Saturday, April 29, 2017

კარლ პოპერის ტიპის დებატები


დებატები მნიშვნელოვანია მეთოდია სამოქალაქო განათლების სწავლებასთა დაკავშირებით.

დებატები (ფრანგ. debats) რაიმე საკითხის საჯარო განხილვას, კამათს და პაექრობას ნიშნავს.  ნახეთ სრულიად
დებატები ყოველდღიურ ცხოვრებაში (მეგობრებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან) არაფორმალური კამათის ხასიათს ატარებს. მე მინდა განვიხილო დებატები, როგორც კამათის ფორმალური მეთოდი რომლის დროსაც მხარეები, განსაზღვრული წესების, სტრუქტურისა და შეზღუდვების გათვალისწინებით ეპაექრებიან ერთმანეთს. ასეთი დებატების დროს მხარეები, თავიანთი შეხედულებების წარმოდგენით ცდილობენ მესამე მხარეს (მაყურებლები, მსაჯი) დაუმტკიცონ საკუთარი პოზიციის სიძლიერე და წარმოაჩინონ მოწინააღმდეგის პოზიციის სისუსტეები. საგანმანათლებლო მიზნებისა და სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის არსებობს დებატების, როგორც თამაშის მრავალი ფორმატი (კარლ პოპერის, საპარლამენტო ,ლინკოლნ-დუგლასის და ა.შ.) ყოველი მათგანი ავითარებს არგუმენტირებული კამათის კულტურას, კრიტიკულ აზროვნებას, სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებისადა საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარებს. სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილი ფორმატებიდან ერთ-ერთი ყველაზეგავრცელებულიკარლ პოპერის (1902–1994) ფილოსოფოსი, სოციოლოგი) სახელობისდებატების ფორმატია, რომლის წესებსა და სტრუქტურაზეა ორენტირებული .

























                                                     






                                                     






                                                                




                                                                   









                                                                                                










პროექტული სწავლება

პროექტში მოსწავლეების ჩართვამდე პედაგოგმა :
  • ნათლად უნდა  დაისახოს კონკრეტული მიზანი, რომელსაც სურს მიაღწიოს ამ კონკრეტული პროექტის განხორციელების პროცესში და პროექტის საბოლოო შედეგი;
  • პროექტის თემის არჩევისას  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რამდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია პრობლემა, რომელის კვლევასაც აპირებს მოსწავლეებთან ერთად;
  • რამდენად შეიძლება იყოს დაგეგმილი პროექტი და მისაღწევი მიზანი კავშირში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;
  • შესაბამისია თუ არა პროექტში მონაწილე მოსწავლეების კომპეტენცია (ასაკი, საბაზისო ცოდნა, ფსიქო-სოციალური განვითარება) პროექტით დასახული მიზნების და  დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;
  • პრობლემა, ან მისი გადაჭრის გზები წარმოადგენს თუ არა სიახლეს და ითხოვს  თუ არა შემოქმედებითობას;
  • დაგეგმილი აქტივობები ემსახურება თუ არა მოსწავლეთა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას;
  • არსებობს თუ არა შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსები პროექტის განსახორციელებლად;
  • რეალურია თუ არა სავარაუდო  ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად;
  • შეიძლება თუ არა  პროექტის სავარაუდო მონაწილეთა შორის ფუნქციები განაწილდეს ისე,  რომ სრულად წარმოჩნდეს თითოული მათგანის ძლიერი მხარე.

მხოლდ ამის შემდეგ არის მიზანშეწონილი მოსწავლეებთან შეხვედრა.

    პროექტში, სავარაუდოდ, მონაწილე მოსწავლეებთან შეხვედრისას, პედაგოგი საუბრობს აღნიშნული პროექტის იდეის მნიშვნელოვნებაზე, მის ზოგად მიზნებზე და სთავაზობს მოსწავლეებს პროექტის თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას.
პედაგოგს პროექტის თემის არჩევის გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ვარიანტი აქვს:
  • მოსწავლეებს სთავაზობს მის მიერ არჩეულ თემას;
  • სთავაზობს თემების ჩამონათვალს და სთხოვს იქიდან აარჩიონ სასურველი თემა;
  • შესავალი საუბრიდან გამომდინარე მასთან ერთად მოიფიქრონ მომავალი პროექტის თემა;
  • მოსწავლეებმა თავად გადაწყვიტონ მომავალი პროექტის თემა.

მომავალ პროექტში მონაწილე მოსწავლეთა მაღალი მოტივაციისათვის და შესაბამისად აქტიური ჩართვისათვის,  პედაგოგისათვის ოპტიმალური იქნება მოსწავლეებთან ერთად მოიფიქროს და ჩამოაყალიბოს პროექტის თემა.

