Sunday, March 29, 2015

                             
                           მეხუთე   დღის  რეფლექსია
   

             ვისწავლეთ  ლინკების ჩასმა ,ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია და ავტვირთეთ  დრაივში და შემდეგ ჩვენს ბლოგებზე. ტრენინგი სახალისო  და საინტერესო იყო.
                                           

            
                                                     მეოთხე  დღის  რეფლექსია.

      მეოთხე დღე ძალიან  სახალისო და  პროდუქტური  იყო,რადგანაც შევისწავლეთ ბუკლეტების დამზადება და   მოვამზადეთ   პოვერპოინტში გაკვეთილის  გეგმა.

 შევიმუშავეთ   პროექტის  შეფასების ჩარჩოზე.

Saturday, March 28, 2015


    

                                                      მესამე  დღის   რეფლექსია .


      მესამე   დღეს მოვახდინეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა , გავეცანით პროექტის სტანდარტს და მიზანს და ავღნიშნეთ , რომ მიზანი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს და ხელს უნდა უწყობდეს მე - 21 - ე საუკუნის უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებას . 
        განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი კითხვები , გავიზიარეთ მეგობრების  რჩევები , ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა , სათაურის შეცვლა , წაშლა , აღდგენა და დაკავშირება .  ვისწავლეთ  კომენტარების გაკეთება კოლეგების ბლოგებზე.

განვიხილეთ   ბუკლეტის  მნიშვნელობა,  საშინაო დავალებად  მოგვეცა   მოვამზადოთ ბუკლეტი.
იმედია საინტერესო გამოგვივა.
                                             

                                  მეორე  დღის   რეფლექსია. 


         ტრენინგის მეორე  დღე წინა დღესთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო , ვინაიდან ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე . კიდევ ერთხელ ავღნიშნეთ , რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის აქტივობის ზრდას და გამოცდილებისა და კვლევის საფუძველზე სწავლებას . ვისაუბრე მოკლედ ჩემი პროექტის  - ,,იცოდე და დაიცავი შენი თავი" - შესახებ ,რომელიც მოსწავლეთა ბულინგის თემას ეხებოდა. შემდეგ   დავრეგისტრირდით გუგლის ელექტროფოსტაზე,შემდეგ გავხსენით ბლოგი.

     .

                                   

                                   პირველი   დღის რეფლექსია.



       ტრენინგის დასაწყისში  გავეცანით ერთმანეთს.ვისაუბრეთ ძირითად მიმართულებზე .

განვიხილეთ პროექტული სწავლების მნიშვნელობა.   განვიხილეთ   21 საუკუნის             უნარ-ჩვევები,   ვიმუშავეთ პროექტის შაბლონის შევსებაზე.ვეცანით სახელმძღვანელოს და მოდულების  საძიებო სისტემას.
 საშინაო დავალებად  გვქონდა  პროექტების  იდეის  და განხორციელების გზების  მოფიქრება და შექმნა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:


                                                            იცოდე და დაიცავი შენი თავი!!!
                                                                            (  თემა :   ბულინგი)



ზოგადი კითხვა
ექცევი სხვას ისე ,როგორც გინდა თავად მოგექცნენ ?
თემატური კითხვები

 რა შეიძლება ჩაითვალოს     ადამიანის უფლებების დარღვევად?
 რა არის ბულინგი?

შინაარსობრივი კითხვები



არის თუ არა ძალადობა სკოლაში?
არის თუ არა მათ გარშემო ბულინგის შემთხვევები ?
როგორ გრძნობს  თავს ადამიანი რომელსაც დასცინიან?
ყოფილან თუ არა ბულინგის მსხვერპლი?
როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება?