Monday, February 25, 2019

ოჯახური ძალადობა



                                                 

ოჯახური  ძალადობ


 


     ოჯახში ძალადობა არის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმა. იგი სამწუხაროდ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობის, მკვლელობების, ფიზიკური ანგარიშსწორების,  აგრესიის სხვა გამოხატულებები უარყოფითად ისახება საზოგადოების ნორმალურ განვითარებაზე.
    სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ქალთა 72%, ხოლო ბავშვთა 58% ოჯახური    ძალადობის მსხვერპლია. ალბათ დამეთანხმებით რომ საგანგაშო მონაცემებია. უფრო მეტიც, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების 21% ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.
     ძალადობის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს გენდერული უთანასწორობა, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულება, ახალგაზრდების ინტელექტუალის ნაკლებობა , საოჯახო საქმეებში ქალის ტრადიციული როლის დომინირება. ინდივიდის ნაკლები ჩართულობა საზოგადოების ცხოვრებაში, აქტიური მოქალაქეობის იდეის დეფიციტი , განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე.
AdvertisementsTop of Form
     ოჯახში ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და თანამედროვე საზოგადოების ერთ– ერთი ურთულესი სოციალური და სამართლებრივი გამოწვევაა. 2012 წლის მაისში, საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობა გახდა კრიმინალიზებული დანაშაული.
     საკმაოდ რთულია ამ პრობლემის გადაჭრა, მსხვერპლს ეშინია აღიაროს რომ მასზე ძალადობენ. რადგანაც  საქართველოში ჯერ კიდევ არის მენტალობა რაც ოჯახში ხდება მის ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდესთუმცა დროთა განმავლობაში მაინც შესაძლებელი. ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის უმნიშვნელოვანესია ადრეული პრევენცია, რაც გულისხმობს მოქალაქის პიროვნებად ჩამოყალიბების ეტაპზე მისი შეგნების ფორმირებისთვის სწორი მიმართულების მიცემას.ყველა იმ უწყების თანაბარი ჩართულობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ოჯახური ძალადობის თემის პროპაგანდირება და მისი დაგმობა, ასევე სინათლის შუქზე დამნაშავის გამოყვანა პრობლების მოგვარების აუცილებელ წინაპირობაა. სკოლის მოსწავლეთათვის სამოქალაქო ღირებულებების სწავლება, მათში ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისა და კომპრომისის მიღწევის მეთოდების ჩამოყალიბება, ცხოვრებაში საზოგადოების წევრთა აქტიური მონაწილეობა და კანონმორჩილი მოქალაქის შეგნების ფორმირება მნიშვნელოვანია ,რადგანაც  ეს იდეა ჩაანაცვლებს იმედგაცრუებული, უპასუხისმგებლო, სხვის იმედზე მყოფი და აგრესიულად განწყობილი მოქალაქის უარყოფით მაგალითს. სოციალიზაციის ამ იდეას ემსახურება სამოქალაქო განათლების მეშვეობით დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების სწავლება.
     ძალადობა დესტრუქციულ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებაზე. ადამიანის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ძალადობისგან თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში. შესაბამისად, ძალადობა მნიშვნელოვნად აფერხებს პიროვნების უნარს, ხელი შეუწყოს საკუთარი ოჯახისა და საზოგადოების ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ წინსვლას.
  დაბოლოს, როგორც ჰენრი მარში იტყოდა: სახელმწიფო მყარ ოჯახზეა დაფუძნებული. თუ ოჯახში პრობლემაა, სახელმწიფო იწყებს დაშლას, ნგრევას, ნაკუწ-ნაკუწ იფლითება დაბოლოს ისე გაქრება, თითქოს არც არადროს უარსებია.








Friday, February 15, 2019

აქტივობა ,, ასაკი''





ამ სავარჯიშოს ჩასატარებლად საჭიროა საკმარისი ფართობი.
ინსტრუქცია - ,,ძალიან გთხოვთ, სავარჯიშოს ჩატარების პროცესში ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან. კონტაქტი დავამყაროთ ბგერების მეშვეობით. ამ თამაშის დროს აქტიურად უნდა ვიმოძრაოთ - გავწიოთ სკამები, რომ საკმარისი ადგილი გვქონდეს. დაიწყეთ ოთახში სიარული ნებისმიერი მიმართულებით. უყურეთ იატაკს (30 წმ.).
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ძალიან მოხუცებულები ხართ, დაახლოებით 100 წლის. როცა თქვენნაირს შეხვდებით, შეხედეთ და ოდნავ დაუქნიეთ თავი (15 წმ.).
ახლა თქვენ უკვე 80 წლის ხართ. მიესალმეთ მათ, ვინც გვერდზე ჩაგივლით, აუწიეთ მარჯვენა ხელი (15 წმ.).
უკვე 70 წლის ხართ. ოდნავ გაიმართეთ, დაუქნიეთ თქვენნაირს მარცხენა ხელი (15 წმ.).
თქვენ ოდნავ გაახალგაზრდავდით, 60 წლის ხართ. დაუქნიეთ ორივე ხელი გამვლელებს (15 წმ.). ახლა 50 წლის ხართ. ყველა გამვლელს მეგობრულად ადებთ ხელს მხარზე, მხნედ დადიხართ (15 წმ.).
იმოძრავეთ, როგორც სიცოცხლით სავსე 40 წლის ახალგაზრდამ, შემოარტყით ხელი მხარზე შემხვედრს (15 წმ.). ახლა შეჩერდით და გაშეშდით (10 წმ.).
აი, თქვენ უკვე ,,ველური“ ასაკის - 20 წლისანი ხართ. დასდევთ ერთმანეთს, დახტიხართ (15 წმ.), შეჩერდით (10 წმ.). ამჯერად კი, თქვენ მოუთვინიერებელი მოზარდები ხართ. დაქრიხართ აქეთ-იქით. ჩქარა, უფრო ჩქარა, შეჩერდით! გაშეშდით! დახუჭეთ თვალები! რას გრძნობთ? ახლა გაახილეთ თვალები და დაბრუნდით წრეში“.
ამ სავარჯიშოში შემოთავაზებული ,,ასაკები“ პირობითია. პედაგოგს  შეუძლია თვითონ აირჩიოს ნებისმიერი ,,ასაკი“ და მოძრაობები, ისეთი, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასეთი თამაშები, გარდა იმისა, რომ ,,გახურების“ პროცესს უწყობს ხელს, ასევე, ეხმარება მორიდებულ მონაწილეებს მუშაობის დაწყების წინ. ამგვარი თამაშის საშუალებით მათ შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა ისე, რომ არ მიიქციონ სხვისი ყურადღება და შევიდნენ კონტაქტში საკუთარ შინაგან ენერგიასთა