     პროექტის თემის არჩევის შემდეგ პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად ადგენს პროექტის აღწერილობას.      
    პროექტის აღწერა არის მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. იგი სასურველია დაიყოს ქვეპუნქტებად, რომელშიც გადმოცეული იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:
  • პროექტის დასახლება;
  • პროექტში მონაწილეთა ვინაობა და  ასაკი;
  • პროექტის ხელმძღვანელი/ ხელმძღვანელები და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა;
  • პრობლემა, რომლის შესწავლას ეძღვნება პროექტი და მისი აქტუალობა;
  • მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიონ პროექტის მონაწილეებმა;
  • პროექტის კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან და ამოცანებთან;
  • ამოცანები, რომლებიც უნდა შეასრულონ პროექტის მონაწილეებმა დასახული მიზნის მისაღწევად;
  • დასახული ამოცანების განხორციელების გზები;
  • დასახული ამოცანების განხორციელების გეგმა (დროში გაწერილი, ე.წ. „განტის ცხრილი“);
  • შედეგი/შედეგები, რომელსაც, სავარაუდოდ, უნდა მიაღწიონ პროექტის დასრულებისას მონაწილეებმა და ბენეფიციარები, რომლებიც ისარგებლებენ პროექტის შედეგებით ;
  • შედეგის წარდგენის ფორმა ( როგორ გავაცნოთ საზოგადოებას პროექტის შესრულების შედეგად შექმნილი პროდუქტი);
  • პროექტის მდგრადობა ( ამ პუქტში განსაზღვრული უნდა იყოს  პროექტი ორიენტირებულია ერთჯერად შედეგზე (პროდუქტზე), თუ შეუძლია ქმედითუნარიანი იყოს მისი დასრულების შემდეგაც;
  • პროექტის შედეგის/შედეგების შეფასების ფორმა და პროცედურები;
  • პროექტის მიმდინარეობისას განსახორციელებელი ეტაპობრივი მონიტორინგის ვადები და პროცედურები;
  • პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი შესაძლო გამოწვევები და მათი დაძლევის სავარაუდო გზები;
  • პროექტის ბიუჯეტი, რომელშიც სასურველია მითითებული იყოს მონაწილეობის ფორმასთან და რაოდენობასთან ერთად დონორების და პარტნიორების (ასეთების არსებობის შემთხვევაში)  შენატანის ფორმა და წილობრივი რაოდენობა. ბიუჯეტი სასურველია წარმოდგენილი იყოს ცხრილის სახით;


მეთოდივენნის დიაგრამა

ეს მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, ანალიზი და სინთეზი ჩატარდეს ორი ან მეტი
ასპექტის განხილვისას, რომელთაც საერთო და განსხვავებული ნიშნები აქვთ. დიაგრამა
იგება ორი და მეტი ურთიერთგადამკვეთი წრეებით. დიაგრამის გადამკვეთი ნაწილები
მოიცავს შესადარებელი ცნებებისა და მოვლენების საერთო ნიშნებს, არაგადამკვეთი
ნაწილები კი მოიცავს განსხვავებული ნიშნების ჩამონათვალს.

მუშაობის თანმიმდევრობა:
•             მონაწილეები მუშაობენ წყვილებში ან მცირე ჯგუფებში.
•             თითოეული ჯგუფი იღებს დავალებას, შეადგინოს ერთი ობიექტის მახასიათებლების,
ცნებებისა და მოვლენების ჩამონათვალი.
•             ყველა ჯგუფი ერთად მუშაობს. ყოველი ჯგუფი მახასიათებლების თავის
ჩამონათვალს წამოადგენს. მოსწავლეები განსაზღვრავენ, რა აქვთ საერთო შესადარებელ
ობიექტებს ან მოვლენებს.
•             მონაწილეები ავსებენ დიაგრამის ნაწილებს.


                     
რა ჰქონდათ საერთო კოლუმბსა და ვესპუჩს - ცნობილი მოგზაური და აღმომჩენი, საქმიანობის დაუოკებელი სურვილი, ცხოვრებაში აქტიური პოზიცია, აზარტი, თავგადასავლებისაკენ სწრაფვა, მეცნიერებაში შეტანილი წვლილი, აბორიგენების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება.

მაგალითად: კულტურის აღზრდისასვენის დიაგრამისმეთოდი შესაძლებლობას
იძლევა, ერთმანეთს შეცადაროთ სხვადასხვა ხალხის კულტურების მსგავსებები და
განსხვავებები.


