სამოქალაქო განათლების სწავლებისა და საგანმანათლებლო ბლოგის მიზნები

სამოქალაქო განათლება საგანია, რომელიც ჩვენს სკოლებში უკვე დიდი ხანია ისწავლება და მისი მიზანი არა მხოლოდ ის არის, რომ მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყონ სახელმწიფოს მოწყობის, კონსტიტუციური სისტემის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, არამედ ეს საგანი ხელს უწყობს მათ, თავად გახდნენ აქტიური მოქალაქეები. აქტიური მოქალაქეობა არის ადამიანის ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებაში და მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებებისა და კანონის პატივისცემის გზით და ძალადობის გარეშე.
 ჩემი საგანმანათლებლო  ბლოგის მიზნებია ხელი შევუწყო სამოქალაქო განათლების სწავლებას სხვადასხვა სასწავლო მეთოდების დაგეგმით და განხორციელებით.დავეხმარო მოსწავლეებს გაითავისონ და მეტი გამოცდილება მიიღონ სხვადასხა აქტივობებში  ჩარტულობით. უფრო ხალისიანი და საინტერესო გავხადო სამოქალაქო განათლების სწავლება,როგორიცაა  გონებრივი იერიში, პრეზენტაცია,პროექტული სწავლება,ფილმების ჩვენება/დისკუსიების მოწყობა.როლური თამაში და სხვა.

1 comment: