  2016  წლის  7 მარტს    ჩატარებული     კონფერენცია: ,, განათლება   ყველას-ინკლუზიური განათლების არსი" ,რაშიც   მონაწილეობა   მიიღეს  IX- X   კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა. კონფერენციაზე   განხილული   იყო  უძველესი პერიოდიდან   დღემდე   მოყოლებული  მიდგომები განსაკუთრებული  საჭიროების მქონე პირთა  და შშმ  ადამიანების    მიმართ ,როგორ    საზოგადოებისგან  გარიყულნი ,დისკრიმინირებულნი ,იზოლირებულნი  და ა.შ.   აქცენტი   იყო   გამახვილებული  დღევანდელ    მიდგომებზე,რასაც   ხელს  უწყობს ევროკავშირი, სადაც   თითოეული ადამიანის უფლებაა დაცული,   განურჩევლად მისი განსხვავებებისა . მოსწავლეები  საუბრობდნენ , თუ    როგორ,  რა  ფორმებით    ხდება  ამ ადამიანების ჩართვა   საზოგადოებაში,ინკლუზიური  განათლების   არსზე  და   მიდგომებზე. კონფერენციის  ბოლოს     ჩატარდა    დისკუსია   და   ფლაერების   განხილვა.
   თანაგრძნობის ,ურთიერთპატივისცემის  მიზნით   ჩემი ინიციატივით    სკოლაში   ჩატარდა     აქცია.   შეგროვდატანსაცმელი,სათამაშოები,ტკბილეული და   1 აპრილს ვესტუმრეთ ძეგვის ბავშვთა სახლს.  მონაწილეობდნენ   :  IX- X  კლასის მოსწავლეები და  სკოლასთან    არსებული    დრამატული   წრის    წევრები. .პატარა    მსახიობებმა    წარმოადგინეს   რამდენიმე    სპექტაკლი..
    იმავე   წლის    აპრილში, ცნობიერების გაზრდის მიზნით,  დედამიწის   დღესთან   დაკავშირებით,   ჩავატარეთ   კვირეული.    განხორციელდა    სხვადასხვა  სახის   ღონისძიებები:
კვირეულის     ფარგლებში (18 .04.16 წ.)  მოსწავლეებმა   ნახეს   რეჟისორ ანარ  ტუსბერტრანდის   ფილმი ,, სახლი''.   ფილმში   გადმოცემულია   დედამიწის   ულამაზესი   ადგილები, რომლებსაც   განადგურება   ემუქრება. ჩვენებას   ესწრებოდნენ VIII -IX-X კლასის  მოსწავლეები   და   პედაგოგები.  ფილმის ჩვენების ბოლოს გაიმართა  დისკუსია : ,, რა გამოწვევების წინაშე დგას დედამიწა ?  ‘’ , ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის როლზე ,თუ რა გარემოს დაცვით პრობლემებთან  უხდება    გამკლავება და რეგულაციების დაწესება /განხორციელება.
       კვირეულის    ფარგლებში (19.04.16 წ.)  მოეწყო    ნახატების   კონკურსი. დაწყებითი   კლასის   მოსწავლეება   იმუშავეს     თემაზე:  ,,დედამიწა   ჩვენი   სახლია",შესაბამისად    გამოვლინდნენ    გამარჯვებულები     და     დაჯილდოვდნენ    სიგელებით.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო კონფერენცია ,დასუფთავების აქცია და ასფალტზე ხატვა.
    აპრილშივე  მოვაწყეთ  სლოგანების კონკურსი:   ,, მე ევროპელი მოქალაქე ‘’ და  ,,ნაბიჯი თანადგომისკენ’’ .    კონკურსში   მონაწილეობდნენ    მოსწავლეები   VII  კლასიდან- X კლასის ჩათვლით.გამარჯვებული     დასაჩუქრდა  აიპედით.
    მაისის ბოლოს,   მომხმარებელთა უფლებების  ცნობიერების ამაღლების და დაცვის მიზნით,    შევქმენით ვიდეორგოლი:   ,,ევროპა ჩემს ობიექტივში’’,რამაც    წარმატება მოიპოვა და განათლების სამინისტრომ მონაწილეები ინგლისურენოვანი ბანაკში   გაგზავნა   დასასვენებლად.
 ბავშვთა   დაცვის   დღესთან   დაკავშირებით,   სკოლის  სპორტულ მოედანზე   არსებულ   ბანერებზე   ხელოვნების პედაგოგთან ერთად შევქმენით ნახატების  კუთხე .  ნამუშევრები  მოსწავლეებს   შეახსენებს   საკუთარ   უფლებებს , გაზრდის მოსწავლეებში ცნობიერების,    ტოლერანტობის , ერთიანობის , საკუთარი უფლებების დაცვასა    და  ერთმანეთის   პატივისცემის   განცდას.
       1 ივნისს ავღნიშნეთ ბავშვთა დაცვის  საერთაშორისო    დღე.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.   ისაუბრეს როგორც  ბავშვთა უფლებების,  ზოგადად,   ადამიანთა  უფლებების შესახებ.   წარმოადგინეს ადგილები   ბავშვთა კონვენციიდან.  სკოლის დრამ. წრის მოწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი.ღონისძიებაზე სტუმრად მოვიწვიეთ სააქციო საზოგადოებას,,მინას“ დირექტორი და ადმინისტრაციის წევრები,რომელთაც მოსწავლეებს სიმბოლურად გადასცეს  საზაფხულო კეპები.
      მცხეთა-მთიანეთის რეგიონის  სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან   წარვადგინე   მოხსენება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებათა კონვენციის შესახებ.  მოხსენების  მთავარ   საკითხად გამოკვეთილი  იყო   შშმ ადამიანთა დასაქმების   ,განათლებისა  და მათ  სოციალური მიდგომები.
    ზაფხულის  განმავლობაში, კულტურის   ცენტრთან    არსებულ   დარბაზში  ,ვაწყობდით  მხატრული ფილმების ჩვენებას,   ბოლოს    კი  იმართებოდა    საინტერესო  დისკუსიები ადამიანის ღირებულებების  შესახებ(მაგ. ფილმები ,,ორნი ქალაქში’’, ,,მოსამსახურე’’ და სხვა.)
    მოსწავლეებში  დემოკრატიისა  და  სამართლიანობის განცდის მიზნით,20 ოქტომბერს,   სკოლაში ჩავატარეთ სამოქალაქო   კლუბ,,გეორგიანას’’ ლიდერის არჩევნები მოსწავლეებმა  გამჭვირვალედ , ფარული კენჭისყრით გამოავლინეს კლუბის ლიდერი.
      ტოლერანტობის   საერთაშორისო   დღესთან (16 ნოემბერი)    დაკავშირებით,  ჩემი და სამოქალაქო  კლუბ ,, გეორგიანას " ინიციატივით,  სკოლებს სამოქალაქო   კლუბებს    შევთავაზე  ინტერნეტ - გამოწვევა     სლოგანის ,  ფოტო/ვიდეო  რგოლის      ან  ნახატების   შექმნისაკენ    თემაზე:     ,, ჩვენი   თვალით    დანახული   ტოლერანტობა" .
   ნამუშევრები   გამოქვეყნდა   ინტერნეტ  საიტზე,    სპეციალურად     შექმნილ   გვერდზე:    ,,ტოლერანტობის   საერთაშორისო  დღე - ,,მოექეცი   სხვას   ისე, როგორც  გინდა, რომ მოგექცნენ   შენ".(ლინკი იხილეთ პრეზენტაციის სლაიდში(სლოდანები,ვიდეორგოლები,ფოტო-მასალა)
ინიციატივას  მხარი დაუჭირეს და გამოგვეხმაურნენ სამოქალაქო  ‘კლუბები,სკოლები :  სსიპ .  ქარელის    მუნიციპალიტეტის    სოფელ    მოხისის,     სსიპ.    ლანჩხუთის   მუნიციპალიტეტის    სოფელ   ქვემოაკეთის ,   მცხეთის   მუნიციპალიტეტის სოფელ    საგურამოსა   და  ციხისძირის ,სსიპ.  თიანეთის   მუნიციპალიტეტის   სოფელ   ახალსოფლის,   ,დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის  საჯარო   სკოლები.  ასევე    ქსნის   საჯარო   სკოლის V კლასისი დამრიგებელი  ნანა   ქუმსიაშვილი  ,მოსწავლეები და კლუბის წევრები .
      აღნიშნულ   თარიღთან   დაკავშირებით   სკოლაში   მოვაწყეთ   ლიბანელი   რეჟისორის   ნადინელაბაკის   მხატრული   ფილმის ,, ახლა  საით   წავიდეთ ?! " ჩვენება   და   განხილვა . IX-X კლასის   მოსწავლეები   საინტერესოდ   გამოხატავდნენ   საკუთარ   მოსაზრებებს.    საუბრობდნენ ფილმში ასახულ  კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა  და  ამ  პრობლემაში    ქალთა ჩართულობაზე .  გააცნობიერეს ,რომ  სხვადასხვა რელიგიის   წარმომადგენლობისა   თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად,   ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია  .
