სამოდელო გაკვეთილები



საგანი: სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო  საფეხური X კლ.
მოსწავლეთა რაოდენობა:  12

გაკვეთილის თემა:   ..შენი ხმა სოფელს’’

გაკვეთილის  ტიპი: სამოდელო - პრობლემის  გადაჭრაზე  ორიენტირებული

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაითამაშებენ  სიმულაციურ ამოცანას , გაანალიზებენ ,შეაფასებენ  და  განსაზღვრავენ  თემის  პრიორიტეტებს  და მისი დახმარებით გამოიმუშავებენ  აქტიური მოქალაქის უფლება-მოვალეობებს.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი












გაკვეთილის  დასწაყისში  მასწავლებელი  აგვარებს  საორგანიზაციო  საკითხებს:  კითხულობს  სიას,  მოსწავლეებს  აცნობს  გაკვეთილის  თემას,  მიზანს  და  შეფასების  ფორმას  და  სქემას

ვერბალური ახსნა;









მთელი კლასი











ფლივჩარტზე არის გაკვეთილის მიზანი გამოტანილი.









2 წთ



   აქტივობა  N  2. 
პრობელმის  იდენტიფიცირება  და ანალიზი:
1.              აქტივობი  მიზანი:  
2.          
მასწავლებელი  ირჩევს მოსწავლეებიდან ერთ ასისტენტს და სთხოვს, რომ ტექსტი წაიკითხოს.

 (  სოფელი  ტბის  პირას   3  წთ-ი);


მხატრული კითხვა



მთელი კლასი

წინასწარ შერჩეული ტექსტი
3 წთ






გონებრივი იერიში




ინდივიდუალური












მოსწავლეები













 3 წთ









აქტივობა  N  3. 

   აქტივობის მიზანი:
პრობლემის იდენტიფიცირება

მასწავლებელი  
მოსწავლეებს სთხოვს პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინონ  ტექსტიდან .






 აქტივობა  N  4

პრობელმის  დანაწევრება  და  მათი პრიორიტეტებად  დალაგება

მასწავლებელი ფერადი ბარათების მეშვეობით
უნაწილებს  როლებს და
მათვის წინასწარ  
შექმნილ  ქეისებს.
მასწავლებელი 
 მოსწავლეებს  აძლევს
 მცირე  ინსტრუქციას     
 ,აძლევს განსაზღვრულ  დროს  ქეისის 
გასაცნობად.
    სთხოვს არსებული  
ისტორიის  და  
საკუთარი როლის მორგებით ,
  ასევე  ინფორმაციის
 გათვალისწინებით
 შეასრულონ დავალება.  როლური  თამაშით 
გაითამაშონ 
 საკრებულოს  სხდომა, ასევე  მონიტორინგის  
წევრებს  სთხოვს 
დააკვირდნენ  ჯგუფის  წევრებს  და დაწერონ  
შეფასებები,
მასწავლებელი კი
 თვითონ  
აკვირდება  ყველა მოსწავლეს.






სიმულაციური  ამოცანა





ინდივიდუალური




ქეისები



6 წთ






         
აქტივობა  N  5.
პრობლემის  გადაწყვეტის  მიზნით  არსებული  ცოდნის  ინფორმაციის  მოძიება  დახარისხება

აქტივობის მიზანი: 

როლური  თამაში  ,,საკრებულოს  სხდომა  სხდომის  გახსნა

  სხდომის თვითეულწევრი გამოდის მოხსენებით. 
ყველა  გამომსვლელის  გამოსვლის  შემდეგ  ხდება  გადაწყვეტილების  მიღება (.მონიტორინგის წევრები იწერენ გამომსვლელთა ქულებს რომელასც შემდგომ წარმოადგენენ.)




როლური თამაში




ინდივიდუალურად
მთელი კლასი




20
წთ



B  ფაზა  სიღრმისეული  წვდომა
აქტივობა  N 6  

აქტივობის მიზანი: 
ადგილობრივი 
თვითმართველობის  და  მოქალაქეთა 
სამოქალაქო  
ცნობიერების  შესახებ ცნობიერების გაზრდა.

მასწავლებელი 
მოსწავლეებს  აწვდის  დამატებით 
ინფორმაციას  
ადგილობრივი 
თვითმართველობის  და  მოქალაქეთა 
სამოქალაქო  
ცნობიერების  შესახებ,
რა როლი ეკისრება მოქალაქეების ჩართულობას სოფლის განვითარების და პრიორიტეტების დასახვაში.






აქტიური ლექცია





მთელი კლასი



  3 წთ



ფაზა . რეფლექსია

აქტივობა  7 
აქტივობის მიზანი:

პრობლემის  გადაჭრის  იდეის მოძიება  ჩამოყალიბება  და  წარდგენა

 გაკვეთილის  ბოლოს
 მასწავლებელი  სთხოვს მონიტორინგის 
წევრებს
წარმოადგინონ ანგარიში    შექმნილი
  სქემის 
დახმარებით   
გამოავლინონ  
საუკეთესო  მოსწავლე;







უკუკავშირი






ინდივიდუალური






წინასწარ შექმნილი სქემა






3 წთ



რეფლექსია -მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ და უპასუხონ:
მიღებული ცოდნით როგორ შეძლებენ გამოავლინონ  საკუთარი 
შესაძლებლობები ?
  პასუხი დაასაბუთეთ
დასკვნა
ინდივიდუალური
თვითშეფასების რუბრიკები

 3 წთ



მოსწავლეთა  შეფასება
სამოქალაქო  
განათლების  
პედაგოგი აფასებს  
მოსწავლეებს  
შეფასების  რუბრიკის 
 გამოყენებით

უკუკავშირი
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები

2 წთ





გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოქ.X.10. მოსწავლეს შეუძლია  საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.
·                     შეარჩევს რომელიმე კონკრეტულ კონფლიქტურ სიტუაციას მოქალაქეთა ცხოვრებიდან (სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური); შეისწავლის შექმნილ ვითარებასა და მხარეთა ინტერესებს; თანაკლასელებთან ერთად გაითამაშებს აღნიშნულ სიტუაციას და მისი გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; მსჯელობს ამ გზების ავკარგიანობაზე და მეგობრებთან ერთად სახავს კონფლიქტის სამართლებრივი გადაჭრის გეგმას.
·         ირჩევს მნიშვნელოვან მოვლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ამ მოვლენაში ადამიანთა მონაწილეობის მოტივაციას, შესაძლებლობებსა და ხარისხს;
·                     მსჯელობს სხვადასხვა სოციალური გარემოს (მაგ.: სამეგობრო, სამეზობლო, პროფესიული და საზოგადოებრივი გაერთიანებები) ჩამოყალიბებისა და მდგრადობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე (მაგ.: საერთო ღირებულებები, ინტერესები, თვისებები, პირობები, მისწრაფებები და ა.შ.); მსჯელობს იმ  ნიშან-თვისებებზე, რომლებიც დამახასიათებელია საქართველოსთვის;                                                                      


                                    შეფასების  რუბრიკა

1 ქულა – ასეთი შეფასება ეკუთვნის მას, ვინც საუბრობს გაუგებრად და განზრახ 
უხეშად ან შეურაცმყოფელად.
2 ქულა –  გამომსვლელს უძნელდება დაცვა და აზრის გამოხატვა. გამოსვლა
 განკუთვნილ დროზე ადრე დამთავრდა.                                                                                
3 ქულა –  მომხსენებელი დაბნეულია და საუბრობს არაორგანიზებულად. გამოსვლა განკუთვნილ დროზე ადრედამთავრდა. ვერ უპირისპირდება მოწინააღმდეგის პოზიციას.
4 ქულა –  მომხსენებელი სრულყოფილად ვერ უპირისპირდება მოწინააღმდეგის პოზიციას, გაუგებრად აყალიბებს თავისპოზიციას, ვერ აჩვენებს კავშირს რგოლებს შორის.
5 ქულა – ნორმალური პრეზენტაცია. არგუმენტაცია არადამაკმაყოფილებელი. 
მომხსენებელი მასზე დაკისრებულმოვალეობას ართმევს თავს. უპირისპირდება 
მოწინააღმდეგის პოზიციას, მაგრამ ზედაპირულად და აკეთებს არაორგანიზებულ ანალიზს.
6 ქულა –   ნორმალური ანალიზი. მომხსენებელი კარგად ერკვევა დებატების ტექნიკაში, მაგრამ არგუმენტაცია არ არისდამაჯერებელი.
7 ქულა – არგუმენტაცია დამაკმაყოფილებელი. მომხსენებელი სრულად იყენებს დროს, აკლია დამაჯერებლობა.
8 ქულა – ძ დამაჯერებელი არგუმენტაცია. ანალიზი, პრეზენტაცია და უარყოფა კარგი.
9 ქულა – შესანიშნავი გამოსვლა. ეფექტური პრეზენტაცია.
10 ქულა – ბრწყინვალე გამოსვლა. მომხსენებელი ყველა სფეროში შესანიშნავია. 
უნაკლო პრეზენტაცია. ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა



                               













    მონიტორინგის წევრების სამუშაო სქემა

საკრებულოს  წევრები:

           
დაგროვილი  ხმების  რაოდენობა

დაგროვილი ხმების
ჯამი
1.        

სკოლის დირექტორი
მოძღვარი
უხუცესი
ფერმერი
მეთევზე
შამანი
სასტუმროს მეპატრონე

სს  სკოლის დირექტორი









2.        მოძღვარი;










3.        უხუცესი;









.           ფერმერი;









45    მეთევზე;









7.      შამანი









 სასტუმროს  მეპატრონე



















ხელმოწერა: თამარ კასრაძე
თარიღი:  თებერვალი   2019  წელი


                                             







                                                            რესურსები:
                                                               ქეისი
                                                             
                                                           სოფელი  ტბის  პირას.
     ერთი  ლამაზი  ტბის  პირას  მდებარეობს  სოფელი   მილკანი.  სოფელი  ძალიან  
ლამაზი  და  მყუდროა,  იქაურობას  ჯერ კიდევ  არ  ატყვია  ინდუსტრის  ხელი.  
მოსახლეობას  ეკონომიურად  უჭირს  ცხოვრება,  თუმცა  საარსებო  მინიმუმი  ყველა ოჯახს  გააჩნია,  მოხუცები  როგორღაც  ეგუებიან  და  ვერ  რისკავენ,  ახალგაზრდები  კი  მომავალი  ცხოვრების პერსპექტივისთვის,   საცხოვრებლად  ქალაქში  გადადიან,  სადაც  ეკონომიკური  თვალსაზრისით  ბევრად  უკეთესი მდგომარეობაა.   სოფლის  მოსახლეობა  ხვდება,  რომ  თუ  რაიმე  არ  იღონა,  სოფელი  შეიძლება დაცარიელდეს.  სოფელში  არის პატარა  სასტუმრო  ,თუმცა  გზა  იმდენად  გაფუჭდა  ,რომ 
 ტურისტები  თითქმის  აღარ  მოდიან,საკამოდ  გრძელი  გზაა  და შეკეთება  
გაცილებით  ძვირი  დაჯდება,  ვიდრე  ახალი  გზის  გაყვანა  ტყეზე, მაგრამ  ამისთვის  ტყე  უნდა  გაიჩეხოს,  და უამრავი  ხე  მოიჭრას,  ეს  სოფელს
 ეკოლოგიური  პრობლემის  წინაშე  დააყენებს.  სოფელს  არ  აქვს  სამედიცინო  
პუნქტი  და ავადმყოფი  ადამიანის  გადაყვანა  რაიონულ  ცენტრში  გაფუჭებული 
 გზის  გამო  ერთობ  რთულია,  სოფლის  სკოლაც  საკმაოდ ცუდ  მგომრეობაშია,  
სასწრაფოდ  შეკეთებას  საჭიროებს,  გათბობის  არ  ქონის  გამო  ზამთარში  სასწავლო  პროცესი მთლიანად  იშლება.      ასევე  სერიოზული  პრობლემის  წინაშე  დგას  სოფელში  არსებული  
მართმადიდებლური  ტაძარი,  თუ  არ შეუკეთებენ  სახურავს  უძვირფასესი  და 
 უნიკალური  ფრესკების  განადგურების  საფრთხე  იქმნება.   სოფელს  არ  აქვს 
ნაგავსაყრელი  და  მოსახლეობა  ნაგავს  ტბაში  ყრის  ,არადა  იმ  ტბის  წყალს  
იყენებენ  სასმელად,  ამ  ყველაფერმა  კი შესაძლოა  ეპიდემიის  განვითარების  
საფრთხე  შექმნას.  მოკლედ  საქმე  არცთუ  ისე  სახარბიელოა.  სოფლის 
 მოსახლეობის ძირითად  შემოსავალს  წარმოადგენს  ტბა  თევზის  რეწვით,  პატარა  სასტუმრო  7  დასქმებული  ადამიანით,  რომელიც  მალე უმუშევარი  დარჩება, 
 საოჯახო  ტიპის  ფერმერული  მეურნეობა,  რომლიც  პროდუქციაზეც  მოთხოვნა 
 მცირდება.ყველაფერი  თუ  ასე  გაგარძელდა რამოდენიმე  წელში  სოფელი  აღარ  
გვექნება. სოფელს ტურისტული ბიზნესის  განვითარების  დიდი  შანსი  აქვს ,ასეთი  სილამაზე  ძალიან  დიდი
  რაოდენობით  დამთვალიერებელს მოიზიდავს,  ამ  იდეით  არის  დაინტერესებული  ბიზნესმენი  ,რომელიც  სოფელში  გეგმავს  დიდი  სასტუმროს აშენებას, სანაცვლოდ  სოფელს  გაუყვანს   გზას  ტყეზე. ძველი  გზის  შეკეთებისთვის  ითხოვს  თანადაფინანსებას.
ზუსტად  ამ დროს  სოფლის  ბიუჯეტში  ჩაირიცხა  თანხა  70000  ლარი,  რომლის  
ფარგლებშიც  შეიძლება  აშენდეს  მცირე ზომის  პირველადი  სამედიცინო  პუნქტი, ან შეკეთდეს  სკოლა ან  ტაძარი  ან  ახალგაზრდებისთვის  გაისხნას  გასართობი დაწესებულება
(  მაგალითად  ბარი ) ან  გადაეცეს  ბიზნესმენს  გზის  შესაკეთებლად.  
მატერიალურად  მოსახლეობის მგომარეობა  არ  გაუმჯობესდება  მაგრამ,  შესაძლოა  მიგრაციის  შეჩერება  ცოტა  ხნით.    საჭიროა  გადაწყვეტილების  მიღება.
  სოფელ  აქვს  რამდენიმე  მიმართულებით  განვითარების  პერსპექტივა,  
სოფლის  საკერბულოს  წევრები  ამ  საკითხს  სხდომაზე  გადაწყვეტენ.

საკრებულოს  წევრები:

1.      სკოლის  დირექტორი
2.      მოძღვარი;
3.      უხუცესი;
4.      ფერმერი;
5.      მეთევზე;
6.      სასტუმროს  მეპატრონე;
7.      შამანი.





































ქეისები
სკოლის  დირექტორი
       დაიტერესებულია  სკოლაში  გათბობის  დამონტაჟებით,  რადგან  თუ  სკოლაში  გათობობა  არ  გააკეთა  შესაძლოა სამინისტროს  მორიგი  მონიტორინგის  შემთხვევაში,  მისი  სკოლა  დაიხუროს  და  უმუშევარი  დარჩეს, არადა   ის  სოფლის  მოსახლეობის  კეთილგანწყობით  სარგებლობს.  სოფლის 
 ბიუჯეტის  ნაწილს  თუ  სკოლას  მოახმარს ,დარჩენილი  ბიუჯეტით  შესაძლებლობა  იქმნება  თანხა  გადაეცეს  ფერმერს , რომელიც  თანამედროვე  ტექნოლოგიებით
 აღჭურვავს  საკუთარ  სათბურს  და  იძლევა  პირობას  რამოდენიმე  ადამიანის  
დასაქმების.  
თუმცა  მის  პოზიციას უპირისპირდება,  უხუცესი  რომელსაც  ამ  ბოლო  დროს  
ჯანმრთელობის  სერიოზული  პრობლემები  აქვს  და  მისთვის უპირატესია,  თანხა  მოხმარდეს  ან  მედპუნქტის  აშენებას  ან  მეთევზეს  გადაეცეს  თანამედროვე  მოტორიანი  ნავის შესაძენად , რომელიც  მოსახლეობას  გადაიყვანს  ხოლმე რაიონში.
სკოლის  დირექტორმა  თავისი  გამოსვლის  შემდეგ  უნდა  დააგროვოს  11  ქულა 
 რომ  გაიმარჯვოს  და  მოიპოვოს  ხმა.  ერთ მონაწილეს  აქვს  ხმის  სამჯერ 
 დაფიქსირების  უფლება.



