მოგზაურობა ევროპის დიდ სამყარო
მასწავლებელი თამარ კასრაძე
კლასი7,8
მიმართულება - ინტელექტუალური/შემეცნებითი
სკოლა: სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლა
მოსწავლეებს,საზოგადოებას აქვთ მცირე,ან არასწორი ინფორმაცია ევროპული მიდგომების შესახებ ,არსებობს უამრავი მითები ევროპულ ღირებულებების შესახებ ,რაც იწვებს მოსწავლეთა ცნობიერების დაბალ ხარისხს და უამრავ სტერეოტიპებს საზოგადოებაში. მოსწავლეებში ამაღლდეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის,ევროპული ღირებულებების შესახებ ცნობიერება,რათა მოსწავლეთა მხრიდან მოხდეს სწორი ხედვების ჩამოყალიბება.
ევროპა
დღეს ,14 ივნისს დავიწყეთ ქსნის საჯარო სკოლაში
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში შეხვედრა ,სადაც განხილული იყო ევროპის შექმნის ისტორია,ევროპული ღირებულებების და ევროინტეგრაციის მნიშვნელობა.შეხვედრა ჩატარადა მინი -ლექციის და კითხვა -პასუხის რეჟიმში. საზაფხულოდ მოსწავლეებს დაევალათ აწარმოონ კვლევა თემში ,,რას ნიშნავს ევროპელი მოქალაქე".ახალ სასავლო წელს გნახლდება პროექტის საინტერესო აქტივობების განხორციელება.
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში შეხვედრა ,სადაც განხილული იყო ევროპის შექმნის ისტორია,ევროპული ღირებულებების და ევროინტეგრაციის მნიშვნელობა.შეხვედრა ჩატარადა მინი -ლექციის და კითხვა -პასუხის რეჟიმში. საზაფხულოდ მოსწავლეებს დაევალათ აწარმოონ კვლევა თემში ,,რას ნიშნავს ევროპელი მოქალაქე".ახალ სასავლო წელს გნახლდება პროექტის საინტერესო აქტივობების განხორციელება.
მინი-ლექცია და სლოგანების შედგენა ევროპაზე
20 სექტემბერს განვაახლეთ თავისუფალი გაკვეთილები ,,მოგზაურობა ევროპის დიდ სამყაროში", სადაც ჩართული იყო VII -VIII კლასის მოსწავლეები.პროექტის განხორციელებისას მოეწყო მინი ლექცია ევროპის და ევროინტეგრაცისს მნიშვნელობის შესახებ, შემდგომ მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები წარმადგინეს ნახატებისა და სლოგანების მეშვეობით.
ჯგუფების მიერ ინფორმაციის მოძიება , დახარისხება
და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა .
27 სექტემბერს ჩავატარე თავისუფალი გაკვეთილი ევროპაზე . მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია გერმანიის და საფრანგეთის შესახებ.გაეცვნენ მათ ისტორიას და კულტურას ,
VII - VIII კლასის მოსწავლეებმა ინფორმაცია ჯგუფებში განიხილეს და პრეზენტაციების სახით წარმოდგინეს.
თავისუფალი გაკვეთილები ,,მოგზაურობა ევროპის დიდ სამყაროში", სადაც ჩართული იყო VII -VIII კლასის მოსწავლეები.პროექტის განხორციელებისას მოეწყო მინი ლექცია ევროპის და ევროინტეგრაცისს მნიშვნელობის შესახებ.
ევროპის დროშების შექმნა
თავისუფალი გაკვეთილი ევროპაზე
მოსწავლეებმა ხალისით შექმნეს ევროპის რამდენიმე ქვეყნის დროშა.
მოსწავლეებმა ხალისით შექმნეს ევროპის რამდენიმე ქვეყნის დროშა.
ინფორმაციის მოძიება ევროპის სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობის შესახებ.,
გრძელდება თავისუფალი გაკვეთილები ევროპაზე ...
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს პრეზენტაციები . გაეცნენ ევროპის სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას,მიიღეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულების და ერთიანი ბაზრის სისტემის მნიშვნელობაზე .
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს პრეზენტაციები . გაეცნენ ევროპის სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას,მიიღეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულების და ერთიანი ბაზრის სისტემის მნიშვნელობაზე .
ინფორმაციის მოძიება ევროპის სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობის შესახებ. ერთიანი ბაზრის არსებობის მნიშვნელობა.
მოსწავლეები თავისუფალ გაკვეთილების ფარგლებში გაეცვნენ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ მიდგომას ერთიანი შიდა ბაზარის არსებობის შესახებ, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე.საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი. 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს
.
პრეზენტაცია ბელგიის შესახებ
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებმა ვირტუალურად შეძლეს ემოგზაურათ და გაცნობოდნენ ევროპის ქვეყანას ბელგიას.მოამზადეს პრეზენტაცია ბელგიის შესახებ.გაეცვნენ ქვეყნის მდებარეობას,რელიეფს, ბუნებრივ რესურსებს,მმართველობის ფორმებს,სიმბოლიკებს,ეკონომიკას,განათლების სისტემებს,ტრადიციებს და ღირსშესანიშნაობებს. ყველაზე დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოხატეს ევროპის მინი-პარკის მიმართ.მინი-ევროპაში თავმოყრილია ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ღირსშესანიშნაობა 25 ჯერ შემცირებული ზომით.
და დღეს მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ.ისინი გაეცვნენ უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ბევრი დარღვევებს მაგ. სხვადასხვა სამომხმარებლო სფეროს, მათ შორის, დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადებული ხელშეკრულებებს, ქუჩაში დადებული ხელშეკრულებებს, შეცდომაში შემყვანი რეკლამა და კომერციული საქმიანობის ,ხელშეკრულების უსამართლო პირობების შესახებ ინფორმაციას. განიხილეს ევროპაში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეგულაციების შესახებ.
პრეზენტაცია
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ვისაუბრეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლ
სიმულაციური თამაში ,,უკმაყოფილო მომხმარებელი"
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში 18 ოქტომბერს მოსწავლეებმა ითამაშეს სიმულაციური თამაში ,, უკმაყოფილო მომხმარებელი".მოსწავლეებისათვის საინტერესო და ხალისიანი აღმოჩნდა თამაში,შემდგომ მათ მოიყვანეს და შეეადარეს საქართველოსა და ევროკავშირში მომხმარებლის უფლებების დაცვის მაგალითები. რესურსად გამოვიყენეთ სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო ,, მოქალაქე და ეკონომიკა".
პრეზენტაცია ,, როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში უვიზოდ".
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ ვიზალიბერალიზაციის არსს, სარგებლიანობას.
ვიდეო სიუჟეტების გამოყენებით გაეცნენ უვიზო მიმოსვლის პირობებს, განიხილეს რა სახის დოკუმენტაციაა საჭირო. მომავალი გაკვეთილისთვის დაიგეგმა ,რომ მოამზადონ საჭირო რესურსები სიმულაციური თამაშისათვის ,,როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში.
ვიდეო სიუჟეტების გამოყენებით გაეცნენ უვიზო მიმოსვლის პირობებს, განიხილეს რა სახის დოკუმენტაციაა საჭირო. მომავალი გაკვეთილისთვის დაიგეგმა ,რომ მოამზადონ საჭირო რესურსები სიმულაციური თამაშისათვის ,,როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში.
სიმულაციური თამაში ,,ვიმოგზაუროთ ევროპაში უვიზოდ".მოსაწავლეებმა წინასწარ მოამზადეს საჭირო დოკუმენტაცია და სურვილი ჰქონდათ ემოგზაურათ თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში საფრანგეთში,საბერძნეთში,იტალიაში,გერმანიში,ბელგიაში და გასცნობოდნენ ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეს ,კულტურას და ღირსშესანიშნაობებს
ფილმის ჩვენება და განხილვა
ფილმის ,, ცხოვრება მშვენიერია '' ჩვენება და განხილვა. ფილმში ასახულია მეორე მსოფლიო ომის დრო, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო. ფილმის დასრულებისას მოსწავლეებმა ისაუბრეს რამხელა საფრთხეების წინაშე იდგა კაცობრიობა. ასევე მეორე მსოფლიოს ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე .მათ გაიაზრეს,თუ რატომ გახდა ევროპის გარკვეული კავშირების შექმნა საჭირო.
