ამ სავარჯიშოს ჩასატარებლად საჭიროა საკმარისი ფართობი.
ინსტრუქცია - ,,ძალიან გთხოვთ, სავარჯიშოს ჩატარების პროცესში ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან. კონტაქტი დავამყაროთ ბგერების მეშვეობით. ამ თამაშის დროს აქტიურად უნდა ვიმოძრაოთ - გავწიოთ სკამები, რომ საკმარისი ადგილი გვქონდეს. დაიწყეთ ოთახში სიარული ნებისმიერი მიმართულებით. უყურეთ იატაკს (30 წმ.).
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ძალიან მოხუცებულები ხართ, დაახლოებით 100 წლის. როცა თქვენნაირს შეხვდებით, შეხედეთ და ოდნავ დაუქნიეთ თავი (15 წმ.).
ახლა თქვენ უკვე 80 წლის ხართ. მიესალმეთ მათ, ვინც გვერდზე ჩაგივლით, აუწიეთ მარჯვენა ხელი (15 წმ.).
უკვე 70 წლის ხართ. ოდნავ გაიმართეთ, დაუქნიეთ თქვენნაირს მარცხენა ხელი (15 წმ.).
თქვენ ოდნავ გაახალგაზრდავდით, 60 წლის ხართ. დაუქნიეთ ორივე ხელი გამვლელებს (15 წმ.). ახლა 50 წლის ხართ. ყველა გამვლელს მეგობრულად ადებთ ხელს მხარზე, მხნედ დადიხართ (15 წმ.).
იმოძრავეთ, როგორც სიცოცხლით სავსე 40 წლის ახალგაზრდამ, შემოარტყით ხელი მხარზე შემხვედრს (15 წმ.). ახლა შეჩერდით და გაშეშდით (10 წმ.).
აი, თქვენ უკვე ,,ველური“ ასაკის - 20 წლისანი ხართ. დასდევთ ერთმანეთს, დახტიხართ (15 წმ.), შეჩერდით (10 წმ.). ამჯერად კი, თქვენ მოუთვინიერებელი მოზარდები ხართ. დაქრიხართ აქეთ-იქით. ჩქარა, უფრო ჩქარა, შეჩერდით! გაშეშდით! დახუჭეთ თვალები! რას გრძნობთ? ახლა გაახილეთ თვალები და დაბრუნდით წრეში“.
ამ სავარჯიშოში შემოთავაზებული ,,ასაკები“ პირობითია. პედაგოგს შეუძლია თვითონ აირჩიოს ნებისმიერი ,,ასაკი“ და მოძრაობები, ისეთი, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასეთი თამაშები, გარდა იმისა, რომ ,,გახურების“ პროცესს უწყობს ხელს, ასევე, ეხმარება მორიდებულ მონაწილეებს მუშაობის დაწყების წინ. ამგვარი თამაშის საშუალებით მათ შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა ისე, რომ არ მიიქციონ სხვისი ყურადღება და შევიდნენ კონტაქტში საკუთარ შინაგან ენერგიასთა
CASINO HOTEL-BARRE, MS | JMT Hub
ReplyDeleteJPT Hotel 상주 출장마사지 & Casino Hotel-BARRE is 속초 출장안마 a Casino in 부천 출장샵 Jean 천안 출장안마 County, Michigan 오산 출장마사지 located in Jean County, United States of America.