Sunday, April 9, 2017

როლური თამაშები (როლების გათამაშება)


როლური თამაში - ეს არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც პედაგოგმა  მონაწილეებს შეუძლიათ შეიძინონ ცხოვრებისეული გამოცდილება, შეასრულებენ რა მასწავლებლის  მიერ შეთავაზებულ სიტუაციაში წარმოსახვითი პიროვნების როლს.
როლური თამაშების გამარტივებულ სამყაროში უფრო ადვილია მიმდინარე პროცესების სტრუქტურისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ურთიერთობების დანახვა და გაცნობიერება, ვიდრე რთულ რეალობაში. ამიტომაც, ამ მეთოდის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება უფრო ეფექტურად და ნაკლები რისკით შევისწავლოთ და შევიძინოთ ახალი ქცევითი ნორმები და ხერხები და შევამოწმოთ პრაქტიკაში ჩვენი იდეები.
იმისათვის, რომ როლური თამაშის მეთოდის გამოყენებას მაქსიმალური სარგებელი მოჰყვეს, შემოთავაზებული სიტუაციები შეძლებისდაგვარად უნდა ასახავდნენ რეალობას. ინსტრუქცია დეტალურად უნდა აღწერდეს სიტუაციის ყველა ასპექტს. მონაწილეებს საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთი შეხედულებებისამებრ შეასრულონ როლები.
როლური თამაშის დროს მონაწილეთა ამოცანაა, შექმნან ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებისათვის დამახასიათებელი ქცევითი მოდელები. სწორედ ეს ქცევა, და არა მათი მსახიობური მონაცემები და ტალანტები, უნდა იქცეს შემდგომ ჯგუფის დისკუსიის თემად, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს მათ გამოსვლას. როლურ თამაშს მეტი ეფექტი ექნება, თუ არის მისი ვიდეოჩანაწერის გაკეთების და შემდეგ განხილვის საშუალება.
ამ მეთოდის გამოყენებისას, პედაგოგმა  უნდა:
  • საგულდაგულოდ შეიმუშაოს გეგმა;

  • კორექტულად გამოიყენოს ეს მეთოდი;

  • შეეცადოს, შექმნას მცირე ჯგუფები;

  • შეიტანოს შემოქმედებითი ელემენტები;

  • აუცილებლად შეუცვალოს მონაწილეებს სახელები.
უპირატესობები:
  • მიღებული გამოცდილების შენარჩუნების პერიოდი ხანგრძლივია;

  • სასიამოვნო პროცესია;

  • ხელს უწყობს ემპატიის (თანაგანცდა) განვითარებას;

  • შესაძლებელია გაგება და დანახვა იმისა, როგორ იქცევიან სხვა ადამიანები;

  • გაცნობიერება იმისა, თუ ვინ როგორ მოიქცეოდა კონკრეტულ სიტუაციაში;

  • უსაფრთხოება დაცულია.
ნაკლია:
  • ხელოვნურობა;

  • მონაწილეების მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება;

  • ფასდება გამოსვლა და არა პრობლემა;

  • შეიცავს რისკის ელემენტებს.

Sunday, April 2, 2017

მეთოდი „პრეს-ი“

მეთოდიპრეს-“ (PRES — P-osition, R-eason, E-xample, S-olution ანუ
პოზიცია, დასაბუთება, მაგალითი, დასკვნა)

PRES “-ის მეთოდს იმ შემთხვევებში იყენებენ, როდესაც განსახილველ პრობლემას-
თან დაკავშირებით საჭიროა პოზიციის ჩამოყალიბება, დასაბუთება და მკაფიოდ და
მოკლედ გამოთქმა.
PRES “-ის მეთოდს შემდეგი სტრუქტურა და ეტაპები აქვს:
1.      პოზიციაიწყება სიტყვებით: მიმაჩნია, რომ...
(გამოთქვით თქვენი მოსაზრება, ახსენით, რას გულისხმობთ);
2.      დასაბუთებაიწყება სიტყვებით: ... რადგან...
(თქვენი პოზიცია არგუმენტებით გაამყარეთ);
3.      მაგალითიიწყება სიტყვებით: .. მაგალითად, ...
(ჩამოთვალეთ თქვენი მტკიცებულებების მხარდამჭერი ფაქტები, რომლებიც თქვენს,
პოზიციას გაამყარებს);
4.      დასკვნა იწყება სიტყვებით:  …... ამდენად, მიმაჩნია, რომ...





(თქვენი მოსაზრებები განაზოგადეთ, გამოიტანეთ დასკვნები, შეაჯამეთ);