Saturday, December 2, 2017

თავისუფალი გაკვეთილები


მოგზაურობა ევროპის დიდ სამყარო
მასწავლებელი  თამარ კასრაძე
კლასი7,8
 მიმართულება - ინტელექტუალური/შემეცნებითი

სკოლასსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლა



    მოსწავლეებს,საზოგადოებას  აქვთ მცირე,ან არასწორი  ინფორმაცია  ევროპული მიდგომების შესახებ ,არსებობს უამრავი მითები ევროპულ ღირებულებების შესახებ ,რაც იწვებს მოსწავლეთა ცნობიერების დაბალ ხარისხს და უამრავ სტერეოტიპებს საზოგადოებაშიმოსწავლეებში ამაღლდეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის პროცესის,ევროპული  ღირებულებების შესახებ ცნობიერება,რათა მოსწავლეთა მხრიდან  მოხდეს  სწორი ხედვების ჩამოყალიბება.

ევროპა
დღეს ,14 ივნისს დავიწყეთ ქსნის საჯარო სკოლაში
 თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში შეხვედრა ,სადაც განხილული იყო ევროპის შექმნის ისტორია,ევროპული ღირებულებების და ევროინტეგრაციის მნიშვნელობა.შეხვედრა ჩატარადა მინი -ლექციის და კითხვა -პასუხის რეჟიმშისაზაფხულოდ მოსწავლეებს დაევალათ აწარმოონ კვლევა თემში ,,რას ნიშნავს ევროპელი მოქალაქე".ახალ სასავლო წელს გნახლდება პროექტის საინტერესო აქტივობების განხორციელება.

მინი-ლექცია და სლოგანების შედგენა ევროპაზე
 20 სექტემბერს განვაახლეთ თავისუფალი გაკვეთილები ,,მოგზაურობა ევროპის დიდ სამყაროში", სადაც ჩართული იყო VII -VIII კლასის მოსწავლეები.პროექტის განხორციელებისას მოეწყო მინი ლექცია ევროპის და ევროინტეგრაცისს მნიშვნელობის შესახებშემდგომ მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები წარმადგინეს ნახატებისა და სლოგანების მეშვეობით.









ჯგუფების მიერ ინფორმაციის მოძიება , დახარისხება
 და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა .
 27 სექტემბერს ჩავატარე  თავისუფალი გაკვეთილი  ევროპაზე . მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია გერმანიის და საფრანგეთის შესახებ.გაეცვნენ მათ ისტორიას და კულტურას , VII - VIII კლასის მოსწავლეებმა ინფორმაცია ჯგუფებში განიხილეს და პრეზენტაციების სახით წარმოდგინეს.

პრეზენტაცია
თავისუფალი გაკვეთილები ,,მოგზაურობა ევროპის დიდ სამყაროში", სადაც ჩართული იყო VII -VIII კლასის მოსწავლეები.პროექტის განხორციელებისას მოეწყო მინი ლექცია ევროპის და ევროინტეგრაცისს მნიშვნელობის შესახებ.
ევროპის დროშების შექმნა

თავისუფალი გაკვეთილი ევროპაზე
მოსწავლეებმა ხალისით შექმნეს ევროპის რამდენიმე ქვეყნის დროშა.

ინფორმაციის მოძიება ევროპის სოციალურეკონომიკურ მდგომარეობის შესახებ.,
გრძელდება თავისუფალი გაკვეთილები ევროპაზე ...
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს პრეზენტაციები . გაეცნენ ევროპის სოციალურეკონომიკურ მდგომარეობას,მიიღეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულების და ერთიანი ბაზრის სისტემის მნიშვნელობაზე .


ინფორმაციის მოძიება ევროპის სოციალურეკონომიკურ მდგომარეობის შესახებერთიანი ბაზრის არსებობის მნიშვნელობა.

მოსწავლეები თავისუფალ გაკვეთილების ფარგლებში გაეცვნენ   ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ მიდგომას  ერთიანი შიდა ბაზარის არსებობის შესახებრომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებსევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანებისსაქონლისსერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიანშიდა ბაზარზე.საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაშისოფლის მეურნეობაშითევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი. 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონაშემოღებარაც ძალაში 2002 წელს შევიდაამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებსრომლებშიც ევრო მოქმედებსმოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს 
.
პრეზენტაცია ბელგიის შესახებ
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებმა ვირტუალურად შეძლეს ემოგზაურათ და გაცნობოდნენ ევროპის ქვეყანას ბელგიას.მოამზადეს პრეზენტაცია ბელგიის შესახებ.გაეცვნენ ქვეყნის მდებარეობას,რელიეფსბუნებრივ რესურსებს,მმართველობის ფორმებს,სიმბოლიკებს,ეკონომიკას,განათლების სისტემებს,ტრადიციებს და ღირსშესანიშნაობებსყველაზე დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოხატეს ევროპის მინი-პარკის მიმართ.მინი-ევროპაში თავმოყრილია ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ღირსშესანიშნაობა 25 ჯერ შემცირებული ზომით.









და დღეს მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ.ისინი გაეცვნენ უკანასკნელ პერიოდშისაქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ბევრი დარღვევებს მაგსხვადასხვა სამომხმარებლო სფეროსმათ შორისდისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადებული ხელშეკრულებებსქუჩაში დადებული ხელშეკრულებებსშეცდომაში შემყვანი რეკლამა და კომერციული საქმიანობის ,ხელშეკრულების უსამართლო პირობების შესახებ ინფორმაციასგანიხილეს ევროპაში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეგულაციების შესახებ.

პრეზენტაცია
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ვისაუბრეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლ











სიმულაციური თამაში ,,უკმაყოფილო მომხმარებელი"


თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში 18 ოქტომბერს მოსწავლეებმა ითამაშეს სიმულაციური თამაში ,, უკმაყოფილო მომხმარებელი".მოსწავლეებისათვის საინტერესო და ხალისიანი აღმოჩნდა თამაში,შემდგომ მათ მოიყვანეს და შეეადარეს საქართველოსა და ევროკავშირში მომხმარებლის უფლებების დაცვის მაგალითებირესურსად გამოვიყენეთ სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო ,, მოქალაქე და ეკონომიკა".
პრეზენტაცია ,, როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში უვიზოდ".
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ ვიზალიბერალიზაციის არსსსარგებლიანობას.
ვიდეო სიუჟეტების გამოყენებით გაეცნენ უვიზო მიმოსვლის პირობებსგანიხილეს რა სახის დოკუმენტაციაა საჭირომომავალი გაკვეთილისთვის დაიგეგმა ,რომ მოამზადონ საჭირო რესურსები სიმულაციური თამაშისათვის ,,როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში.
სიმულაციაური თამაში ,, ვიმოგზაუროთ ევროპაში უვიზოდ"
სიმულაციური თამაში ,,ვიმოგზაუროთ ევროპაში უვიზოდ".მოსაწავლეებმა წინასწარ მოამზადეს საჭირო დოკუმენტაცია და სურვილი ჰქონდათ ემოგზაურათ თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში საფრანგეთში,საბერძნეთში,იტალიაში,გერმანიში,ბელგიაში და გასცნობოდნენ ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეს ,კულტურას და ღირსშესანიშნაობებს

