Saturday, June 29, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


                      როგორ  გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა
          სასწავლო პროცესში  პროექტული სწავლების გამოყენებით   
                                                                                            


                                            მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
             ქსნის საჯარო   სკოლის სამოქალაქო განათლების  მასწავლებელი

                                                                                თამარ კასრაძე
                                                                                       2019 წელი
                                                      

გადადით ბმულზე


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ( თამარ კასრაძე) - https://docs.google.com/document/d/e/2PACX-1vSgTVvTpvKb0F0LLA2qLI175AeSiTgGUNphOK0wuFDjAoOuoc1YC0AYpE0isq6uYNcwSAWL5-P0mrBs/pub


Wednesday, June 26, 2019

სახელმძღვანელოს ლინკები ,,მოქალაქეობა '' 7 კლასი


კოლეგებო, გთხოვთ, გადახედოთ სამოქალაქო განათლების გრიფირებულ სახელმძღვანელოებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი


https://drive.google.com/drive/my-drive

https://drive.google.com/drive/my-drive

https://drive.google.com/drive/my-drive

Wednesday, May 22, 2019

როგორც ერთი ხე, ბალახი ან ცხოველი განსხვავდება მეორისგან, ყველა თავისებურ მოვლას მოითხოვს და ყველას ერთნაირად ვერ მოიხმარს კაცი, ასევე განსხვავდება ერთიმეორისგან ადამიანის ათასგვარი ნიჭიც. რასაკვირველია, არსებობს იშვიათად ისეთი ბედნიერიც, რომელსაც ყველაფერი ეადვილება, მაგრამ ისეთიც ბევრია, რომელიც ერთი რომელიმე საგნისადმი საკვირველ სიბრმავეს და გაუგებრობას იჩენს. ზოგი არწივია განყენებულ მეცნიერებათა სფეროში, მაშინ როდესაც პრაქტიკული მოღვაწეობის ასპარეზზე იგი ისეთ ნიჭს იჩენს, როგორსაც ვირი – არღნის დაკვრაში; ზოგი ყველაფერში ნიჭიერია, მაგრამ მუსიკა სრულებით არ ემარჯვება, ან მათემატიკა, ან პოეზია ან ლოგიკა და სხვა” (დ. უზნაძე).

Thursday, March 7, 2019

საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლა ქსნის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ივნისში,რომელიც მიზნად ისახავს  ფილმების ჩვენება - განხილვით განავათაროს სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები მოსწავლეებში .






Saturday, March 2, 2019

გასასვლელი ბილეთი


                                    გასასვლელი  ბილეთი
რა იყო გაკვეთილის მიზანი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
        3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,რაც ამ გაკვეთილიდან დამამახსოვრდა:
1. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა დამეხმარება რეალურ ცხოვრებაში :----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Monday, February 25, 2019

ოჯახური ძალადობა



                                                 

ოჯახური  ძალადობ


 


     ოჯახში ძალადობა არის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმა. იგი სამწუხაროდ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობის, მკვლელობების, ფიზიკური ანგარიშსწორების,  აგრესიის სხვა გამოხატულებები უარყოფითად ისახება საზოგადოების ნორმალურ განვითარებაზე.
    სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ქალთა 72%, ხოლო ბავშვთა 58% ოჯახური    ძალადობის მსხვერპლია. ალბათ დამეთანხმებით რომ საგანგაშო მონაცემებია. უფრო მეტიც, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების 21% ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.
     ძალადობის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს გენდერული უთანასწორობა, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულება, ახალგაზრდების ინტელექტუალის ნაკლებობა , საოჯახო საქმეებში ქალის ტრადიციული როლის დომინირება. ინდივიდის ნაკლები ჩართულობა საზოგადოების ცხოვრებაში, აქტიური მოქალაქეობის იდეის დეფიციტი , განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე.
AdvertisementsTop of Form
     ოჯახში ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და თანამედროვე საზოგადოების ერთ– ერთი ურთულესი სოციალური და სამართლებრივი გამოწვევაა. 2012 წლის მაისში, საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობა გახდა კრიმინალიზებული დანაშაული.
     საკმაოდ რთულია ამ პრობლემის გადაჭრა, მსხვერპლს ეშინია აღიაროს რომ მასზე ძალადობენ. რადგანაც  საქართველოში ჯერ კიდევ არის მენტალობა რაც ოჯახში ხდება მის ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდესთუმცა დროთა განმავლობაში მაინც შესაძლებელი. ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის უმნიშვნელოვანესია ადრეული პრევენცია, რაც გულისხმობს მოქალაქის პიროვნებად ჩამოყალიბების ეტაპზე მისი შეგნების ფორმირებისთვის სწორი მიმართულების მიცემას.ყველა იმ უწყების თანაბარი ჩართულობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ოჯახური ძალადობის თემის პროპაგანდირება და მისი დაგმობა, ასევე სინათლის შუქზე დამნაშავის გამოყვანა პრობლების მოგვარების აუცილებელ წინაპირობაა. სკოლის მოსწავლეთათვის სამოქალაქო ღირებულებების სწავლება, მათში ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისა და კომპრომისის მიღწევის მეთოდების ჩამოყალიბება, ცხოვრებაში საზოგადოების წევრთა აქტიური მონაწილეობა და კანონმორჩილი მოქალაქის შეგნების ფორმირება მნიშვნელოვანია ,რადგანაც  ეს იდეა ჩაანაცვლებს იმედგაცრუებული, უპასუხისმგებლო, სხვის იმედზე მყოფი და აგრესიულად განწყობილი მოქალაქის უარყოფით მაგალითს. სოციალიზაციის ამ იდეას ემსახურება სამოქალაქო განათლების მეშვეობით დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების სწავლება.
     ძალადობა დესტრუქციულ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებაზე. ადამიანის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ძალადობისგან თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში. შესაბამისად, ძალადობა მნიშვნელოვნად აფერხებს პიროვნების უნარს, ხელი შეუწყოს საკუთარი ოჯახისა და საზოგადოების ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ წინსვლას.
  დაბოლოს, როგორც ჰენრი მარში იტყოდა: სახელმწიფო მყარ ოჯახზეა დაფუძნებული. თუ ოჯახში პრობლემაა, სახელმწიფო იწყებს დაშლას, ნგრევას, ნაკუწ-ნაკუწ იფლითება დაბოლოს ისე გაქრება, თითქოს არც არადროს უარსებია.