მეთოდი „მიკროფონი“ მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ილაპარაკონ სწრაფად, ლაკონურად და რიგრიგობით, კითხვებზე პასუხის გაცემისას მოლკედ გამოთქვან საკუთარი აზრი ან პოზიცია. მოცემული მეთოდი კარგია: 1. მეცადინეობის დასაწყებად, როცა საჭიროა მონაწილეთა წარდგენა, მათი მოლოდინების შეგროვება, იმის გაეკვევა, რამდენად ესმის აუდიტირიას მეცადინეობის თემა ან მიზანი მაგალითად, დასაწყისში შეხვედრის მოდერატორმა (მასწავლებელმა) მონაწილეებს შეიძლება შესათავაზოს, ერთი წინადადებით ჩამოაყალიბონ: „რა არის კარგი გაკვეთილი?“ 2. შეხვედრის შესაჯამებლად, რადგან აქტივობის (გაკვეთილის) დასასრულს მუშობის შედეგების „შეგროვების“საშუალებას იძლევა. მაგალითად, ყოველი მონაწილე შეხვედრის (გაკვეთილის) პროცესში თავის მონაწილეობას შეაჯამებს თითო წინადადებით: „ჩემთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო...“
სამუშაო პროცედურები:
•
მოდერატორი(მასწავლებელი) მონაწილეებს (მოსწავლეებს) წარუდგენს სიმბოლურ ნივთს საწერ კალამს ან ფანქარს და მიმართავს: „წარმოიდგინეთ, რომ ეს მიკროფონი გიჭირავთ და მოკლედ უნდა ჩამოაყალიბოთ საკუთარი მოსაზრება, რა არის კარგი გაკვეთილი“.
•
მოდერატორს(მასწავლებელს) შეუძლია საუბარი ან თავად დაიწყოს, ან ნებისმიერ მსურველს შესთავაზოს.
•
საუბარობს მხოლოდ ის, ვისაც ხელში „წარმოსახვითი მიკროფონი“ უჭირავს. გამოთქმულ მოსაზრებებს არც კომენტარებს ურთავენ და არც შეაფასებენ.
•
აქტივობა მთავრდება, როდესაც ყველა მონაწილე თავის მოსაზრებას „მიკროფონთან“ გამოთქვამს.
•
შეგროვებული მოსაზრებები მოდერატორს (მასწავლებელს) საშუალებას აძლევს, დასახული სასწავლო მიზნების მისაღწევად შეხვედრა (გაკვეთილი) ოპტიმალურად დაგეგმოს.
ეს მეთოდი მნიშვნელოვანია და ეფექტურია სამოქალაქო განათლების სწავლებისას,რადგანაც მოსწავლეები თამაშის წესით უფრო გახსნილები და თავდაჯერებულები ხდებიან საკუთარი აზრის გამოხატვისას.
No comments:
Post a Comment