Tuesday, November 29, 2016


24 ნოემბერს სამოქალაქო კლუბ ,, გეორგიანას" წევრბი იმყოფებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში სტუმრად, ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, ასევე ევროპული ღირებულებების როლზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


 

                                                

კლუბ ,, გეორგიანას " წევრებმა გადაწყვიტეს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობის, მიღებული გამოცდილების შემდეგ , სკოლაში ჩაატარონ პრეზენტაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, ასევე ევროპული ღირებულებების როლზე ,რათა დაიმსხვრეს საზოგადოებაში არსებული მითები და მათ თანატოლებს ,საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს სწორი ხედვა ევროკავშირის მიმართ.

Sunday, November 13, 2016

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან 16 ნოემბერთან დაკავშირებით სამოქალაქო კლუბ ,, გეორგიანას " ინიციატივით გთავაზობთ გამოწვევას სკოლების ,სამოქალაქო კლუბების წევრებს შექმენით სლოგანი ,ან გადაიღეთ ფოტო ან დახატეთ ნახატი თემაზე : ,, ჩვენი თვალით დანახული ტოლერანტობა" .
თქვენს მიერ შესრულებული ნამუშევრები გადმოგვიგზავნეთ ფოსტაზე tamkasradze@gmail.com -ზე ან ფეისბუკზე. ნამუშევრები გამოქვეყნდება სპეციალურად შექმნილ გვერდზე ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - ,,მოექეცი სხვა ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ" https://www.facebook.com/%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%8…/…
ერთობლივი ძალებით ხელი შევუწყოთ ადამიანების თვითშეგნების ამაღლებას და მათ ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას. ტოლერანტობა მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებელი პირობაა.