Tuesday, November 29, 2016


24 ნოემბერს სამოქალაქო კლუბ ,, გეორგიანას" წევრბი იმყოფებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში სტუმრად, ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, ასევე ევროპული ღირებულებების როლზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


 

                                                

კლუბ ,, გეორგიანას " წევრებმა გადაწყვიტეს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობის, მიღებული გამოცდილების შემდეგ , სკოლაში ჩაატარონ პრეზენტაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, ასევე ევროპული ღირებულებების როლზე ,რათა დაიმსხვრეს საზოგადოებაში არსებული მითები და მათ თანატოლებს ,საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს სწორი ხედვა ევროკავშირის მიმართ.

No comments:

Post a Comment