       24 ნოემბერს,    მოსწავლეები  მასწავლებლებთან  ერთად,      ნატოსა   და   ევროკავშირის    საინფორმაციო   ცენტრში,    შეხვდნენ    ცენტრის   დირექტორის   მოადგილეს,   გიორგი    ფარეშიშვილს . შეხვედრაზე   საქართველოს   ევროპული   ინტეგრაციის    პროცესზე, მის   მნიშვნელობაზე, ასევე   ევროპული   ღირებულებების   როლზე    ისაუბრეს. შეხვედრა    კითხვა- პასუხის   რეჟიმში   გაგრძელდა.
      1 დეკემბერს,    შიდსთან   ბრძოლის    საერთაშორისო    დღესთან დაკავშირებით,                        X კლასის მოსწავლეებთან მოვაწყეთ   ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,, სტიგმას’’    ჩვენება და განხილვა . დისკუსის დროს  ყურადღება  გამახვილდა  საზოგადების  განსხვავებული ჯგუფების სტიგმატიზაციაზე .  მოსწავლეები  გამოთქვამდნენ  მოსაზრებებს, რომ  ასეთი ადამიანები  არ  უნდა   გრძნობდნენ   თავს  საზოგადოებისაგან   გარიყულად.
    2017   წლის  27 იანვარს,,საქართველოს   სტრატეგიული   კვლევებისა   დაგანვითარების   ცენტრისადა ,,ძალადობისაგან   დაცვის   ეროვნული    ქსელი   მცხეთა-მთიანეთის   კომიტეტის '' მხარდაჭერით
მისაქციელის   საჯარო   სკოლაში   ჩატარდა   ტრენინგი ,,მომხმარებლის   უფლებების'' შესახებ,რომელსაც   ესწრებოდნენ   სხვადასხვა   სკოლის    მოსწავლეები   და   პედაგოგებიმათ შორის    იყვნენ  ქსნის   საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.ტრენინგი   ითვალისწინებდა   ევროკავშირთან   ასოცირების              ხელშეკრულების  არსს  და   ზეგავლენას   მომხმარებლებზე, ცნობიერების   ამაღლებას   საზოგადოებაში ,მოსწავლეებში.
     ვიზალიბერალიზაციის   მიღებასთან    დაკავშირებით, ა.წ. 3 თებერვალს ,სკოლაში,   სამოქალაქო   განათლების   გაკვეთილზე  (X კლ)  მოვაწყეთ  პრეზენტაცია.   შეხვედრაზე   განვიხილეთ    ევროკავშირის ,ევროპული   ღირებულებებისა   და  შენგენის   ვიზებთან  დაკავშირებული  საინტერესო    საკითხები.
თებერვალშივე  მოვაწყეთ  ,,ევროპის კუთხე’’, ,შევქმენით,, ბუკლეტები’’ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით და დავარიგეთ: თემში,სკოლაში,მშობლებთან.შევქმენით კედლის გაზეთი ,, ევროპა -  მითები თუ რიალობა “ და გამოვაკარით მოსწავლეთათვის   თვალსაჩინო ადგილას.
      ტრენინგზე :,, მომხმარებლების უფლებების  შესახებ,,  მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას , შესაბამისად ,სკოლაში მოსწავლეებს   გადავცემთ ,15 მარტს,მომხმარებელთა საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით.  ჩავატარებთ  ტრენინგ-სემინარს: ,, ჩვენ ყველა მომხმარებლები ვართ“.
    21 მარტი  დაუნის   სინდრომის   საერთაშორისო   დღეა. ჩავატარებთ პრეზენტაციასა და ნახატების გამოფენას,რომელთა  მთავარი  მიზანი   იქნება  საზოგადოების  ცნობიერების  ამაღლება  და  დაუნის   სინდრომის  მქონე  ადამიანთა  უფლებების  გაცნობა -დაცვა.
  ევროპის დღეებთან დაკავშირებით სკოლაში მოვაწყობთ ასფალტზე ხატვას ,ნახატების გამოფენას,, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“  და   ჩავატარებთ  განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას.




შედეგების ანალიზი:
პროექტზე მუშაობის დროს მეტი ცოდნა შევიძინე ევროპის და ევროპული ღირებულებების ,მიდგომების შესახებ.საინტერესო იყო სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა და სხვადასხვა ადამიანების  ინფორმირება   და  მათი   ჩართულობა    პროექტში. ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით  350 ადამიანი იყო პერიოდულად.პროექტის განხორციელებამ მოტივაცია  გამიჩნდა კიდევ დავგეგმო მსგავსი ტიპის პროექტები და უფრო მეტი ადამიანი ჩავრთო პროცესში  და გავზარდო სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი სხვადასხვა კუთხით,რაც სამომავლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას.


პროექტის რესურსები:
პროექტორი,კომპიუტერი,აუდიო მოწყობილება,ფლივჩარტები,საღებავები,, ინტერნეტი,პრინტერია, ადამიანური რესურსები  და  სხვა .






No comments:

Post a Comment