ხუთშაბათს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა ნელსონ მანდელა, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი, რომელმაც თავისი ცხოვრების ერთი მესამედი პატიმრობაში გაატარა და ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ნელსონ მანდელა იყო სიმბოლო სამხრეთ აფრიკის გარდაქმნისა მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად. ის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჩაუდგა სათავეში იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას, შემდეგ სამი ათეული წელი ციხეში გაატარა, როგორც პოლიტიკურმა პატიმარმა, და ბოლოს, ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.
მისი წყალობით 1994 წელს პირველად ჩატარდა არჩევნები სამხრეთ აფრიკაში ,სადაც ყველა რასის ადამიანი მონაწილეობდა ,ეს უდიდესი გამარჯვება იყო , რაც შავკანიან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევდა. ამავე წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. მანდელამ აპარტეიდული კანონების გაუქმების შემდგომ დასახა შემდეგი პრიორიტეტები: ჯანმრთელობა, განათლება და ეკონომიკური სტაბილურობა. ამასთანავე იგი გამუდმებით მოუწოდებდა სიყვარულისკენ, თანასწორობისკენ და ურთირთგაგებისკენ, როგორც თეთრკანიანებს, ისე შავკანიანებს.
No comments:
Post a Comment