სამოქალაქო განათლების საწრეო მუშაობის მიზნები,პროგრამა და რეფლექსია


         
                                         საწრეო  მუშაობის დასახელება და მიზნები

       სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერების მიზნით შევქმენით სამოქალაქო განათლების წრე .  შევურჩიეთ სახელწოდება   ,, დემოკრატია იწყება ჩემით ,  აქედან    გამომდინარე  მოსწავლეები  შეისწავლიან და გაიაზრებენ დემოკრატიის მნიშვნელობას , შეიტყონენ უფრო მეტ ინფორმაციას  სახელმწიფოს მოწყობის, კონსტიტუციური სისტემის, პიროვნული განვითარების, რელიგიების ,კონფლიქტების მშვიდობიანი  მოგვარების გზების , ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის  შესახებ, გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები  და ისწავლიან როგორ გახდნენ აქტიური მოქალაქეები. გამოვიყენებ ხალისიან და საინტერესო სწავლებოს მეტოდებს,როგორიცაა  გონებრივი იერიში, პრეზენტაცია,პროექტული სწავლება,ფილმების ჩვენება/დისკუსიების მოწყობა.როლური თამაში და სხვა. საწრეო მუშაობა ტარდება კვირაში ერთხელ,სამშაბათობით 15სთ.30წთ    


სამოქალაქო განათლების წრის მუშაობის გეგმა :

თემები :
თარიღი :
დრო :
1. პიროვნების არსი,იდენტობა,სოციალიზაცია და პიროვნული განვითარება.

26.09
14.30 სთ
2.პიროვნების ადგილი და როლი საზოგადოებასი.

3.10
14.30 სთ
3.აქტიური მონაწილეობის ფორმები

10.10
14.30 სთ
4.ეფექტური კომუნიკაცია.; აქტიური მოსმენის ტექნიკა

17.10
14.30 სთ
5ლიდერობა;.გადაწყვეტილების მიღება

24.10
14.30 სთ
6. .კულტურ ა და მისი მრავალფეროვნება

31.10
14.30 სთ
7 .რელიგია როგოეც კულტურის ფენომენი

7.11
14.30 სთ
8 .სტერეოტიპები

21.11
14.30 სთ
9. თანასწორება; ტოლერანტობა.

28.11
14.30 სთ
10. .დისკრიმინაცია,დისკრიმინაციის სახეები

5.12
14.30 სთ
11.პიროვნული და საზოგადოებრივი

12.12
14.30 სთ
12. ადამიანის უფლებები,მათი განვითარების ეტაპები

19.12
14.30 სთ
13. კონფლიქტებისახელმწიფო; სახელმწიფო მმართველობა,ნიშნები,ფუნქციები და მისი მოწყობა.სახელმწიფოე მმართველობის ფორმები

25.12
14.30 სთ
14;  დემოკრატია,დემოკრატიის პრინციპები და თვისებები.

26.12
14.30 სთ





სამოქალაქო განათლების წრის მუშაობის რეფლექსია :
     სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერების მიზნით შევქმენი  სამოქალაქო განათლების წრე .  შევურჩიეთ სახელწოდება   ,, დემოკრატია იწყება ჩემით ,  აქედან    გამომდინარე  ჩემი მიზანი იყო ,რომ მოსწავლეებს უფრო მეტი ინფორმაცია   შეესწავლათ და გაეთავისებინათ დემოკრატიის როლზე . გაცნობოდნენ  დემოკრატიის პრინციპებს, კონსტიტუციური სისტემს, პიროვნული განვითარებს, რელიგიების ,კონფლიქტების მშვიდობიანი  მოგვარების გზებს , ადამიანის უფლებებს  და ტოლერანტობის  შესახებ მასალებს .
  წრის მუშაობის პროფილი, მისი მიზანი, სრულყოფილად არის წარმოდგენილი თემების/საკითხების ჩამონათვალ საწრეო პროგრამაში.წრის მუშაობა შედგებიდა
2017/2018 სასწავლო წლის ყოველ სამშაბათს.
მოსწავლეებათვის  შესასწავლი საკითხის უკეთ ათვისებისათვის,   გააზრებისათვის,  ესგით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების დაძლევის მიზნით გამოვიყენე სახვადასხვა სახის რესურსები .(მაგ.ელექტრონული რესურსი სამოქალაქო განათლება ყველასათვის; პრაქტიკული სამართალი; სამოქალაქო განათლების აბიტურიენტა  სახელმძღვანელო; ვიდეო რგოლები,პრეზენტაციები) 
 წრის მუშაობისას აღინიშნებოდა მოსწავლეების დიდი მონდომება და ინტერესი, მათი მოთხოვნილებები, საჭიროებები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და  მოტივაცია . სამოქალაქო განათლების წრეს ძირითადად ესწრებოდა IX – X კლასისი მოსწავლეები.
დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო, გაუმჯობესდა წრეში მონაწილე   მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური დონის განვითარება; ხელი შეუწყო  შეძენილი  ცოდნის განმტკიცება - გაღრმავებას და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მოსწავლეთა სოციალური და მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას; შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას;
  რაიმე სერიოზული დაბრკოლების წინაშე არ აღმოვჩენილვართ, რამეთუ მუშაობა მიმდინარეობდა გაწერილი   სამუშაო განრიგის მიხედვით,  ყველაფერი დროში იყო გაწერილი, მაგრამ მუშაობის პროცესმა მიჩვენა რომ მსგავს სამუშაოს უფრო მეტი დრო სჭირდება. ანალოგიურ შემთხვევაში მსგავსი სამუშაოსათვის მეტ დროს გამოვყოფ. ასე, რომ პროგრამის სამუშაო განრიგის მოდიფიცირებას მომავალში დროის მიხედვით განვახორციელებ.
  ჩემი აზრით, მიზანი მიღწეულია, ამ ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესი დაკმაყოფილებულია . განხილული საკითხები/დამუშავებული თემები მოსწავლეებს ეხმარებოდა ცოდნის გაღრმავებაში, განხორციელებული აქტივობები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო მოსწავლეებისათვის.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1439148582867620&set=pcb.1439148949534250&type=3&theater





No comments:

Post a Comment