კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაბი

               კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

შეხვედრის ორგანიზატორის ( ქოუჩი)  სახელი და გვარი:  ქსნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ კასრაძე
შეხვედრის / შეხვედრების თემა:    სასწავლო ელექტრონული რესურსებისა  და საგანმანათლებლო ბლოგის შექმნა-გამოყენება სასწავლო პროცესში. 


შეხვედრის მიმდინარეობის აღწერა
შეხვედრა №1
შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა - 5
თარიღი
15/04/2019                 14:00სთ. – 16:00სთ.
შეხვედრის მიზანი
მონაწილე პედაგოგებმა შეძლონ ორგანიზატორი მასწავლებლის ინსტრუქციების შესაბამისად blogger. Com-ზე რეგისტრაცია და მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა. ასევე გვერდების შექმნა და გამოქვეყნება, პოსტის მომზადება და რედაქტირება.
აქტუალობა
    აქტუალურობა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა რთული და მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლა მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.  პედაგოგის საქმიანობის წარმართვისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფლობა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. ციფრულ ეპოქაში მასწავლებლის როლი შეიცვალა. მასწავლებელი სასწავლო კურსებს ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით უნდა გეგმავდეს. ამისთვის კი თავად მასწავლებელი სათანადოდ უნდა იცნობდეს თანამედროვე საგანამანათებლო ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.  
მაგრამ  მიუხედავად ამისა , პედაგოგთა უმრავლესობას აქვს პრობლემა და უჭირთ შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობა.

სამუშაო შეხვედრის ძირითადი  ეტაპები

ü  მინი-დისკუსია "რისთვის გვჭირდება ელექტრონული პლატფორმა.
ü   მონაწილე მასწავლებლების blogger. Com-ზე რეგისტრაცია;
ü    მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა;
ü   გვერდების (გაჯეტების დამატება ) შექმნა და გამოქვეყნება;
ü  ბლოგის დიზაინი;
ü  პოსტის მომზადება და რედაქტირება.


შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა
 შეხვედრაზე  ბლოგის ელექტრონული პორტფოლიოს შექმნით  იზრდება მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით; იზრდება მათი ჩართულობა და ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება;       

შეხვედრის ეფექტიანობა
 კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებას, მობილიზებასა და შექმნას. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე კოლეგებისთვის შემეთავაზებინა ამ თემაზე სამუშაო შეხვედრები.  სამუშაო შეხვედრები ემსახურება თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და  საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.
მოსალოდნელი შედეგი
ბლოგის საშუალებით მასწავლებლები  შექმნიან ინფორმაციის ონლაინ საცავს.  განათავსებენ მასალას,შეინახავენ, მოახდენენ მათ რედაქტირებასან  და გაუზიარებენ  სხვა კოლეგებს.



  
შეხვედრის ორგანიზატორი პედაგოგი : თამარ კასრაძე




კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
შეხვედრის ორგანიზატორის ( ქოუჩისახელი და გვარი:  ქსნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ კასრაძე
შეხვედრის / შეხვედრების თემა:    სასწავლო ელექტრონული რესურსებისა  და საგანმანათლებლო ბლოგის შექმნა-გამოყენება სასწავლო პროცესში.

შეხვედრის მიმდინარეობის აღწერა
შეხვედრა №2
შეხვედრის ხანგრძლივობა  2 საათი
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა - 5
თარიღი
19/04/2019                 14:00სთ. – 16:00სთ.
შეხვედრის მიზანი
მონაწილე მასწავლებლებმა აიმაღლონ  პროფესიული ცოდნა, გაეცნონ  სასწავლო ელექტრონული რესურსებს და შექმნან სასწავლო რესურსები www.kubbu.com-ის საშუალებით.

აქტუალობა
   სკოლა მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.  პედაგოგის საქმიანობის წარმართვისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფლობა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.ყველა პედაგოგმა ვიცით, რომ სასწავლო რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება პასუხობს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას. ამ დროს სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე კოლეგებისთვის შემეთავაზებინა ამ თემაზე სამუშაო შეხვედრებისამუშაო შეხვედრები ემსახურება არა მარტო სასწავლო რესურსის შექმნისა და მისი გამოყენების არეალს, არამედ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და  საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი  ეტაპები

ü  მონაწილეები შეძლებენ შექმნან დომინოს ტიპის ელექტრონული რესურსი;
ü  სურათებიანი ტესტი;
ü  კატეგორიებად დამაჯგუფებლები.
ü  სხვადასხვა პასუხიანი ტესტის შექმნა სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით;
ü  შექნილი რესურსის გააზიარება  საკუთარ ბლოგზე .

შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა
 შეხვედრაზე  ელექტრონული რესურსის შექმნით და ვგამოყენებით   იზრდება მოსწავლეთა, მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით; იზრდება მათი ჩართულობა და ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება;       

შეხვედრის ეფექტიანობა
შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ შექმნან სხვადასხვა ტიპის ელექტრონული რესურსი.სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.  ეფექტურად შქმნილი ელექტრონული რესურსი ასევე ემსახურება სასწავლო პროცესის  გამდიდრება-გამრავალფეროვნებას.





კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
შეხვედრის ორგანიზატორის ( ქოუჩისახელი და გვარიქსნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ კასრაძე
შეხვედრის / შეხვედრების თემა:    სასწავლო ელექტრონული რესურსებისა  და საგანმანათლებლო ბლოგის შექმნა-გამოყენება სასწავლო პროცესში.


შეხვედრის მიმდინარეობის აღწერა
შეხვედრა №3
შეხვედრის ხანგრძლივობა  2 საათი
ნაწილე მასწავლებლების რაოდენობა - 5
თარიღი
25/04/2019                 14:00სთ. – 16:00სთ.
შეხვედრის მიზანი
მონაწილე მასწავლებლებმა აიმაღლონ  პროფესიული ცოდნა, გაეცნონ  სასწავლო ელექტრონული რესურსებს და შექმნან სასწავლო რესურსებს
 PowerPoint  -საშუალებით; შეისწავლიან რესურსის შექმნის ელემენტებს .

აქტუალობა
ყველა პედაგოგმა ვიცით, რომ სასწავლო რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება პასუხობს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას. ამ დროს სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო. იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია. იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, მაღლდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები. აქედან გამომდინარე, კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებას, მობილიზებასა და შექმნას. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე კოლეგებისთვის შემეთავაზებინა ამ თემაზე სამუშაო შეხვედრები.  სამუშაო შეხვედრები ემსახურება არა მარტო სასწავლო რესურსის შექმნისა და მისი გამოყენების არეალს, არამედ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და  საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.


სამუშაო შეხვედრის ძირითადი  ეტაპები

ü  მონაწილეები შეძლებენ შექმნან PowerPoint –ის ელექტრონული რესურსი;
ü  შეიქმნას ფოტო-მასალით პრეზენტაცია;
ü   სურათების ჩასმა და წარწერების გაგკეთება;
ü   მელოდიის  შერჩევა და დადება სლაიდზე;
ü  სლაიდზე ვიდეოს ჩასმა და ხმის რედაქტირება;.
ü  ელექტრონული გიფების ჩასმა;
ü  დიაგრამების ,სქემების შექმნა ;
ü  ელექტრონული წიგნის შექმნა;
ü  შექნილი რესურსის გააზიარება  საკუთარ ბლოგზე .

შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა
 
მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარება.
რესურსების  შექმნა PowerPoint  -შიმასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო რესურსის დამუშავებისას ან შექმნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რა ემოციურ განწყობას უქმნის ესა თუ ის რესურსი მოსწავლეს, განაწყობს თუ არა პოზიტიურად.
მასწავლებელმა  უნდა განსაზღვროს რესურსის ტიპების აუცილებლობა და მისი გამოყენების არეალი, ამასთანავე მასთან მჭიდრო კავშირშია რესურსის შეფასება და მისი რუბრიკების ცოდნა.
შეხვედრის ეფექტიანობა
შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ შექმნან სხვადასხვა ტიპის ელექტრონული რესურსი.სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.  ეფექტურად შქმნილი ელექტრონული რესურსი ასევე ემსახურება სასწავლო პროცესის  გამდიდრება-გამრავალფეროვნებას.



                                      




                                      

  


               








  











No comments:

Post a Comment