Saturday, March 25, 2017

გონებრივი იერიშის მეთოდი

 გონებრივი იერიში (Brain storming) – პრობლემის გადაჭრის ოპერატიული მეთოდი შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულირების საფუძველზე. მეთოდი გულისხმობს თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის ჩამოყალიბებისა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. მეთოდის გამოყენება ეფექტიანია მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:  პრობლემის/საკითხის განსაზღვრა შემოქმედებითი კუთხით;  დროის გარკვეულ მონაკვეთში საკითხის ირგვლივ მსმენელთა მიერ გამოთქმული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე);  შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად;  შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ გასაზღვრული კრიტერიუმებით;

 გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება დასმულ საკითხს; უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.


მეთოდის გამოყენება ასევე ეფექტიანია, როდესაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი საკვლევ თემასთან და პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით არ არსებობს.მეთოდის ამ ეტაპზე მონაწილეებს უვითარდებათ ისეთი მაღალი სააზროვნო უნარები, როგორიც არის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.

   სამოქალაქო განათლების სწავლებისას  ეფექტიანად შეიძლება დაინერგოს გაკვეთილის საწყის ეტაპზე, ახალი თემის შეტანისას. ამ დროს მასწავლებელს სწრაფად შეუძლია გაიგოს, რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები განსახილველი თემის ირგვლივ და რა დამოკიდებულება აქვს საკითხის მიმართ, რაც მასწავლებელს დაეხმარება გაკვეთილის სწორად აგებაში და უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესის დასაწყისიდანვე. გონებრივი იერიშის

No comments:

Post a Comment