Thursday, March 30, 2017

მეთოდი ,, იდეების წრე''



ეს მეთოდი ეფექტიანია მწვავე საკამათო საკითხების გადაწყვეტისას და სასარგებლო
იდეების ჩამონათვალის შედგენისას. მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, დისკუსიაში ყველა
მონაწილე ჩაერთოს. ეს მეთოდი კარგია საკითხის საერთო განხილვისას ან როდესაც
მომხსენებლები მცირე ჯგუფების წარმომადგენლები არიან.
მეთოდის მიზანია საკითხის განხილვაში ყველა მონაწილის ჩაბმა. იგი საშუალებას
იძლევა, თავი დააღწიოთ სიტუაციას, როდესაც პირველი ჯგუფი გამოდის და საკითხის ირგვლივ ინფორმაციას ისე წარმოადგენს, რომ დანარჩენი ჯგუფები შესრულებული სამუშაოს შესაძლებლობას კარგავენ.

მუშობის თანმიმდევრობა:
•          მოსწავლეები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად – 3-4 კაცი.
•          მასწავლებელი აცნობს სადისკუსიო თემას და სთავაზობს, ის თითოეულ ჯგუფში
განიხილონ, შემდეგ შეადგინონ განხილვის პროცესში გაჩენილი იდეების ჩამონათვალი,
(მაგალითად: რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვება ქვეყანაში ვიზა ლიბერალიზაციას ? მსჯელობისას მონაწილეები ქმნიან ორ სიასვიზა ლიბერალიზაციისდადებითიდაუარყოფითიშედეგები).
•          განხილვის დასრულების შემდეგ ყოველი ჯგუფი წარმოადგენს საკითხის მხოლოდ
ერთ დადებით და ერთ უარყოფით ასპექტს.
•          ჯგუფები მოსაზრებებს რიგრიგობით (წრეზე) მანამ გამოთქვამენ, სანამ პასუხებს
არ ამოწურავენ. ამასთანავე, მონაწილეები თვალყურს ადევნებენ, რომ უკვე გამოთქმული
იდეები აღარ გამეორდეს.
•          მასწავლებელი გამოთქმულ იდეებს დაფაზე ან ქაღალდის ფურცელზე იწერს.
•          შესაძლებელია შეგროვებული იდეების განხილვა, მნიშვნელოვნების მიხედვით

დაწყობა, გადაწყვეტის ვარიანტების შეთავაზება და . .

No comments:

Post a Comment