პრეზენტაცია ესპაეთის შესახებ
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს ვირტოალურად ემოგზაურად ევროპის ერთერთ ქვეყანაში ესპანეთში. მათ მოამზადეს პრეზენტაციები,გაეცვნენ კულტურას და ღირსშესანიშნაობებს.
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ ევროპის ქვეყნების კულტურას, ისინი ყველაზე მეტად მიხიბლა ფლამენკოს ისტორიამ და ცეკვამ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრის შესახებ, რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო. ფლამენკო ესპანურ, ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის რხევით. მოსწავლეთა შორის გამოჩნდნენ მოხალისეები ,რომლებმას შეასრულეს რამდენიმე ცეკვის ელემენტი.
საუბარი ევროპული ღირებულებების ,, ტოლერანტობის" შესახებ.
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ვისაუბრეთ ევროპული ღირებულებების შესახებ,მოსწავლეთა ყურადღება გავამახვილე ტოლერანტობის , განსხვავებულობის მიღების და მათი თვალით დანახულ მრავალფეროვნებაზე. გამოვიყენე ვიდეო-რგოლი ,, მეგობრები",რომელშიც ასახულია სხვადასხვა სარწმუნოების მოსწავლეთა მეგობრობის შესახებ, მოსწავლეებისთვის საინტერესო და ხალისიანი აღმოჩნდა ამ თემის განხილვა.მოსწავლეებმა გაიაზრეს და ჩამოაყალიბეს ტოლერანტული და არატოლერანტური ქცევები
ევროკავშირის კუთხის მოწყობა და პლაკატის შექმნა ,, ევროპა მითი თუ რეალობა"
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში სკოლაში მოვაწყეთ ევროპის კუთხე და შევქმენით პლაკატი ,, ევროპა მითი თუ რეალობა".
მიზანი მიღწეულია ,ჩვენ ვიცნობთ ევროპას !!!
პროექტი : ,,თავისუფალი გაკვეთილები - მოგზაურობა ევროპის დიდი სამყაროში '' დასასრულს უახლოვდება ,მის ფარგლებში ნასწავლი მასალის შეჯამების მიზნით მოსწავლეებმა შეავსეს ფორმა ,, რა ვიციდი,რა გავიგე ,რა მომეწონა ყველაზე მეტად "
,მოსწავლეებმა დაწერეს თუ რა ისწავლეს ,რა დაამახსოვრდათ ევროპის გაკვეთილებზე. პროექტის მეშვეობით მოხდა ევროპული ღირებულებების ,ევროინტეგრაციის კუთხით ცნობიერების ამაღლება და ცოდნა გაიღრმავეს.
ფილმის ჩვენება და დისკუსია
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ნაჩვენები იქნა ფილმი ,,ძნელად აღსაზრდელები",მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ფილმი და გაეცვნენ სხვა ქვეყნებში სწავლების სხვადასხვა მიდგომებს .ფილმის დასასრულს გაიმართა დისკუსია .ფილმის მთავარი გმირი (მასწავლებელი)
ლოუან ჯონსონი საზღვაო ქვეითია, ის იწყებს მუშაობას ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან კოლეჯში. თავდაპირველად მისთვის აქ მუშაობა რთულია, რადგან მას შეხება აქვს "განსხვავებულ" მოსწავლეებთან, თუმცა მალე ის ხდება მათთვის საყვარელი მასწავლებელი, რომელიც ორიგინალურ ხერხებს იყენებს,რათა მისი გაკვეთილები სასიამოვნო გახადოს.
ლოუან ჯონსონი საზღვაო ქვეითია, ის იწყებს მუშაობას ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან კოლეჯში. თავდაპირველად მისთვის აქ მუშაობა რთულია, რადგან მას შეხება აქვს "განსხვავებულ" მოსწავლეებთან, თუმცა მალე ის ხდება მათთვის საყვარელი მასწავლებელი, რომელიც ორიგინალურ ხერხებს იყენებს,რათა მისი გაკვეთილები სასიამოვნო გახადოს.
No comments:
Post a Comment