Saturday, February 9, 2019

მეთოდი „მოსაზრებების შკალის“


„მოსაზრებების შკალის“ მეთოდი „აირჩიე პოზიციის“ მეთოდის ერთ-ერთი სახეობაა.
მოსაზრებების შკალა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სკუთარი პოზიცია და არგუმენტები უფრო მოქნილად წარმოადგინონ ინდივიდუალურად ან გარკვეულ ჯგუფში
მუშაობისას. ეს არის პირადი არჩევანისა და პოზიციის დაფიქსირების ძალიან მნიშვნელოვანისაკითხი.

მუშობის თანმიმდევრობა:

•          ჩამოაყალიბეთ კითხვა ან პრობლემა, რომლის შესახებაც მონაწილეები საკუთარ
პოზიციას გამოთქვამენ. მაგალითად: „სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს განათლების მიღების თანაბარ ხელმისაწვდომობას“.
•          მონაწილეებს შესათავაზეთ, დაფიქრდნენ ამ მოსაზრებაზე და გადაწყვიტონ,
ეთანხმებიან თუ არა მას და რატომ.
•          საკლასო ოთახის ნებისმიერ თავისუფალ ადგილას (მაგალითად, დაფასთან)
იატაკზე გაავლეთ ხაზი – „მოსაზრებების სკალა“. მონაწილეებს საკუთარი პოზიციის
განსაზღვრაში დაეხმარება სკალის თავში, შუაში და ბოლოში განთავსებული პლაკატები წარწერები: „ვეთნხმები სრულიად - 100%-ით“, „ვეთანხმები ნაწილობრივ - 50%-ით, „არ ვეთანხმები – 0%“.
მონაწილეებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, რამდენად ეთანმებიან მოცემულ დებულებას:
85%-ით, 79%-ით, 45%-ით, 5%-ით და ა. შ.
•          მონაწილეებს შესთავაზეთ, „მოსაზრებების შკალაზე“ დაიკავონ ადგილი და
განიხილონ გვერდით მდგომ „მეზობელებთან“ რატომ არიან ისინი აქ?
•          მონაწილეებს შესთავაზეთ, განმარტონ თავიანთი პოზიცია და ახსნან საკუთარი
არჩევანი. მონაწილეებს ჰკითხეთ: „რატომ ხართ აქ?“ მოისმინეთ სხვადასხვა პოზიციის
წარმომადგენლების დასაბუთებები.
•          მას შემდეგ, რაც ყველა დასაბუთებას მოისმენთ, მონაწილეებს მიეცით უფლება, სურვილის შემთხვევაში, შეიცვალონ პოზიცია; თან ახსნან, რა არგუმენტებმა შეაცვლევინა მათ პოზიცია.

•          შეაჯამეთ შედეგები. მოსწავლეებს შეთავაზეთ, დასკვნები ჩამოაყალიბონ.

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო და სახალისო აქტივობებია.მეც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს გაკვეთილებზე. მადლობა დიდი თამარ და წარმატებებს გისურვებ.

    ReplyDelete