ინტერვიუ სამი ნაბიჯი

ინტერვიუ სამი ნაბიჯი - მასწავლებელი არჩევს თემას, საკითხს, აყალიბებს მიზანს და აცნობს კლასს. მოსწავლეებს ავალებს მოიფიქრონ სამ სამი კითხვა. მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად.ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამკაციან ჯგუფებად/ტრიადებად და უხსნის მეთოდ
ის არსს – ინტერვიუ სამ წრედ მიმდინარეობს, მაშასადამე, ტრიადის თითოეული მოსწავლე გამოდის როგორც ინტერვიუერის, ასევე რესპონდენტისა და დამკვირვებლის როლში;
. პირველი ნაბიჯი – მოსწავლე A ინტერვიუს იღებს მოსწავლე B-სგან, ხოლო მოსწავლე C, როგორც დამკვირვებელი, აკეთებს ჩანაწერებს, ე.ი. ინიშნავს არსებითს ინტერვიუერისა და რესპონდენტის საუბრიდან;
. მეორე ნაბიჯი – მოსწავლე B ინტერვიუს იღებს მოსწავლე C-სგან, ხოლო მოსწავლე A, როგორც დამკვირვებელი, ინიშნავს ძირითადს;
. მესამე ნაბიჯი – მოსწავლე C ინტერვიუს იღებს მოსწავლე A-სგან, ხოლო მოსწავლე B, როგორც დამკვირვებელი, ინიშნავს ძირითადს.
თითოეული ინტერვიუსთვის განკუთვნილი დრო მასწავლებელმა/მოდერატორმა უნდა დაადგინოს. მაგ., 5 წუთი. მაშასადამე, სამივე ინტერვიუს ამ შემთხვევაში დაეთმობა 15 წუთი.
შემდეგ ორ-ორი სამკაციანი ჯგუფი გაერთიანდება ექვსკაციან ჯგუფად. ჯგუფის ექვსივე წევრი წინა ეტაპზე უკვე იყო დამკვირვებელი და აქვს ჩანაწერები. ამ ჩანაწერების გამოყენებით ექვსივე რიგრიგობით მოახსენებს დანარჩენებს თავისი ჩანიშნულიდან არსებითს. შემდეგ თითოეული ჯგუფი აჯამებს დამკვირვებლების ჩანაწერებს და აკეთებს პრეზენტაციას
მასწავლებელი ისმენს პრეზენტაციებს.



                                                      


Sunday, February 10, 2019


                        ადგილობრივი თვითმმართველობ
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან ხშირად გვესმის ფრაზები ადგილობრივი ხელისუფლება,მუნიციპალიტეტი,მერია ,საკრებულო ,გამგეობა.
  თვითმმართველობა ნიშნავს საზოგადოების წევრების მიერ, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებრივი საქმეების მოწესრიგებას. ამდენად, ეს არის მოქალაქეთა თვითორგანიზაცია, რომ ერთობლივად გადაწყვიტონ მათ საერთო ინტერესები .
    საქართველოს კონსტიტუცია  ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის(ადგილობრივი დემოკრატიის )ძირითად პრინციპებს.ხოლო უფრო დეტალურად ადგილობრივი თვითმმართველობის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.
     იგი ხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ. (გამგეობა და მერია) ანგარიშვალდებულნი არიან ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე,როგორიც არის საკრებულო.მას ირჩევენ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი,საყოველთაო,თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ,ფარული კენჭისყრით. ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთესად იცის რა პრობლემებისა და გამოწვევის წინაშე დგას მისი სოფელი.
ადგილობრივი თვითმმართველობა  ანუ ადგილობრივი დემოკრატია  არის პირველ რიგში მოქალაქეთა უფლება თავად გადაწყვიტონ გარკვეული,ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები. აგრეთვე,უფლება აქვთ მოქალაქეებს   ნებართვის გარეშე დაესწრინ საკრებულოს სხდომებს,რომელიც ღიად მიმდინარეობს. მათ სხდომის თავჯდომარის თანხმობით შეუძლია დასვას კითხვები,წარმოადგინოს მოსაზრებები, შეხვდნენ თანამდებობის პირებს,საკუთარი მოთხოვნების საფუძველზე მოაწყონ აქციები.თუ საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებს  მოქალაქეთაგან მალულად რაიმე საკითხზე,რომელიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება,მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ და მოხდეს საკითხის ხელახალი განხილვა მოქალაქეებთან ერთად. მათ შეუძლიათ თანამოაზრეებთან ერთად  საკრებულოში შეიტანონ წინადადება  ან პროექტი ,რომელსაც ხელს უნდა აწრდეს მოსახლეობის არანაკლებ 1 პროცენტი.მოქალაქეებს უფლება აქვთ გაეცნონ ბიუჯეტის განხილვას ,იცოდნენ არა მხოლოდ რა გაკეთდა ,არამედ რისი გაკეთება იგეგმება და წარადგინოს
 საკუთარი  მოსაზერბები.