Saturday, February 9, 2019

მეთოდი „მოსაზრებების შკალის“


მოსაზრებების შკალის“ მეთოდი „აირჩიე პოზიციის“ მეთოდის ერთ-ერთი სახეობაა.
მოსაზრებების შკალა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევსსკუთარი პოზიცია და არგუმენტები უფრო მოქნილად წარმოადგინონ ინდივიდუალურად ან გარკვეულ ჯგუფში
მუშაობისასეს არის პირადი არჩევანისა და პოზიციის დაფიქსირების ძალიან მნიშვნელოვანისაკითხი.

მუშობის თანმიმდევრობა:

•          ჩამოაყალიბეთ კითხვა ან პრობლემარომლის შესახებაც მონაწილეები საკუთარ
პოზიციას გამოთქვამენმაგალითად: „სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს განათლების მიღების თანაბარ ხელმისაწვდომობას“.
•          მონაწილეებს შესათავაზეთდაფიქრდნენ ამ მოსაზრებაზე და გადაწყვიტონ,
ეთანხმებიან თუ არა მას და რატომ.
•          საკლასო ოთახის ნებისმიერ თავისუფალ ადგილას (მაგალითადდაფასთან)
იატაკზე გაავლეთ ხაზი – „მოსაზრებების სკალა“. მონაწილეებს საკუთარი პოზიციის
განსაზღვრაში დაეხმარება სკალის თავშიშუაში და ბოლოში განთავსებული პლაკატები წარწერები: „ვეთნხმები სრულიად - 100%-ით“, „ვეთანხმები ნაწილობრივ - 50%-ით, „არ ვეთანხმები – 0%“.
მონაწილეებს შეუძლიათთავად აირჩიონრამდენად ეთანმებიან მოცემულ დებულებას:
85%-ით, 79%-ით, 45%-ით, 5%-ით და .
•          მონაწილეებს შესთავაზეთ, „მოსაზრებების შკალაზე“ დაიკავონ ადგილი და
განიხილონ გვერდით მდგომ „მეზობელებთან“ რატომ არიან ისინი აქ?
•          მონაწილეებს შესთავაზეთგანმარტონ თავიანთი პოზიცია და ახსნან საკუთარი
არჩევანიმონაწილეებს ჰკითხეთ: „რატომ ხართ აქ?“ მოისმინეთ სხვადასხვა პოზიციის
წარმომადგენლების დასაბუთებები.
•          მას შემდეგრაც ყველა დასაბუთებას მოისმენთმონაწილეებს მიეცით უფლებასურვილის შემთხვევაშიშეიცვალონ პოზიციათან ახსნანრა არგუმენტებმა შეაცვლევინა მათ პოზიცია.

•          შეაჯამეთ შედეგებიმოსწავლეებს შეთავაზეთდასკვნები ჩამოაყალიბონ.

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო და სახალისო აქტივობებია.მეც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს გაკვეთილებზე. მადლობა დიდი თამარ და წარმატებებს გისურვებ.

    ReplyDelete