ინტერვიუ სამი ნაბიჯი - მასწავლებელი არჩევს თემას, საკითხს, აყალიბებს მიზანს და აცნობს კლასს. მოსწავლეებს ავალებს მოიფიქრონ სამ სამი კითხვა. მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად.; ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამკაციან ჯგუფებად/ტრიადებად და უხსნის მეთოდ
ის არსს – ინტერვიუ სამ წრედ მიმდინარეობს, მაშასადამე, ტრიადის თითოეული მოსწავლე გამოდის როგორც ინტერვიუერის, ასევე რესპონდენტისა და დამკვირვებლის როლში;
. პირველი ნაბიჯი – მოსწავლე A ინტერვიუს იღებს მოსწავლე B-სგან, ხოლო მოსწავლე C, როგორც დამკვირვებელი, აკეთებს ჩანაწერებს, ე.ი. ინიშნავს არსებითს ინტერვიუერისა და რესპონდენტის საუბრიდან;
. მეორე ნაბიჯი – მოსწავლე B ინტერვიუს იღებს მოსწავლე C-სგან, ხოლო მოსწავლე A, როგორც დამკვირვებელი, ინიშნავს ძირითადს;
. მესამე ნაბიჯი – მოსწავლე C ინტერვიუს იღებს მოსწავლე A-სგან, ხოლო მოსწავლე B, როგორც დამკვირვებელი, ინიშნავს ძირითადს.
. მესამე ნაბიჯი – მოსწავლე C ინტერვიუს იღებს მოსწავლე A-სგან, ხოლო მოსწავლე B, როგორც დამკვირვებელი, ინიშნავს ძირითადს.
თითოეული ინტერვიუსთვის განკუთვნილი დრო მასწავლებელმა/მოდერატორმა უნდა დაადგინოს. მაგ., 5 წუთი. მაშასადამე, სამივე ინტერვიუს ამ შემთხვევაში დაეთმობა 15 წუთი.
შემდეგ ორ-ორი სამკაციანი ჯგუფი გაერთიანდება ექვსკაციან ჯგუფად. ჯგუფის ექვსივე წევრი წინა ეტაპზე უკვე იყო დამკვირვებელი და აქვს ჩანაწერები. ამ ჩანაწერების გამოყენებით ექვსივე რიგრიგობით მოახსენებს დანარჩენებს თავისი ჩანიშნულიდან არსებითს. შემდეგ თითოეული ჯგუფი აჯამებს დამკვირვებლების ჩანაწერებს და აკეთებს პრეზენტაციას
მასწავლებელი ისმენს პრეზენტაციებს.
No comments:
Post a Comment