Saturday, July 2, 2016

   2015  -  2016  სასწ. წლის  სამოქალაქო განათლების პედაგოგის
 თამარ კასრაძის  ანგარიში:

        18 ნოემბერს ჩატარდა ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში IX კლასში ,თემაზე
,, სკოლა–ბულინგი–ოჯახი ". განხილული თემებიდა მოსწავლეები გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს: სკოლა როგორც საზოგადოებრივი მოდელი,ირღვევა თუ არა სკოლაში მოსწავლეთა შორის უფლებები (ბულინგის თემაზე) და რა მნიშვნელობა აქვს ოჯახურ გარემოს მოზარდის განვითარებაში.მოსწავლეები გამოხატავდნენ საკუთ პოზიციებს,მსჯელობდნენ არგუმენტარურად საკუთარი სკოლის მაგალითზე,  დისკუსიის შედეგად გამოხატავდნენ დადებით და უარყოფით მხარეებს.
        ჩემი ინიციატივით  მოსწავლეთ ცნობიერების გაზრდის მიზნით ევროპის შესახებ სკოლაში მოვიწვიე    სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის  წევრები და ევრო კავშირის წარმომადგენლები,რომლებმაც ისაუბრეს თემაზე:,,ერთად შევეგებოთ ევროპა".შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში,მოსწავლეებმა მიიღეს დეტალურად ინფორმაცი ევროპასთან ინტეგრაციის მიზნებზე და  სამომავლო შედეგებზე,მათ სამახსოვროდ დაურიგდათ წიგნები ,,მოდი ,გავიცნოთ ევროპა“.
   
        ნოემბერ-დეკემბერში  ჩემი ხელმძღვანელობით და   სამოქალაქო  კლუბ ,,გეორგიანას“  ინიციატივით შეიქმნა და განხორციელდა პროექტ ,, ერთად სასურველი შედეგისათვის"- ფარგლებში ნაჩვენები იქნება ქართული მულტფილმები ,, ყურშა გაყოყოჩდა" და ,, სიზმარას"და ა.შ.  , რომელმაც ხელი შეუწყო ქართული მუტფილმების პოპულარიზაციას, მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნების , თანატოლებთან კომუნიკაციის  და შემოქმედებითობის უნარის განვითარებას დაწყებით კლასის  მოსწავლეებში.

        დავესწარი საერთაშორისო კონფერენციას ,,ნარჩენების მართვა და უსაფრთხო გზები“,რომელიც გაეროს ორგანიზაციის მიერ იყო ინიცირებული ,რომლის მიზანი იყო საქართველოში დანერგილიყო ნარჩენების მართვის სისტემები და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით.შესაბამისად, მიღებული ცოდნით,სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებსი გამოცდილების საფუძველზე    ჩემი ინიციატივით  X  კლასისი მოსწავლეებმა  თეა სურამელაშვილმა და ნინო ლიპარტელიანმა მიიღეს მონაწილეობა მოსწავლეთა  სასწავლო- შემოქმედებითი 70 -ე  კონფერენციაზე  ,სადაც  წარმოდგენილი  იყო  თემა  ,, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა“.რომელმაც მადლობის სიგელი დაიმსახურა.თემა მოიცავდა  აქტუალურ საკითხებს,როგორიც არის  ეკოლოგიური პრობლებები,ნარჩენების მართვა ,გარემოს დაცვითი ღონისძიებები,ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში და თემში,ამ თემასთან დაკავშირებით არა ერთი ღონისძიება ჩატარდა სკოლაში.
     გავიარე ტრენინგი  ,, მოქალაქე და ეკონომიკას ‘’ ,რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები სწავლეთ ტრენინგზე,როგორიც არის სურსათის უვნებლობა,სახელმწიფო შესყიდვები და  ა.შ. ,შესაბამისად გადავწყვიტე სკოლაში დამენერგა მოსწავლეებთან ის აქტუალური საკითხები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობისათვის და ევრო ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.შემდგომ გამოცხადა ვიდეოსიუჟეტების კონკურსი ,, ევროპა ჩემს ობიექტივში" ,რომლის მიზანი იყო ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და გადავწყვიტე თქვენი სახელმძღვანელოდან შემერჩია თემა , რომელიც მოიცავდა მომხმარებლის უფლებების დაცვას საბანკო სისტემაში.თუ რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს მომხმარებელი როცა საფინანსო გარიგეგას ,ხელშეკრულებას დებს ნებისმიერი ნივთის განვადებით შეძენისას ? რომ უნდა კარგად გაიაზრონ და დაუფიქრებლად არ დადონ სხვადასხვა სახის გარიგებები,(თუნდაც ,ვითომ 0 % და მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმირებული ,თუ რამდენი % გადახდა უწევს რეალურად) თემასთან დაკვშირებით შევქმენი სცენარი,რომელიც შესანიშნავად ითამაშეს ჩვენმა მოსწავლეებმა და დიდი წარმატებაც მოიპოვეს!!! . წყნეთის 3 კვირიანი ინგლისურ ენოვან ბანაკში მონაწილეობა და მომავალში შესაძლებელია დიდ ბრიტანეთში გამგზავრება.
     ჩემი ინიციატივით   ნია გიგაურმა  IX კლასისი მოსწავლემ   საერთაშორისო სლოგანების კონკუსრში ,, მე ევროპელი მოქალაქე" გაიმარჯვა  და საჩუქრად აიპადის მიღებას.კონკურსი ჩატარდა მსოფლიოს 47 ქვეყანაში და საქართველოდან გამარჯვებული გამოვლინდა 4 მონაწილე ,მათ შორის ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეც.
    7 მარტს ჩატარე  კონფერენცია ,, განათლება ყველას" ,სადაც მონაწილეობა მიიღეს კლუბ გეორგიანას წევრებმა და პედაგოგებმა. კონფერენციაზე განხილული იყო წინა პერიოდის მიდგომები შშმ ადამიანის მიმართ ,როგორ იყვნენ საზოგადოებისგან გარიყულები ,იზოლირებულები და აქცენტი იყო გამახვილებულიი დღევანდელ მიდგომებზე ,როგორ ხდება მათი ჩართვა საზოგადოებაში,ინკლუზიური განათლების არსზე და მიდგომებზე.კონფერენციაში მონაწილეობდნენ აგრეთვე სსსმ მოსწავლეები,
კონფერენციის ბოლოს მოხდა დისკუსია და ფლაერების განხილვა.
      სამოქალაქო კლუბ ,, გეორგიანასა " და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ინიციატივით სკოლაში ჩავატარე  საქველმოქმედო აქცია,აქციის ფარგლებში შეგროვდა ტანსაცმელი,სათამაშოები,ტკბილეული და დღეს , 1 აპრილს ვესტუმრეთ ძეგვის ბავშვთა სახლს სკოლასთან არსებული დრამატული წრის წევრები ბატობ ნუგზარ მწელიშვილის ხელმძღვანელობით .პატარა მსახიობებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მცირე სპექტაკლები და ცდილობდნენ თანაგრძნობა გამოეხატათ მათ .
  დედამიწის დღესთან დაკავშირებით  ჩავატარე  კვირეული ,სადაც განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები:
    18 .04. ნაჩვენები იქნა რეჟისორი: ან არტუს ბერტრანდის ფილმი ,, სახლი'',ფილმი ,ჩვენებას ესწრებოდნებ VIII -IX-X კლასისი მოსწავლეები და პედაგოგები.
    19.04 ჩატარდა ნახატების კონკური ,სადაც მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი კლასიის მოსწავლეებმა თემაზე ,, დედამიწა ჩვენი სახლია",შესაბამისად გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ სიგელებით.

