რადგანაც ,სამოქალაქო განათლების სწავლებისა მნიშვნელოვანი როლი აკისრია საკუთარი აზრის,საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და მნიშვნელოვანი კომპონენტია დისკუსიის ფორმატი საგნის სწავლებისა . ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, ყოველმა მონაწილემ თავისი აზრი გამოთქვას, თემის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვას, მონაწილემ საკუთარი პოზიცია დაასაბუთოს ან შეიცვალოს იგი, თუკი მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები მისთვის დამაჯერებელი იქნება. გამოიყენეთ ორი საპირისპირო მოსაზრება, რომლებსაც ერთმნიშვნელოვანი (ზუსტი) პასუხი არ გააჩნიათ.
მიმდინარეობა
ოთახში ერთმანეთის საპირისპირო კედლებზე პლაკატები განათავსეთ. ერთ მათგანზე
დაწერეთ „ვეთნხმები“, მეორეზე – „არ ვეთანხმები“, მესამეზე – „ჯერ არ მაქვს გარკვეული პოზიცია“. შესაძლებელია სხვა ვარიანტიც: პლაკატებზე დაწეროთ საპირისპირო პოზიციების გამომხატველი მოსაზრებები კონკრეტულ პრობლემასთან
დაკავშირებით, მაგალითად:
„ძველი არქიტექტურა უნდა შევინარჩუნოთ“
და „ძველი არქიტექტურა უნდა შეიცვალოს
ახლით, მყარითა და კომფორტულით“...
მუშაობის თანმიმდევრობა:
• მონაწილეებს გააცანით განსახილველი
თემა ან პრობლემა, რომლის მიმართ
კონკრეტული პოზიცია უნდა აირჩიოთ.
• მონაწილეებს შესთავაზეთ, დაიკავონ შესაბამისი პოზიციები. ყოველ პლაკატთან
წარმოიქმნება ჯგუფი, რომლებსაც შეთავაზებულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული
პოზიცია ჩამოუყალიბდათ.
• „თანამოაზრეთა“ წარმოქმნილ ჯგუფში მონაწილეები მსჯელობენ პოზიციაზე
და მის გასამყარებლად არგუმენტებს აყალიბებენ. ჯგუფებს საკუთარი პოზიციების
დასასაბუთებლად რამდენიმე წუთი ეძლევათ. თითოეული ჯგუფი ირჩევს სპიკერს,
რომელიც ჯგუფის პოზიციას ყველა მონაწილეს გააცნობს. აზრის გამოთქმა ჯგუფის
დანარჩენ წევრებსაც შეუძლიათ.
• ჯგუფები საკუთარი პოზიციების პრეზენტაციას აწყობენ.
• სხვადასხვა შეხედულების მოსმენის შემდეგ ჰკითხეთ, ხომ არ შეიცვალა ვინმემ
შეხედულება და ხომ არ სურს სხვა პლაკატთან გადასვლა. თუკი ასეთი მოსწავლეები
არიან, მათ უნდა სთხოვოთ, გადაწყვეტილება დაასაბუთონ.
• მოაწყვეთ საერთო მსჯელობა. მონაწილეებს სთხოვეთ, საკუთარი და
საწინააღმდეგო მხარის ყველაზე დამაჯერებელი
არგუმენტები ჩამოთვალონ.
• სავარჯიშოს ჩატარების დროს საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
– უნდა ილაპარაკონ რიგრიგობით და ერთმანეთს არ გააწყვეტინონ.
_ ლაპარაკობს მხოლოდ ერთი ადამიანი.
– არ ეკამათონ ერთმანეთს.
– წამოაყენონ ახალი იდეები და არ გაიმეორონ უკვე ნათქვამი.
– მონაწილეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ერთი პლაკატიდან მეორესთან
გადავიდნენ (პოზიცია შეიცვალონ). ისინი მზად უნდა იყვნენ, პოზიციის ცვლილების
მიზეზები ახსნან.
_ ბოლოს შეგიძლიათ შეაჯამოთ – ჰკითხოთ ყველაზე ძალიან რომელი არგუმენტაცია მოეწონათ და რატომ.