მოძღვარი

მოძღვარი     დიდი  პოპულარობით  სარგებლობს  თემის  მოსახლეობაში, მას  არ  სურს  სიახლეები  სოფელში, ეშინია ტურისტულ  ზონად  არ  გადაიქცეს  სოფელი,  რადგან  აცხადებს , რომ  
ტურისტების შემოსვლა  სერიოზულ  საფრთხეს შეუქმნის  ახალგაზრდობას, გარყვნის  მათ. ის  მხარს  უჭერს  სოფელში  ამბულატორიის  აშენებას,  და  მეთევზის  დაფინანსებას.
ასევე  თვლის  საჭიროა  სოფელში  არსებული  ტაძრის  რეაბილიტაცია,   რადგან  
ტაძარი  უძველესია  და  შესაძლოა კულტურული  მემკვიდროების  ნაგებობეში  
მოხვდეს.
მოძღვარს  უპირისპირდება  სკოლის  დირექტორი,  რომელიც აშკარა  საფრთხეს  ხედავს  სოფლის  სამომავლო  არსებობაში. რადგან  
ახალგაზრდების  მიგრაცია  დიდ  ქალაქებში  უკვე  ძალიან  თვალსაჩინოა.


თავისი  გამოსვლის  შემდეგ  უნდა  დააგროვოს  11  ქულა  რომ  გაიმარჯვოს  და
  მოიპოვოს  ხმა.  ერთ  მონაწილეს  აქვს  ხმის სამჯერ  დაფიქსირების  უფლება.










ფერმერი
ფერმერი  დაინტერესებულია  სოფელში  გაიყვანონ  საავტომობილო  გზა,  ტყის  
გაჩეხვით.  ეს  გაზრდის  ტურისტების რაოდენობას  სოფელში,  ასევე  დაუფინანსდეს  თავისი  სასათბურე  მეურნეობა,  სადაც  დაასაქმებს  დაახლოებით  9  ადამიანს. 
ასევე  მხარს  უჭერს  სკოლაში  გათბობის  დამონტაჟებას.
ფერმერის  პოზიციას  უპირისპირდება,  მეთევზე    მისთვის  უპირატესია,  გადაეცეს  თანამედროვე  მოტორიანი  ნავის შესაძენად  რომელიც  მოსახლეობას  გადაიყვანს 
 ხოლმე  რაიონში,  ამით  მოხდება  ეკოლოგიური  კატასტროფის  თავიდან არიდება,  ხოლო  მორჩენილი  თანხა  თვლის,  რომ  უნდა  მოხმარდეს  ტაძრის  რეაბილიტაციას.
თავისი  გამოსვლის  შემდეგ  უნდა  დააგროვოს  11  ქულა  რომ  გაიმარჯვოს  და  მოიპოვოს  ხმა.  ერთ  მონაწილეს  აქვს  ხმის სამჯერ  დაფიქსირების  უფლება.








უხუცესი
   დიდი  პოპულარობით  სარგებლობს  თემის  მოსახლეობაში, მას  არ  სურს  სიახლეები  სოფელში, ეშინია  ტურისტულ  ზონად არ  გადაიქცეს  სოფელი,  რადგან  აცხადებს  რომ 
 ტურისტების შემოსვლა  სერიოზულ  საფრთხეს  შეუქმნის  ახალგაზრდობას, გარყვნის  მათ. ის  მხარს  უჭერს  სოფელში  ამბულატორიის  აშენებას,  და  მეთევზის  დაფინანსებას.
ასევე  თვლის  საჭიროა  სოფელში  ფერმერული  მეურნეობის  გაძლიერება  და  
რაიონის  ბაზრის ათვისება,  რადგან  ხედავს  თუ როგორი  მძიმეა  მოსახლეობის  ეკონომიკური 
 მდგომარეობა.
  უხუცესს  უპირისპირდება  სკოლის  დირექტორი,  რომელიც აშკარა  საფრთხეს  ხედავს  სოფლის  სამომავლო  არსებობის. რადგან  ახალგაზრდების  მიგრაცია  დიდ  ქალაქებში  უკვე  ძალიან  თვალსაჩინოა. 

თავისი  გამოსვლის  შემდეგ  უნდა  დააგროვოს  11  ქულა  რომ  გაიმარჯვოს  და  მოიპოვოს  ხმა.  ერთ  მონაწილეს  აქვს  ხმის სამჯერ  დაფიქსირების  უფლება.






