როლური თამაში - ეს არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც პედაგოგმა მონაწილეებს შეუძლიათ შეიძინონ ცხოვრებისეული გამოცდილება, შეასრულებენ რა მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ სიტუაციაში წარმოსახვითი პიროვნების როლს.
როლური თამაშების გამარტივებულ სამყაროში უფრო ადვილია მიმდინარე პროცესების სტრუქტურისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ურთიერთობების დანახვა და გაცნობიერება, ვიდრე რთულ რეალობაში. ამიტომაც, ამ მეთოდის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება უფრო ეფექტურად და ნაკლები რისკით შევისწავლოთ და შევიძინოთ ახალი ქცევითი ნორმები და ხერხები და შევამოწმოთ პრაქტიკაში ჩვენი იდეები.
იმისათვის, რომ როლური თამაშის მეთოდის გამოყენებას მაქსიმალური სარგებელი მოჰყვეს, შემოთავაზებული სიტუაციები შეძლებისდაგვარად უნდა ასახავდნენ რეალობას. ინსტრუქცია დეტალურად უნდა აღწერდეს სიტუაციის ყველა ასპექტს. მონაწილეებს საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთი შეხედულებებისამებრ შეასრულონ როლები.
როლური თამაშის დროს მონაწილეთა ამოცანაა, შექმნან ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებისათვის დამახასიათებელი ქცევითი მოდელები. სწორედ ეს ქცევა, და არა მათი მსახიობური მონაცემები და ტალანტები, უნდა იქცეს შემდგომ ჯგუფის დისკუსიის თემად, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს მათ გამოსვლას. როლურ თამაშს მეტი ეფექტი ექნება, თუ არის მისი ვიდეოჩანაწერის გაკეთების და შემდეგ განხილვის საშუალება.
ამ მეთოდის გამოყენებისას, პედაგოგმა უნდა:
-
საგულდაგულოდ შეიმუშაოს გეგმა;
კორექტულად გამოიყენოს ეს მეთოდი;
შეეცადოს, შექმნას მცირე ჯგუფები;
შეიტანოს შემოქმედებითი ელემენტები;
აუცილებლად შეუცვალოს მონაწილეებს სახელები.
უპირატესობები:
-
მიღებული გამოცდილების შენარჩუნების პერიოდი ხანგრძლივია;
სასიამოვნო პროცესია;
ხელს უწყობს ემპატიის (თანაგანცდა) განვითარებას;
შესაძლებელია გაგება და დანახვა იმისა, როგორ იქცევიან სხვა ადამიანები;
გაცნობიერება იმისა, თუ ვინ როგორ მოიქცეოდა კონკრეტულ სიტუაციაში;
უსაფრთხოება დაცულია.
ნაკლია:
-
ხელოვნურობა;
მონაწილეების მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება;
ფასდება გამოსვლა და არა პრობლემა;
შეიცავს რისკის ელემენტებს.
No comments:
Post a Comment