ამ მეთოდს ხშირად „მიკროფონის“ მეთოდთან ერთად იყენებენ. მეთოდი ხელს უწყობს მონაწილეებს მაქსიმალურად იყვნენ კონცენტრირებული განსახილველ საკითხზე და ჩართული საგაკვეთილო პროცესში. იგი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო საფუძვლიანდ იმუშაონ საკუთარი იდეების ჩამოყალიბებაზე და ისინი სხვების გამოთქმულ იდეებს შეადარონ. ამ მეთოდით მუშაობა მონაწილეებს ეხმარება, გადალახონ სტერეოტიპები, თავისუფლად გამოთქვან მოსაზრებები შეთავაზებული თემის შესახებ, დახვეწონ უნარი, ილაპარაკონ მოკლედ და მხოლოდ არსებითზე. აღნიშნული მეთოდი უფრო ხშირად გამოიყენება მეცადინეობის დასასრულს საკითხის შესაჯამებელად და დასკვნისათვის იდეების შესაგროვებლად.
სამუშაო პროცედურები:
•
მასწავლებელი განსაზღვრავს თემას, რომლის შესახებაც მოსწავლეები
•
რიგრიგობით გამოთქვამენ მოსაზრებებს; ამისათვის მასწავლებელი წარმოსახვითი მიკროფონის გამოყენებით წარმოთქვამს დაუმთავრებელ წინადადებას, რომლის დაბოლოებასაც მოსწავლეებს სთავაზობს.
•
განხილვის ყოველმა მონაწილემ თავისი გამოსვლა შეთავაზებული ფორმულით
•
უნდა დაიწყოს. მონაწილეები მუშაობენ ღია წინადადებებით, მაგალითად: „დღევანდელ
•
მეცადინეობაზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო...“ ან „ამ ნფორმაციის
•
საფუძველზე შეგვიძლია, დავასკვნათ...“ ან „ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმიტომ,
•
რომ...“ და ა. შ. პედაგოგს შეუძლია დააწესოს შეზღუდვები პასუხის ლაკონურობისათვის, რათა მოსწავლები დაააჩვიოს კონკრეტულ მსჯელობას.
აქტივობის ძლიერი მხარე:
აქტივობის სუსტი მხარე:
No comments:
Post a Comment