მეთევზე.
დიდი  პოპულარობით  სარგებლობს  თემის  მოსახლეობაში, მას    სურს  სიახლეები  სოფელში, მიაჩნია  ტურისტულ  ზონად თუ  გადაიქცევა  სოფელი, ეს  დადებითად  აისახება  სოფლის  მოსახლეობის  ეკონომიკურ  მდგომარეობაზე.   
აღნიშნული შეაჩერებს  ახალგაზრდების  მიგრაციას  დიდ  ქალაქებში. ის  მხარს  უჭერს  სოფელში  სასტუმროს აშენებას,  და  მეთევზის დაფინანსებას.
მეთევზეს  უპირისპირდება  მოძღვარი,  რომელიც აშკარა  საფრთხეს  ხედავს  სოფლის  სამომავლო  არსებობის.  რადგან  აშინებს 
ტურისტების  მავნე  ჩვევები  გარყვნის  ადგილობრივ  მოსახლეობას.


თავისი  გამოსვლის  შემდეგ  უნდა  დააგროვოს  11  ქულა,  რომ  გაიმარჯვოს  და 
 მოიპოვოს  ხმა.  ერთ  მონაწილეს  აქვს  ხმის სამჯერ  დაფიქსირების  უფლება.





შამანი

      თემის  მოსახლეობას   ძალიან  ეშინია  მისი.  შამანს    სურს  სიახლეები  სოფელში, მიაჩნია  თუ  ტურისტულ  ზონად   გადაიქცევა  სოფელი, მისი  და  სოფლის ბიუჯეტი  გაიზრდება, რადგან  აცხადებს  რომ  ტურისტების შემოსვლა  სერიოზულ სარგებელს  მოუტანს  მასაც  და  სოფელსაც.  ის  თანახმაა  დაფინანსდეს    სასტუმროს  მეპატრონე  და  ფერმერი.
     ასევე  თვლის  საჭიროა  სოფელში  არსებული  ტაძრის  რეაბილიტაცია,   რადგან  
ტაძარი  უძველესია  და  შესაძლოა კულტურული  მემკვიდროების  ნაგებობებში 
 მოხვდეს.
შამანს  უპირისპირდება  მოძღვარი,  რომელიც აშკარა  საფრთხეს  ხედავს  სოფლის  სამომავლო  არსებობის.  რადგან ახალგაზრდების  გარყვნის  ეშინია. 
თავისი  გამოსვლის  შემდეგ  უნდა  დააგროვოს  11  ქულა  რომ  გაიმარჯვოს  და  
მოიპოვოს  ხმა.  ერთ  მონაწილეს  აქვს  ხმის სამჯერ  დაფიქსირების  უფლება.











სასტუმროს  მეპატრონე
    თემის  მოსახლეობას   არ  მოსწონს.   სასტუმროს  მეპატრონეს    სურს სოფლის  წლევანდელი  ბუჯეტი   მისი  სასტუმროს ხარჯებს  მოხმარდეს, სანაცვლოდ  ის  სოფელს ჰპირდება  გაუკეთებს  მოკლე  გზას  ტყეზე,  გაზრდის  სოფელში  ტურისტების 
შემოსვლას,   რაც  საგრძნობლად გაზრდის  მისი  და  სოფლის ბიუჯეტს, რადგან  აცხადებს  რომ  ტურისტების შემოსვლა სერიოზულ  სარგებელს  მოუტანს  მასაც  და  სოფელსაც.  ის  თანახმაა სამომავლოდ   დააფინანსოს    სასტუმროს  მეპატრონე და  ფერმერი,  ხოლო 
 მომდევნო წელს კი  აღადგენს  სამედიცინო  პუნქტს  და  სკოლას.
  ასევე  თვლის  საჭიროა  სოფელში  არსებული  ტაძრის  რეაბილიტაცია,   რადგან  
ტაძარი  უძველესია  და  შესაძლოა კულტურული  მემკვიდროების  ნაგებობებში  
მოხვდეს.
სასტუმროს  მეპატრონეს   უპირისპირდება  უხუცესი,  რომელიც აშკარა  საფრთხეს  ხედავს  სოფლის  სამომავლო  არსებობის. ტყის  გაჩეხვა  და  ტბის  დაბინძურება  გარდაუვალია,  რაც  სამომავლოდ  გამოიწვევს  სოფელში 
 ეკოლოგიურ  კატასტროფას. 
თავისი  გამოსვლის  შემდეგ  უნდა  დააგროვოს  11  ქულა  რომ  გაიმარჯვოს  და  მოიპოვოს  ხმა.  ერთ  მონაწილეს  აქვს  ხმის სამჯერ  დაფიქსირების  უფლება.



No comments:

Post a Comment