საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობის რეფლექსია


                     საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობა


 სამოქალაქო განათლება საგანია, რომელიც ჩვენს სკოლებში უკვე დიდი ხანია ისწავლება და მისი მიზანი არა მხოლოდ ის არის, რომ მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყონ სახელმწიფოს მოწყობის, კონსტიტუციური სისტემის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, არამედ ეს საგანი ხელს უწყობს მათ, თავად გახდნენ აქტიური მოქალაქეები. აქტიური მოქალაქეობა არის ადამიანის ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებაში და მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებებისა და კანონის პატივისცემის გზით და ძალადობის გარეშე.
    ჩემი საგანმანათლებლო  ბლოგის მიზნებია ხელი შევუწყო სამოქალაქო განათლების სწავლებას სხვადასხვა სასწავლო მეთოდების,რესურსების  დაგეგმით და განხორციელებით.დავეხმარო მოსწავლეებს გაითავისონ და მეტი გამოცდილება მიიღონ სხვადასხა აქტივობებში  ჩარტულობით. უფრო ხალისიანი და საინტერესო გავხადო სამოქალაქო განათლების სწავლება,როგორიცაა  გონებრივი იერიში, პრეზენტაცია,პროექტული სწავლება,ფილმების ჩვენება/დისკუსიების მოწყობა.როლური თამაში და სხვა.
   ინტერნეტ მისამართზე განთავსებული http://inteltamarkasradze.blogspot.com/      არის ქსნის საჯარო სკოლის   სამოქალაქო განათლების პედაგოგის  თამარ კასრაძის  მოქმედი ბლოგი რომელსაც  49000 ნახვა აქვს ,  რომელზეც დადასტურებულია ავტორის  ვინაობა,განთავსებულია СV .  ბლოგზე არის განთავესბული   სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლებისათვის სხვადასხვა  მეთოდები,სხვადასხვა  რესურსები : ტესტები,პრეზენტაციები ,თემატურ მასალას,გაკვეთილის გეგნებს და პროექტებს, საინტერესო ბმულებს,სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკა და სხვა. აგრეთვე ,ბლოგზე წარმოდგენილია კატეგორიებად დაყოფილი მნიშვნელოვანი ვებ-გვერდები,მასზე ორგანიზებულია საწყის გვერდზე  აღნიშნული ბლოგის მიზანი და შინაარსი.
 ჩემს ბლოგზე აგრეთვე,განტავსებულია კოლეგების უკუკავშირი ,სადაც მასწავლებლები გამოხათავენ საკუთარ მოსაზრებებს და იყენებენ განთავსებულ მასალის შესახებ .


No comments:

Post a Comment