მეთოდი „ვენნის დიაგრამა“
ეს მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, ანალიზი და სინთეზი ჩატარდეს ორი ან მეტი
ასპექტის განხილვისას,
რომელთაც საერთო და განსხვავებული ნიშნები აქვთ. დიაგრამა
იგება ორი და მეტი ურთიერთგადამკვეთი წრეებით. დიაგრამის გადამკვეთი ნაწილები
მოიცავს შესადარებელი
ცნებებისა და მოვლენების საერთო ნიშნებს, არაგადამკვეთი
ნაწილები კი მოიცავს განსხვავებული ნიშნების ჩამონათვალს.
მუშაობის თანმიმდევრობა:
• მონაწილეები მუშაობენ წყვილებში ან მცირე ჯგუფებში.
• თითოეული ჯგუფი იღებს დავალებას, შეადგინოს ერთი ობიექტის მახასიათებლების,
ცნებებისა და მოვლენების ჩამონათვალი.
• ყველა ჯგუფი ერთად მუშაობს. ყოველი ჯგუფი მახასიათებლების თავის
ჩამონათვალს წამოადგენს. მოსწავლეები განსაზღვრავენ, რა აქვთ საერთო შესადარებელ
ობიექტებს ან მოვლენებს.
• მონაწილეები ავსებენ დიაგრამის ნაწილებს.
რა ჰქონდათ საერთო კოლუმბსა და ვესპუჩს - ცნობილი მოგზაური და აღმომჩენი, საქმიანობის დაუოკებელი სურვილი, ცხოვრებაში აქტიური პოზიცია, აზარტი, თავგადასავლებისაკენ სწრაფვა, მეცნიერებაში
შეტანილი წვლილი, აბორიგენების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება.
მაგალითად: კულტურის აღზრდისას „ვენის დიაგრამის“ მეთოდი შესაძლებლობას
იძლევა, ერთმანეთს შეცადაროთ სხვადასხვა ხალხის კულტურების მსგავსებები და
განსხვავებები.
No comments:
Post a Comment