ფილმის ჩვენება და განხილვა
ფილმის  ,, ცხოვრება მშვენიერია '' ჩვენება  და განხილვაფილმში ასახულია  მეორე მსოფლიო ომის დროიტალიაშისაკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილსროგორ დაიცვას მამამპატარა შვილისასტიკი ომის რეალობისგანის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვისრათა დაიცვას საყვარელი ადამიანებიბანაკში მამა ეუბნება შვილსრომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭსრომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებსმან ყველაფერი გააკეთა იმისთვისრათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.  ფილმის დასრულებისას  მოსწავლეებმა ისაუბრეს რამხელა საფრთხეების წინაშე იდგა კაცობრიობა.  ასევე მეორე მსოფლიოს ომის გამომწვევ  მიზეზებსა და შედეგებზე .მათ გაიაზრეს,თუ  რატომ გახდა ევროპის გარკვეული კავშირების შექმნა საჭირო.
პრეზენტაცია ესპაეთის შესახებ
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს ვირტოალურად ემოგზაურად ევროპის ერთერთ ქვეყანაში ესპანეთშიმათ მოამზადეს პრეზენტაციები,გაეცვნენ კულტურას და ღირსშესანიშნაობებს.
ევროპული ქვეყნების კულტურის გაცნობა
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ ევროპის ქვეყნების კულტურასისინი ყველაზე მეტად მიხიბლა ფლამენკოს ისტორიამ და ცეკვამმოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრის შესახებრომელიც წარმოიშვა ანდალუსიაშისაბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღოფლამენკო ესპანურბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავსმისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებითცეკვას თან ახლავს შეძახილებიტაშითითების ტკაცუნიმამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობითქალები ხელებისა და ტანის რხევითმოსწავლეთა შორის გამოჩნდნენ მოხალისეები ,რომლებმას შეასრულეს რამდენიმე ცეკვის ელემენტი.
საუბარი ევროპული ღირებულებების ,, ტოლერანტობისშესახებ.
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ვისაუბრეთ ევროპული ღირებულებების შესახებ,მოსწავლეთა ყურადღება გავამახვილე ტოლერანტობის , განსხვავებულობის მიღების და მათი თვალით დანახულ მრავალფეროვნებაზეგამოვიყენე ვიდეო-რგოლი ,, მეგობრები",რომელშიც ასახულია სხვადასხვა სარწმუნოების მოსწავლეთა მეგობრობის შესახებმოსწავლეებისთვის საინტერესო და ხალისიანი აღმოჩნდა ამ თემის განხილვა.მოსწავლეებმა გაიაზრეს და ჩამოაყალიბეს ტოლერანტული და არატოლერანტური ქცევები
ევროკავშირის კუთხის მოწყობა და პლაკატის შექმნა ,, ევროპა მითი თუ რეალობა"
თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში სკოლაში მოვაწყეთ ევროპის  კუთხე  და შევქმენით პლაკატი ,, ევროპა მითი თუ რეალობა".

მიზანი მიღწეულია ,ჩვენ ვიცნობთ ევროპას !!!

პროექტი : ,,თავისუფალი გაკვეთილები - მოგზაურობა ევროპის დიდი სამყაროში '' დასასრულს უახლოვდება ,მის ფარგლებში ნასწავლი მასალის შეჯამების მიზნით მოსწავლეებმა შეავსეს ფორმა ,, რა ვიციდი,რა გავიგე ,რა მომეწონა ყველაზე მეტად " ,მოსწავლეებმა დაწერეს თუ რა ისწავლეს ,რა დაამახსოვრდათ ევროპის გაკვეთილებზეპროექტის მეშვეობით მოხდა ევროპული ღირებულებების ,ევროინტეგრაციის კუთხით ცნობიერების ამაღლება და ცოდნა გაიღრმავეს.


ფილმის ჩვენება და დისკუსია

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ნაჩვენები იქნა ფილმი ,,ძნელად აღსაზრდელები",მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ფილმი და გაეცვნენ სხვა ქვეყნებში სწავლების სხვადასხვა მიდგომებს .ფილმის დასასრულს გაიმართა დისკუსია .ფილმის მთავარი გმირი (მასწავლებელი)
ლოუან ჯონსონი საზღვაო ქვეითიაის იწყებს მუშაობას ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან კოლეჯშითავდაპირველად მისთვის აქ მუშაობა რთულიარადგან მას შეხება აქვს "განსხვავებულმოსწავლეებთანთუმცა მალე ის ხდება მათთვის საყვარელი მასწავლებელირომელიც ორიგინალურ ხერხებს იყენებს,რათა მისი გაკვეთილები სასიამოვნო გახადოს.