საგნობრივი პროგრამა : ”კინოხელოვნება”
მასწავლებელი : თამარ კასრაძე
კინოხელოვნების სწავლების მიზნებია:
ამ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იძენენ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს კინოხელოვნებაში, უვითარდებათ რეალურ სამყაროზე დაკვირვების, მოძრავი ვიზუალური სახეებით აზროვნების, მისი გრძნობადი აღქმისა და გააზრების უნარი; ეცნობიან კინოტექსტის სტრუქტურას და ელემენტების ფუნქციას .
უყურებენ და აანალიზებენ ქართული და უცხოური ფილმების ნიმუშებს ისტორიულ კონტექსტში. პრაქტიკულად გაივლიან კინოს შექმნის ყველა ეტაპს, რომლის დროსაც პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღებასთან ერთად უყალიბდებათ ადამიანებთან ურთიერთობის, განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობის მოსმენისა და გაგების უნარი.
კინოხელოვნების სწავლების
ამოცანებია:
ფასეულობები და დამოკიდებულებები :
· პატივისცემის გრძნობის განვითარება ეროვნული და მსოფლიო კულტურის მიმართ.
· სოციალური მგრძნობელობის, თანაგანცდისა და თანაგრძნობის უნარის განვითარება.
· შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბება სხვა ადამიანების, განსხვავებული აზრის, რელიგიურ-კულტურული ტრადიციებისა და მსოფლმხედველობისადმი.
·
მოქალაქეობრივი თვითშეგნების, პასუხისმგებლობისა და პრინციპულობის ჩამოყალიბება.
უნარ-ჩვევები
·
შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების უნარის განვითარება.
·
დასაბუთებული მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
·
გუნდური მუშაობის
უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
ცოდნა
კინოს ისტორიისა და თანამედროვე პროცესების გაცნობა და გააზრება.
კინოს მეშვეობით მსოფლიო კულტურის მრავალფეროვნებას-თან ზიარება.
ფილმები
რ. უაიზის
“ვესტსაიდური ისტორიიდან”
ო. იოსელიანის
“იყო შაშვი მგალობელი”)
მ.
ფორმანის “თმები”,
უ.
უაილერი “რომაული არდადეგები”,
ს.
კუბრიკის “ნათება”, დრამა
ლ.
მალის “ნახვამდის, ბავშვებო”
ლ.
ბესონის “ჟანა დ’არკი” და ა.შ.) და სხვ.
უხმო
პერიოდი (ძმები
ლუმიერების,
ჩ. ჩაპლინის ფილმები;
კ. მიქაბერიძის “ჩემი ბებია”
ო. უელსის “მოქალაქე კეინი”,
ალ. ჰიჩკოკის “ფსიქო”
დ. რონდელის ,,დაკარგული სამოთხე“);
გ. ალექსანდროვის ,,მხიარული ახალგაზრდობა“
მ. ჭიაურელის ,,ფიცი“, ,,გიორგი სააკაძე“ );
ფ. ფელინის “გზა”,
ფრ. ტრიუფო “400 დარტყმა”,
ი. ბერგმანის „მარწყვის მდელო“,
რ. როსელინი ,,გერმანია ნულოვანი წელი”,
“მაგდანას ლურჯა”);
მ. ფორმანის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”,
მ. ანტონიონის “ზაბრისკი პოინტი”);
კ. ტარანტინოს “უსახელო ნაბიჭვრები”,
რ. როდრიგესის „დესპერადო“,
პ. ალმოდოვარის “ქალები ნერვიული სტრესის ზღვარზე”,
ლ. ფონ ტრიერი “წყვდიადში მოცეკვავე”,
კ. ლოუჩის “ტკბილი თექვსმეტი”
, გ. ბაბლუანის “13”,
გ. ოვაშვილის “გაღმა ნაპირი”.
No comments:
Post a Comment