  20 აპრილს განხორციელდა ასფალტზე ხატვის კონკურსი და აგრეთვე ახლად დარგულ ნარგავებზე წყლის დასხმა.
   21 აპრილს შეიქმნა პოსტერი ,, დედამიწა ავადაა".

    ანიმაციური ფილმის ,, გამარჯობა დედამიწას" ჩვენება V კლასის მოსწავლეებთან დედამიწის დღესთან დაკავშირებით.
   22 აპრილს დედამიწის დღის კვირეულის დახურვაზე    ჩავატარეთ პრეზენტაცია ,სადაც განხილული იყო დედამიწის დღის აღნიშვნის მნიშვნელობა,დედამიწის  დაბინძურების  და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ,  პრეზენტაციას  ესწრებოდნენ X კლასელები და პედაგოგები. კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში ამაღლებული ყოფილიყო გარემოს დაცვის თვითშეგნება და  პასუხისმგებლობა . პროექტმა მოიცვა მთელი სკოლა.
        23 აპრილს  ,,ერთი ბედნიერი დღე '' ქსნის საჯარო სკოლის სსსმ  მოსწავლეებს.
სს ,, მინას" კომპანიის გენერალური დირექტორის და კომპანია ,, კოკა - კოლას" პრეზიდენტის ,ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით სკოლის მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ ჩემი ხელმძღვანელობით   ,, მაგდონალსში" , სადაც პატარებს დახვდნენ ჯამბაზები და ზღაპრის გმირები საოცარი მუსიკალური ნომრებით და თამაშებით,მათ საჩუქრები მიიღეს. აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში სკოლის მოსწავლეები სს ,, მინას " ადმინისტრაციის ინიციატივით მიწვეულნი იყვნენ თურქეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე. მოხდა ამ მოსწავლეების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და ჩართვა სხვადასხვა კულტურულ აქტივობებში.
    პროექტი - მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ  მონაწილეობა მივიღე კონკურსში , ,რომელიც განხორციელდა  ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.კონფერენციის მიზანი იყო  მასწავლებლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან  მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში.
სემინარი საინტერესო და აქტუალურ საკითხებს მოიცავდა,რაც იმას გულისხმობს ,რომ მომავალში სკოლაში ,თემში დავნერგო ისეთი სახის ღონისძიებები რომელიც ხელს შეუწყობს ევროპული ღირებულებების განვითარებას.
     28 მაისს  მონაწილეობა მივიღე სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია.სადაც განხილული იყო სამოქალაქო განათლების სწავლების კომპეტენციები და სიახლეები.
   

 1 ივნისთან დაკავშირებით ჩემი ხელმძღვანელობით დავიწყეთ  ღონისძიებისთვის მზადება, სადაც აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის ადმინისტრაცია,პედაგოგები და მოსწავლეები . სკოლაში მომზადა ნახატების კუთხე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ნახატები მოსწავლეებს შეახსენებს საკუთარ უფლებებს , გაზრდის ცნობიერებას ტოლერანტობის , ერთიანობის ,ერთმანეთისპატივისცემის განცდას.
ბავშვთა დაცვის დღე სკოლაში კომპანია ,, მინას" წარმომადგენლები მოვიწვიე ,რომელებმაც წაახალისეს და საჩუქრად გადასცეს ბავშვებს საზაფხულო ქუდებით.

   ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა -მთიანეთის კომიტეტის ოფისში, პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით და ინიციატივით შედგა შეხვედრა რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრ პედაგოგებთან , სადაც მოხსენება გავაკეთე  
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის არსზე და მნიშვნელობაზე,  ,რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2006 წლის 13 დეკემბერს მიიღოგაიმართა დისკუსია და გავუზიარე გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას.

                                                                 

                                                                          










Top of Form
                           


No comments:

Post a Comment